ჩემი პირველი EYP-ცდილება

გუშინ წინ მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, გასაუბრებაზე მიწვევდა შაბათს, 4 საათზე, ვაჟას 78 ნომერში. გავიკითხე და ყველამ სხვადასხვა რაღაცა მითხრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ გასაუბრებაზე, შეიძლება გასაუბრება კი არა თემიც წერაც ყოფილიყო. 4-ს რომ 15 აკლდა უკვე ვაჟაზე ვიყავი, როგორც რუკაზე ვნახე იქ მივედი. დაახლოებით 6 ადამიანს ვკითხე თუ რომელი იყო 78 კორპუსი, ბოლოს ერთერთმა საცხოვრებელ სახლზე მიმითითა, ძიების პროცესში შევხვდი გოგოს, რომელიც ასევე 78 ნომერს ეძებდა და როგორც გაირკვა ისიც EYP-ზე იყო მოსული. 5 წუთი ბოდიალის შემდეგ მეგობარს დავურეკე, ყველა სესიაზეა მგონი ნამყოფი და მეთქი ეცოდინება 😀

როგორც აღმოჩნდა მჭირდებოდა არა 78 არამედ 76 ნომერი, მტშ-ების დაგზავნისას შეშლიათ.

რომ მივედი დაახლოებით 15-20 კაცი იყო შიგნით, შიგნით რა გარეთ და გამოდიოდა ხოლმე ერთი გოგო და ორ-ორ ადამიანს უშვებდა ხოლმე შიგნით. ვიცოდი, რომ ჩემი ძველი კლასელი უნდა მოსულიყო და ამიტომაც ჯერ არ შევდიოდი, შემდეგ ის მოვიდა, მკითხა როგორ ხარო, რას შვრებიო, მე მხრები ავიჩეჩე, რა უნდა მეთქვა, მაგრამ 10-15 წუთში ავლაპარაკდით და აღარ მინდოდა შესვლა, შემდეგ მას დაუძახეს და მე და კიდევ 3 დავრჩით. შევედი, გადამამოწმეს სიაში და როდესაც ვიღაც გამოვიდა შევედი.

ოთახში ორი მაგიდა იდგა, ერთთან ორი ბიჭი იჯდა და იმ ჩემ ძველ კლასელს უტარებდა ინტერვიუს, მეორე მაგიდასთან, ოთახის მეორე კუთხეში გოგო იჯდა, მივედი დავჯექი. მას შემდეგ კიდევ ერთი გოგო მიუჯდა. გასაუბრება ინგლისურად იყო, მკითხა სახელი, გვარი, ასაკი და სკოლა. სკოლაზე გამეცინა, რომ ვუთხარი “მწიგნობართუხუცესი” და იმასაც გაეღიმა, ამას ინგლისურად უბრალოდ ვერ ვეტყოდი. გამორიცხულია, ასოებით უნდა ჩამომეთვალა.

გასაუბრება ცოტა ხანს გაგრძელდა… მკითხა მქონდა თუ არა რაიმე გამოცდილება EYP-ში, საიდან გავიგე და ა.შ.  შემდეგ მეორემ, გვიან მოსულმა მითხრა საზაფხულო სკოლებზე მომეყოლა, თავიდან ვიფიქრე მეთქი სამოტივაციო წერილში დავწერე, მაგრამ ვნახე ახლა და არ დამიწერია O_o ბოლოს მკითხა მზად ვიყავი თუ არა 3 დღე მარტო გამეტარებინა, ვარ თუ არა დამოუკიდებელი, ვუთხარი რომ მაქ ამის გამოცდილება. და ამით მორჩა ჩემი ინტერვიუ. რომ გამოვედი ჩემი ყოფილი კლასელი უკვე მარშრუტკაში ჯდებოდა და ვეღარ დავემშვიდობე.

ვფიქრობ ტყუილად არ დამიკარგავს დღე, ერთადერთი რასაც ვნანობ ჩუმად ვლაპარაკობდი და მეორემ მთხოვა ცოტა ხმამაღლა მელაპარაკა, არადა არ მიყვარს ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ხმაური იყო ოთახში და უნდა მიმხვდარიყავი თვითონ.

მეტი არაფერი… დღეებში საშინლად ვარ არეული ხუთშაბათის დასვენების გამო, მგონია, რომ დღეს კვირაა, არადა შაბათია. რა კარგია… იმედია დამიძახებენ სესიაზე, მაგრამ 86 თუ 96 აპლიკაციაა შეტანილი და სულ 20 კაცი უნდა წავიდეს, თანაც მითხრა ერთმა, რომ გამოცდილებს მიანიჭებენო ამ სესიაზე უპირატესობას. 🙂

რას ველოდები წელს?

2010 წელი ძალიან ბევრის მომტანი გამოდგა და 2011-ში რასაც ველოდები, ყველაფერი 2010 წელზე არის დამოკიდებული[თითქმის].

ყველაზე მეტად ველოდები FLEX-ის პასუხებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება, მაისის დასაწყისში უფრო.

წელს ანკეტა მგონი უკეთესი მაქ და გასაუბრებამაც კარგად ჩაიარა. მგონი.

მოკლედ ყველაზე მეტად ამას ველოდები და იქიდან გამომდინარე თუ რა პასუხს მივიღებ ამერიკული საბჭოებიდან, იმაზე იქნება დამოკიდებული ის თუ რის ლოდინს დავიწყებ. 🙂 ჩახლართული გამოვიდა ცოტა, მაგრამ მგონი გასაგებია.

კიდევ ველოდები ოლიმპიადის პასუხებს. მოუთმენლად.

ამ მომენტისათვის მეტს არაფერს ველოდები.

რას დაველოდები კიდე წელს, თვით ეს წელი გვიჩვენებს.

FLEX გასაუბრება

დილა მშვიდობისა, ალბათ ყველამ იცით ამ გაცვლითი პროგრამის შესახებ, პირველი ტური თხუთმეტწუთიანი ინგლისურის ტესტი, მეორე ტური 4 საათიანი ტესტი(3 თემა+SLEP Test) და მესამე ტური გასაუბრება და უამრავი ანკეტა.

შეგიძლიათ მომილოცოთ მესამე ტურში გადავედი უკვე მქონდა გასუბრებაც და ანკეტებიც კარგა ხანია ჩავაბარე, ხოლო პასუხი მხოლოდ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.

რატომ ვწერ ამის შესახებ? იმიტომ რომ DailyPost-ის დღევანდელი თემაა ინტერვიუ რომელიც დამამახსოვრდა და მე ეს დამამახსოვრდა, თან სამსახურისთვის ჯერაც არ მქონია.

შარშან ინტერვიუ დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა, წელს კი 20-30 წუთს გაგრძელდა.

ისევ იყო ბევრი კითხვა და ყოველ პასუხზე ახსნას გთხოვდნენ თუ რატომ მოიქცეოდი ასე.

მაგ:

-თუ ისტორიის პირველი ტესტი ცუდად დაწერე რას იზამ?

– შემდეგისთვის უკეთ ვიმეცადინებ.

-შემდეგიც რომ ცუდად დაწერო?

-კიდევ უფრო მეტს ვიმეცადინებ.

-ესეც რომ ცუდად დაწერო და ბოლოში ცუდი ნიშან გყვებოდეს?

-კიდე უფრო მეტს ვიმეცადინებდი.

-და როგორ იგრძნობდი თავს?

-რავი კარგად არა.

-კაი.

ასე გრძელდებოდა 15 წუთის განმავლობაში და ყველა კითხვა ასე მთავრდებოდა.

კიდე ერთი იყო ხაჭაპურის მომზადება რომ გთხოვოს ჰოსთ-ოჯახმა რას იზამო? მეთქი არ ვიცი როგორ-თქო, კვერცხის გარდა არაფერი შემიწვავს.

ისე მოხდა რომ დედას დავურეკე, რეცეპტი ვკითხე, მოვამზადე, მე მომწონს ჩემი მომზადებული და ოჯახს არა.

რას ვგრძნობ?

რავი არ მიტყდება, შეიძლება ცუდად მოვამზადე.

არა კარგად მოამზადე.

რავი მაგათი გემოვნების საქმეა.

კაი.

ახლა გადავხედე და ძალიან სისულელე გამოვიდა.

კაი, არაუშავს. მთავარი ყოველდღე ვწერ 😉

Back from FLEX

Hey and I’m back from FLEX. These were awful 3 hours of listening to instructions, instructions, silly questions and instructions again. The last part was 2 essays. I wrote them. Left no free space, wrote till the last line. really. Think did it well. Got an interview on December 17th at 14:30. if any of you has the interview on the same date&time feel free to contact me and we will know each other during the team-game. ^^ follow me @twitter/kon_mu

Today

Today at 3 pm I am going to some university where I’ll receive my FLEX applications, write two in-class essays and get the date of my interview.

I can’t say I’m nervous but it is like something that is pushing on me.

Well I’ve got to leave in 20 mins, so I’ll go and have a snack because I’ll have to stay there for 2-3 maybe 4
hours and I’m having private English lesson after this.

It is going to be a tiring day although I have not gone to school.

%d bloggers like this: