კონკურსები ფბ-ზე და სპამი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თი-ბი-სი ბანკმა გაიგო, რომ თურმე ფეისბუქზე კონკურსების ჩატარება შეიძლება, რომ უამრავ ამერიკულ კომპანიას აქვს ამის გამოცდილება და თავადაც გადაწყვიტა ასეთი კონკურსის ჩატარება, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, 2010 წლის მიწურულს.

მას შემდეგ უმრავმა კონკურსმა ჩავლო, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ვაუ აზრზე ხარ თი-ბი-სი iPad-ს ათამაშებს, iPod-საც და iPhone 4-საც. აუ რა მაგარია… დამილაიქე რა…

მაგრამ პირველ კონკურსს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ.

შემდეგ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ბანკიც ჩაერთო დაახლოებით ამავე სახის კონკურსებით, შემდეგ კი ყველა კომპანია, თითქმის ყველა. ცეესკოც კი, რომელიც სხვათაშორის ფოტოკონკურსს ატარებს.

ძირითადად იკვეთება 5 კონკურსების სახეობა

  1. ფოტო
  2. ვიდეო
  3. მეგობრების მოწვევა
  4. ტრივია ანუ კითხვაზე პასუხის სწრაფი გაცემა
  5. და TBC Game

1. ფოტო კონკურსები

როგორც წესი ცდილობენ სხვადასხვა თემატიკა აირჩიონ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი საყვარელი ბავშვების ან დზერსკი გოგოების სურათებით მთავრდება ან კიდევ გუგლში ამ თემაზე მოძებნილი პირველი გვერდის სურათებით. ზოგიერთი ჭკვიანი კი სპეციალურად დაასქროლებს ხოლმე ქვემოთ და დაახლოები მე-10 მე-15 გვერდების სურათებს იღებს. რომ არა სხვა პატიოსან მონაწილეთა აღშფოთება, კონკურსის მომწყობები ამას ალბათ უყურადღებოდაც დატოვედნენ.

ხშირია “ნი პრიჩёმ” სურათები, ისე პროსტა.

მაგ: საქართველოს ბანკის უკანასკნელ ფოტო კონკურსში (Best of Georgia) იყო რამდენიმე კატეგორია Future of Georgia, Taste of Georgia, Strength of Georgia, Treasure of Georgia და Spirit of Georgia

Future of Georgia – ბავშვები, ბავშვები და კიდევ ერთხელ პატარა ჩასაყლაპი ბავშვები

Taste of Georgia – ხინკალი, მწვადი, ღვინო, სუფრა, პატარა ბავშვები თონის პურით ხელში და ერთი “ნი პრიჩёმ” სურათი

Strength of Georgia – ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რაგბისტები, ბავშვები, რამდენიმე ადამიანი.

Treasure of Georgia – თვითონ ნახეთ 🙂

Spirit of Georgia

2. ვიდეო კონკურსები      

ვიდეო კონკურსები ფოტო კონკურსებისგან განსხვავებით არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს თუმცა რამდენიმე ასეთიც იყო. “საქართველოს ბანკის” love.bog.ge ალბათ ყველასათვის ნაცნობია, ასევე ამავე ბანკის “ინტერნეტ-ნიჭიერი” და კიდევ ერთი ევროვიზიის One More Day რომელიც არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მგონი სულ რამდენიმე ვიდეო არის ატვირთული.

3. მეგობრების მოწვევა

ასე პირდაპირ მეგობრების მოწვევას არავინ გთხოვს, მაგრამ ასეთებიც ყოფილა. ძირითად მეგობრების მოწვევა ხდება აპლიკაციების მეშვეობით რათა გახსნა “ბარათი” ან მოიმატო კვერცხების რაოდენობა. მაგრამ coupon.ge-ს ჰქონდა გათამაშება, რომელშიც მეგობრების მოსაწვევად მათ გვერდზე ელფოსტა და სახელი უნდა დაგეწერა, მოკლედ სპამერების სამოთხე შექმნეს.

4. ტრივია ანუ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, თანაც სწრაფად

თავიდან ასეთი კონკურსები მხოლოდ მრგვალი ლაიქების აღსანიშნავად იმართებოდა (1000, 5000 და ა.შ.), ახლა კი ყოველდღიურად იმართება 6 ან 9 საათზე, ზოგჯერ 5-ზე და 7-ზე. კონკურსების ეს ტიპი ყველაზე სამართლიანად მიმაჩნია, რადგანაც აქ არ მოსულა სპამერობა და მეგობრობა, მხოლოდ ცოდნა ან ჭეშმარიტი დაგუგლვა შველის საქმეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წინასწარაც სცოდნია ვინმეს კითხვა და შესაბამისად პასუხიც.

5. TBC Game

ამ იდეით ბევრად უკეთესი თამაშის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაა&ვეს ყველაფერში და ყველა უკმაყოფილო დარჩა. ამ თამაშზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი, ასე რომ შეგიძლიათ ის წაიკითხოთ აქ.


წაიკითხე ეს ყველაფერი, იმედია წაიკითხე და ფიქრობ: “რა არის ამაში ცუდი?” ეს ხომ უბრალოდ PR-ია, რეკლამა, უბრალოდ რეკლამა, მაგრამ არც ეს პოსტი დაიწერებოდა, რომ არა სპამინგი რომელიც ამ კონკურსების დროს დათარეშობს, ხარობს. ალბათ არავინ არის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც არ მოსვლია მეგობრის წერილი ასეთი შემცველობით:

დამილაიქე რა, ძალიან მჭირდება, წინასწარ მადლობაა….

ან

მიიღე რა ჩემი მოთხოვნა იმაში კვერცხებში.

ეს უკვე აუტანელი გახდა, რადგანაც ყოველი მეორე ნოთიფიქეიშენი ამდაგვარი მოთხოვნა იყო, ამ შემთხვევაში კვერცხების მიღებაზე, მაგრამ ეს მანამ სანამ არ დავბლოკე. :ბოროტისიცილი:


წესების დარღვევა

ამავდროულად ფეისბუქზე კონკურსის ჩამტარებელი ყველა ქართული კომპანია არღვევს ფეისბუქის ოფიციალურ წესებს გათამაშებებთან დაკავშირებით.
მაგალითად, აკრძალულია გათამაშების გამარჯვებულის სახელის გამოცხადება სტატუსში, შეტყობინებასა და სხვა, რასაც ყველა ქართული კომპანია აკეთებს.

წესების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ


ასე და ამგვარად გრძელდება დღესაც, წესებს კვლავაც არავინ არ იცავს კედელი, მეილი და ნოტიფიქეიშნები ისპამება.

მგონი არც ერთი სახეობა არ გამომრჩენია, თუ გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარებში დაასახელოთ ის.

მათემატიკაც შეიძლება იყოს სახალისო… და დღეს

ჩემი სკოლა ❤

გუშინ დასვენება იყო და ფეისბუქის სტატუსებიდან და მარშრუტკაში თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე დღეს ნახევარი სკოლა არ იყო მოსული. წინა წინადადება კარგად ვერ დავაწყვე, მაგრამ მგონი ძირითადი აზრი გასაგებია.

როდესაც გუშინ ვიკითხე, თუ ვინ მოდიოდა სკოლაში უმრავლესობამ დაწერა რომ არ მოდიოდა, უფრო სწორედ კი ყველამ ერთის გარდა.

მარშრუტკაში მართლაც სიხალვათე იყო, როგორც ქიმიის მასწავლებელი ქ-ნ თამარი იტყვის ხოლმე და ქ-ნ ნათელას გადასძახებს რამეს. ერთმანეთს მართლაც თქვენობითა და ქალბატონობით ესაუბრებიან, არადა ყველანი დაახლოებით  ერთი ასაკის არიან და ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ.

მაგრამ დღეს დილით სულ 5-6 ვიყავით. მგონი მარტო ჩვენი მარშრუტკა იყო ასეთი ცარიელი, რადგან სხვა მარშრუტკები გადატენილები ამოვიდნენ (ზოგი).

დღეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პირველად დავდექი არჩევანია წინაშე.

დავრჩენილიყავი მათემატიკაზე? თუ წავსულიყავი კლასელთან და მეთამაშა X-Box-ზე. თავიდან ეს უკანასკნელი ვარჩიე, ყველაფერიც მოვაგვარე მაგრამ მაინც მათემატიკაზე დავრჩი, იმიტომ რომ… იმიტომ რომ კლასელი არ დავტოვე მარტო… ძალიან არ მინდოდა დარჩენა, მაგრად რადგანაც სამეცადინო არაფერი მაქვს (მათემატიკა დაწერილი მაქვს, რუსულს, ინგლისურსა და სამოქალაქოს კი არაფერი მოუცია. ბიოლოგიის მასწავლებელი არ იყო.) გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. თავიდან ვინანე, რადგანაც არავინ არ დარჩა, არც ინგლისურზე. ყველა წავიდა. მარტო მე და ჩემი კლასელი და 25 წუთი გაკვეთილის დაწყებამდე. გაკვეთილამდე მოვასწარი 3 ზეფირის ჭამა 😀 აი-პოდზე ფეხბურთის თამაში და ძლივს ავედი მეოთხე სართულზე, თანაც დაგვიანებით.

დღეს მასწავლებელს წიგნი დარჩა და აბიტურიენტების წიგნიდან ლოგიკურ ამოვაცანებს ვაკეტებდით, კიდე ვენის დიაგრამებზე და საოლიმპიადოებს. ძალიან მარტივი ყოფილა, უბრალოდ დანახვა უნდა ❤

კიდევ მათემატიკოსებზე, ფიზიკოსებზე, მათემატიკასა და ფიზიკაზე გველაპარაკა და როგორც იქნა გავიგე რა არის ფაქტორიალი (x!) მაგარი დღე იყო… მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დავრჩი 5 საათამდე. ❤

the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook

თიხა ხელების დაუსვრელად…

დღეს კლასელის iPod-ში ვნახე შესანიშნავი აპლიკაცია[app] რომელმაც მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც აასრულა ჩემი სურვილი.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია მინდა ვისწავლო თიხისგან რაღაცების გაკეთება. ვისწავლო რა უბრალოდ თიხა მინდა, ის რაღაცა რომ ტრიალებს და თავისუფალი დრო, თანაც საკმაოდ ბევრი.

მაგრამ აპლიკაცია რომელზეც ახლა ვწერ არ საჭიროებს არც თიხას, არც იმ რაღაცას რომ ტრიალებს და არც ბევრ თავისუფალ დროს.

ამ მშვენიერ აპლიკაციას ჰქვია

Let’s create! Pottery

ამ აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ რაც გინდათ თიხისგან. თქვენი iნივთის ეკრანზე არის თიხა, ის ტრიალა რაღაცა.

გააკეთეთ რაიმე ნაკეთობა, გაყიდეთ ის აუციონზე, დააგროვეთ ფული, იყიდეთ ახალი ორნამენტები, ფერები, მატერიალები და სხვა.

ძალიან სახალისო აპლიკაციაა. კარგად გაერთობით. ასევე არის iPad-ისთვის ვერსია, HD გრაფიკით.

Let’s Create! Pottery[iPhone/iPod touch][iTunes]

Let’s Create! Pottery[iPad HD][iTunes]

პპსსტ… ეს აპლიკაციები შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ ტორენტებიდან ან Installous-დან. თუ გატეხილი(jailbreak) გაქვთ.

იყიდება გაუხსნელი iPod Touch 2G 8GB

15 დღეში ამერიკიდან ჩამომივა iPod Touch 2G 8GB . მინდა გავყიდო. მსურველები გამომეხმაურეთ ნომერზე: 895 69-01-69  ფასი: 400 ლარი

%d bloggers like this: