ადამიანის ახალი უფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ინტერნეტისადმი წვდომა ადამიანის ძირეულ უფლებად გამოაცხადა ხოლო ადამიანისთვის ინტერნეტისადმი წვდომის შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ქმედებად.

“ინფორმაციისადმი ინტერნეტის მეშვეობით წვდომის შეზღუდვა რაც შეიძლება მცირე უნდა იყოს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორებიცაა კიბერ შეტევები ან საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული გარემოებები” – წერია დასკვნაში.

ბოლო დროს ინტერნეტის გათიშვა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მსგავსში შემთხვევები არაერთხელ დაფიქსირდა ეგვიპტეში, ლიბიაში და ა.შ.

გაერო ასევე მოუწოდებს ქვეყნებს თავიდან აიცილონ ინტერნეტის გათიშვა “კიბერ-მეკობრეობასთან” ბრძოლის მიზნით, ასეთი რამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაუკეთებიათ.

ასევე გაეროს ეს “წესდება” კრძალავს ინტერნეტში ცენზურის შემოღებას ან ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, ამგვარი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა ჩინეთში, სადაც მთავრობა ბლოკავს კონკრეტულ ვებგვერდებს და Google-საც კი მიმართ თხოვნით, რათა მას ძებნის შედეგებიდან ამოეღო კონკრეტული ვებგვერდები. ამ მოთხოვნის შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტის გამო Google-მა კინაღამ დატოვა ჩინეთი.

ამგვარი მოწოდებებით ევროკავშირიც გამოდის და იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები შეწყვეტენ ინტერნეტის გათიშვას მოსახლეობის დასჯის მიზნით.

 

 

 

 

Advertisements

მგონი დროა განაახლო

სანამ პოსტის კითხვას დაიწყებ დაუსვი შენ თავს ერთი კითხვა?

რომელ ბრაუზერს ხმარობ ყველაზე ხშირად?

თუ პირველი ვარიანტი, რომელიც მოგივიდა არის Internet Explorer 6 მაშინ დროა განაახლო შენი ბრაუზერი და შენი წარმოდგენები სწრაფ, ხარისხიან და არა-ჭედვად ბრაუზინგზე.

მოკლე ფაქტები IE (Internet Explorer) 6-ის შესახებ

1. მას არ აქვს New Tab ფუნქცია.

2. ის არ აჩვენებს სურათებს PNG ფორმატში.

3. ის არის თავის ტკივილი დეველოპერებისთვის, რადგანაც ის არის ყველაზე პრობლემატური ბრაუზერი. თუ ყველაფერი იდეალურადაა საფარიში, მერვე ექსპლორერში, ქრომსა და მოზილაში მე-6 ინტერნეტ ექსპლორერში ყველაფერი თავდაყირაა.

4. ის იმდენად ძველია, რომ უბრალოდ არ “ესმის” CSS (სტილიზების) ახალი კოდები.

5. ის უკვე 10 წლისაა.

6. ის ყველაზე მეტად გამოყენებადი ბრაუზერი იყო მსოფლიოში წლების განმავლობაში.

და დღეს თავად Microsoft ცდილობს მისი გამოყენებიდან ამოღებას. მათ სპეციალური საიტის კი შექმნეს, რომელსაც IE6 Death Countdown ჰქვია ანუ ის დროს ითვლის მის სიკვდილამდე. საიტის ლინკი. ამ საიტის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტად ამ მოძველებულ ბრაუზერს იყენებენ ჩინეთში. მაღალი მაჩვენებლით ასევე ხასიათდება ინდოეთი, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკა და ტაივანი.

ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრაუზერია, რომელიც დღესაც კი ინარჩუნებს პოპულარობას, ალბათ იმის ხარჯზე, რომ უმრავლესობა ჯერ კიდევ Windows XP-ს იყენებს, თანაც არალიცენზირებულს და ასეთი ვერსიების უმრავლესობას, მათი სიძველიდან გამომდინარე სწორედ ეს ბრაუზერი მოყვება.

მოკლედ თუ შენ ჯერ კიდევ ხმარობ ამ ბრაუზერს დროა განაახლო ის და დააყენო თუნდაც ინტერნეტ ექსპლორერ 8, მაგრამ გუგლის ქრომი მაინც ყველაზე სწრაფი და მსუბუქია.

თუ ფიქრომ, რომ განახლების დროა გაუზიარე პოსტი მეგობრებს 🙂

ამ მისამართზე კი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდები, რომლებმაც გააუქმეს მე-6 ექსპლორერის მხარდაჭერა, გუშინ ეს ვორდპრესმა გააკეთა იმ მიზეზით, რომ ახალი დეშბორდი სუპერ კოდითადაა დაწერილი, რომელიც საკმაოდ ძნელია. საიტების უმრავლესობა სრულად არ ბლოკავს მე-6 უბრალოდ ახალი ფუქნციები ამ ვერსიაზე არ არის ხელმიწსავდომი, მაგ: YouTube, WordPress.

გადმოსაწერი ლინკები:

Internet Explorer 8

Google Chrome

დღეს, პირველი აპრილია!

მიყვარს ეს დღე! უპირველეს ყოვლისა ენდი ლარკინის გამო, მისთვის ხომ ყოველი დღე პირველი აპრილი იყო, ყოველი დღე სავსე იყო ფრენქებით და ათასგვარი სისულელეებით.

წელსაც ველოდი ამ დღეს, მეგონა, რომ ჩემ მიმართ წამოსული ტყუილი დიდი რაოდენობის იქნებოდა, რომ ვინმე ძალიან ცუდ, რამდენიმე წუთში მოფიქრებულ ტყუილს მესროდა, ზოგიც კი კარგად დაგეგმილს.

მაგრამ ჩემი ვარაუდი და მოლოდინი არ გამართლდა… ერთი კარგი ტყუილი კი არა არც ერთი არ მომხვედრია… ტყუილი არ ასცდა “ზურგზე რაღაც გაქ”-ის ფარგლებს, სამწუხაროდ.

მე პირადად ვაპირებდი რამის გაკეთებას, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, ვერ მოვასწარი. სახლში ვაპირებდი მაუსებზე სკოჩის აკვრას, მაგრამ შემდეგ შემეცოდნენ ჩემები და თავი დავანებე… 😀

მაგრამ პირველი აპრილი არ დავიწყებიათ ინტერნეტ-გიგანტებს.

1. YouTube. უკან 1911-ში

საპირველაპრილო ხუმრობები YouTube-მა დაიწყო. მან დაგვაბრუნა 100 წლით უკან და გვაჩვენა თუ როგორი იქნებოდა საიტი და ტოპ-ვიდეოები 100 წლის წინ. დიდი ვერაფერი, წინა წლებში უკეთესი იყო (მაშინ საიტი უკუღმდა იდგა მთელი პირველი აპრილი). მაგრამ მაინც აი ვიდეოც

2. Google Autocompleter&Gmail Motion

Autocompleter

Google არ ღალატობს ტრადიციებს და კვლავ საინტერესო საპირველაპრილო ხუმრობებს გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ვაკანსია, რომელიც მართლაც დაიდო, ვაკანსია autocompleter-ზე ანუ ადამიანზე რომელიც გაასწორებს ძებნის დროს დაშვებულ შეცდომებს, შემოგთავაზებთ უკეთეს ვარიანტს და გააკეთებს იმას რასაც Google აკეთებს მაშინ როდესაც თქვენ ეძებთ.

 

Gmail Motion

თქვენ აღარ გჭირდებათ კლავიატურა, მაუსი და ათასი ამდაგვარი მოძველებული მოწყობილება წერილის დასაწერად. Google წარმოადგენს Gmail Motion-ს, სპეციალურ ალგორითმს რომელიც თქვენ მოძრაობებს ასოებად, სიტყვებათ და ფრაზებად გარდაქმნის. წარმოიდგინეთ, ეს ხომ ჯადოსნური გზა წერილების დასაწერად.

3. ThinkGeek  – ჩემი აზრით საუკეთესო

წელს განსაკუთრებით კარგი გამოუვიდდათ, მათ Apple Store-ის მოდელის რეკლამა გააკეთეს, რომელიც ნადვილად ღირს ყურებად და თუ თქვენ ნადმვილი ფანი (მოყვარული) ხართ აუცილებლად შეიძენთ დამატებით ელემენტს. “რიგს”

აუცილებლად ნახეთ:

გლობალური უინტერნეტობა

სახლში 6-ის ნახევარზე მოვედი და მაშინვე ინტერნეტის არ არსებობა მაგებეს… 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ დავიწყე რეკვა…

ერთ ნომერზე ამბობდნენ, რომ ნომერი არ იყო სწორი, მეორეზე, რომ ქსელი დაკავებული იყო, თუმცა შემდეგ გავიდა და გლობალური ხარვეზის გამო ინტერნეტი შეფერხებით მომეწოდებოდა, რისთვისაც ბოდიშს მიხდიდნენ კიდევაც.

თუმცა ინტერნეტის არ ქონას დადებითი შედეგიც ჰქონდა:

ვიმეცადინე ყურადღების გაფანტვისა და ფეისბუქის გარეშე 😀

მაგრამ სასურველი პოსტები ვერ დავწერე, იმედია ხვალ კიდევ მომივა აზრები.

თუმცა ბლოგს მაინც 160-ზე მეტი ნახვა აქვს და ჩემდა გასაკვირად ყველაზე რეიტინგული პოსტია

თაკო ფხაკაძე…სიდებილესაც აქვს საზღვარი

მაგრამ ძებნებში თაკო ფხაკაძე არც არის ნახსენები, სულ ფეისბუქიდანაა ხალხი O.o

კარგიცაა ანუ შეარდება…

სამაგიეროდ ეძებდნენ მაგარ გოგოებს და ვეფხისტყაოსნის ქალებს.

ცხოვრება ინტერნეტის გარეშე

ბოლო სამი ათწლეულია რაც მსოფლიომ გაიგო ინტერნეტის არსებობა, ისე გამომივიდა თითქოს მანამდე არსებობდა, მოკლედ მიხვდით, მაგრამ განსაკუთრებით ფართო აუდიტორია ინტერნეტს სოციალური ქსელების გამო გამოუჩნდა. დღეს სწორედ სოციალური ქსელების გამო ვსტუმრობთ უმრავლესობა ინტერნეტს. ყოველ მეხუთე ამერიკელს ხომ facebook-ის ანგარიში გააჩნია.

სოციალური ქსელები იმით გვიზიდავენ, რომ მათში ყველაფერი. ჩვენ იქ ვთამაშობთ, ვლაპარაკობთ, ვნახულობთ ახალ და ძველ ნაცნობებს, ვიცნობთ ახალ ადამიანებს და ა.შ. უკვე ვეძებთ კიდევაც… რადგანაც facebook-ზე რამის ძებნისას Bing-ის რამდენიმე რეზულტატს გვთავაზობს.

სოციალური ქსელები კარგი მრჩეველიცაა, მაგალითად ძიებაში რომ ჩაწერო: Toyota Prius და ფილტრში ძებნა მისცეთ მხოლოდ ადამიანების პოსტების მიერ შეგიძლია იხილო უამრავი ვიდეო თუ მოსაზრება.

ასევე Twitter-ი.

სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი გვთავაზობენ იმ რეკლამას რომელიც ჩვენ უნდა მოგვეწონოს, რეკლამას რომელიც გათვლილია ჩვენზე, ყოველზე ინდივიდუალურად, ასაკის, სქესის, ქვეყნის, ინტერესების მიხედვით. ასეთ რეკლამას ხომ ვერ შეხვდებით ბილბორდებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, მაგრამ ჩვენ მასზე დამოკიდებულები გავხდით. ეს არ იქნება პოსტი იმის შესახებ თუ რას გვიშვრება ინტერნეტი. უბრალოდ ძალიან ბევრი social networking addict არსებობს, ანუ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულები, რომელთა შორის მეც ვარ.

ისე არ ვარ რომ facebook-ის გარეშე ცხოვრება მიჭირდეს მაგრამ News Feed-ის თვალიარება მსიამოვნებს, ახალი სურათების დამატება, ნახვა და საერთოდ ინტერნეტში დროის გატარება მიყვარს.

მაგრამ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე?

  • დილა

ყველაფერი ისევ დილით დაიწყებოდა (კვერცხის რეკლამაში არ ჩამითვალოთ). როდესაც გავიღვიძებდი ან მაშინვე ავდგებოდი ან დავიძინებდი, რადგანაც როდესაც ვიღვიძებ, მაღვიძარა-iPod-დან ეგრევე  facebook-ზე შევდივარ, რომ არ ჩამეძინოს, რადგანაც თავს ვაძალებ ერთხელ უკვე ხსენებული News Feed-ი წავიკითხო.

  • დღე სკოლაში

დღისით, სკოლაში, ყველაზე საზიზღარ გაკვეთილზე, მაგ: ქიმიაზე, როდესაც მასწავლებლის ხმა მაინც ჩაგდის ყურებში არადა ორივე ხელი აფარებული გაქ. დამიჯერეთ არსებობენ ადამიანები ასეთი გამჭოლი ხმებითაც კი. მგონი გამჭოლი ზუსტი სიტყვაა, თუ რაიმე უკეთესი ვარიანტი გაქვთ, კომენტარში დაწერეთ და ჩავანაცვლებ.

რა თქმა უნდა ცოტა ხნით შედიხარ სოციალურ ქსელში, თანაც უფასოდ, თუმცა ბოლო დროს ახურებს, მაგრამ ძირითადად მუშაობს.

  • საღამოს

საღამს, როდესაც ტელევიზორში არაფერი გადის საინტერესო, გასასვლელად უკვე გვიანია და მეცადინეობა სწორედ ახლა დაამთავრე, სად მიდიხარ? ისევ სოციალურ ქსელში. სადაც შენი მეგობრები გელოდებიან.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სოციალურ ქსელში ყოფნისას ძირითადად არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ გვერდს ვარეფრეშებთ.

მაგრამ ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელები ხომ არაა! ეს ახლა ან ცოტა უფრო ადრეც გაიფიქრე ალბათ.

კი, მართალი ხარ. ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელები არ არის.

ინტერნეტი ყველაფერია.

სწორედ ამიტომ გამიჭირდება მასტან განშორება, მის გარეშე ცხოვრება. ინტერნეტში გართობას რომ დავანებოთ თავი რამდენჯერ მომიძებნია ამოცანის, ფუნქციის ამოხსნა…

როდესაც რამის გაგება მინდა ენციკლოპედიაში აღარ ვიხედები, რადგან ინტერნეტში უფრო მარტივად და სწრაფად მოვძებნი…

წარმოიდგინეთ რამდენად რთული გახდებოდა ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, კი უფრო მეტი თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა, მაგრამ…

არამგონია ჩვენ ახლა შევძლოთ ინტერნეტზე უარის თქმა, რამდენიმე წელიწადში კი ყოველი ჩვენგანის ოჯახში ამას ვიხილავთ:

მსოფლიო ინტერნეტამდე და სხვა საშიში ისტორიები...

მოკლედ სულ სხვა რამ გამომივიდა…

%d bloggers like this: