Google TechTalk in Tbilisi

შესავლის პონტში

აპრილის მეორე, წვიმიანი დღე გათენდა… 12 საათზე მაღლივში Google-ის ინჟინრების ლექცია/ ტექ ტოქი იწყებოდა…

ადგომა საშინლად მეზარებოდა, მაგრამ არც ლექციის გამაზვა მინდოდა ამიტომაც თავს ძალა დავატანე და ავდექი, ცოტა ვიმეცადინე და სახლიდან გამოვედი.

მაღლივში არასოდეს ვყოფილვარ, თვითონ უნივერსტიტეტში, ამიტომაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრმად მივდიოდი, უბრალოდ მითხრეს ნებისმიერ მარშრუტკას გავყოლოდი ბოლომდე, რომელსაც ეწერა “მაღლივი”.

სხვათაშორის მეგონა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოვუნდებოდი იქ მისვლას, მაგრამ 12-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და დერეფანში დავხეტიალობდი.

just a note

ლექცია 107-ე აუდიტორიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 103-ეში ჩატარდა, თუმცა ამით არც არავინ დაზარალებულა და არც არაფერი შეცვლილა, ჯასთ ა ნოუთ.

TechTalk

რომ მივედი დერეფანში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი ტრიალებდა, ნუ ზოგი იჯდა, შემდეგ ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს, მეც მივყევი… თავგანწირვით ვეძებდი 107-ე აუდიტორიას, მაგრამ ყველგან მხოლოდ 103-ე იყო ნახსენები და მონიშნული ასე რომ 103-ისკენ გავემართე. დაფასთან იდგა რამდენიმე ადამიანი 2 ქალი და 4 კაცი, Google-ის და YouTube-მაიკებში. მაშინვე მივხვდი რომ სწორედ ისინი იყვნენ ჩამოსულები ტექტოქის ჩასატარებლად, მათგან ორი ქართველო იყო, აი კრაკოვის ოფისში რომ მუშაობენ, დანარჩენებიც კრაკოვის ოფისიდან იყვნენ, აქ ახალი პროგრამისტების წასაყვანად ჩამოვიდნენ.

ლექცია 3 ნაწილისგან შედგებოდა:

  1. Google FluTrends
  2. Life at Google
  3. Life of a Project

სამივე ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო, თავისი სლაიდებით, იყო ასევე კითხვების დასმის დროც, სამწუხაროდ არც ერთი კითხვა არ გამჩენია და რაც გამიჩნდა სხვას ჰქონდა ნაკითხი ამიტომაც ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, კითხვები იყო სერიოზული, გამომწვევი და სულელურიც კი.

სერიოზული

ყოველი მათგანი ეხებოდა იმას თუ რა პლატფორმებს, ოპერაციულ სისტემებსა და ა.შ. იყენებს Google. ზუსტად არ მახსოვს.

გამომწვევი

კითხვა: “მართლია რომ Google სერიოზულ კონკურენციას განიცდის facebook-ის მხრიდან და მას უკვე მზად აქვს ზემოთხსენებული სოციალური ქსელის კონკურენტი?”

პასუხი იყო შემდეგი: “სამწუხაროდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ და რომც გვცოდნოდა ის კონფიდენციალური იქნებოდა”

სულელური

  • სიტყვა Google რამეს ნიშნავს?
  • პრემიები არის?
  • რამდენ ენაზე წერთ?
  • და როგორ აერთიანებთ?
  • მაიკროსოფტის ბინგთან რა ურთიერთობა გაქვთ?

და როგორც “ჯეოსელის” რეკლამის გოგონა იტყოდა “…და ა.შ.”

დასკვნები

საკმაოდ კარგი დღე იყო, ინფორმაციული, აუდიტორიაში ჯდომით დავიღალე, მაგრამ მგონი ღირდა იქ ჯდომა… + სხვადასხვა ფერის პასტები იყო, წარწერით Google და წამოვიღე, გაასწორა მაგრად 😀

Advertisements

ახლა რა ხდება…და სიახლეები

დღეს ფიზიკის მონიტორინგი ვწერეთ, ვინც არ იცით გეტყვით რომ ჯოულთან, ლენცთან, პასკალთან და სხვებთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს, ამიტომაც ტრადიციისამებრ შპარგალკით შეიარაღებული გავემართე დარბაზისკენ… სულ რამდენიმე, კერძოდ კი 4 კაცი ვწერდით, რადგანაც “სამონიტორინგე” გაკვეთილზე გოგოებს პროექტის პრეზენტაცია ჰქონდათ და გაცდა, შესაბამისად ბოლოზე ვწერდით.

დაარიგეს. გამისწორდა, რაღაცები მახსოვდა, რაღაცები ვნახე და შპარგალკა ამეცა… დავრჩი სამი ამოუხსნელი ამოცანით და არაფრით ხელში და რაღაც ნარჩენებით თავში.

ყველაფერი დავწერე და გამოვედი… მგონი 1 შეცდომა აღმომაჩნდა, მაგრამ ჩავედი უკან. გადასწორების უფლება მომცეს, გამოვედი, მაგრამ შემდეგ კიდევ მომინდა გადასწორება და ისევ შევბრუნდი 😀 გადავასწორე და გამოვედი.

ხვალ ქართულში მაქვს მონიტორინგი, უკვე ესოდენ შეძულვებულ “ვეფხისტყაოსანზე”. მთელი 8 სტროფი ზეპირად, კიდევ რაღაც აფორიზმები… მოკლედ ტვინის ხვნა…

კიდევ კარგი დღეს ქართულზე არ დავრჩი, თორემ ჯერ კიდევ “იმის” სწავლაში ვიქნებოდა… აი მართლა ყელშია უკვე ამოსულა, მაგრამ დაახლოებით 300-400 სტროფი დაგვრჩა და მორჩა… რა კარგია ❤

შემდეგ განახლდება ქართულის ნორმალური გაკვეთილები… იგავ-არაკები დარჩა პროგრამაში და მორჩა.

“ალიანტეს” თითქოს თავი მივანებე, მაგრამ ვცდილობ… ესეც დროის უქონლობის გამო.

შაბათს მგონი Google TechTalk-ზე მივდივარ, მგონი იმიტომ, რომ მგონი დავრეგისტრირდი 😀

ახლა მშია ძალიან, მაგრამ გვიანია უკვე, მაგრამ მშია და ალბათ შევჭამ 😀

მეცადინეობას გვიან რომ ვამთავრებ ადრე ვერ ვჭამ…

სულ მალე ბლოგზე სავარაუდოდ მრავალი სიახლე იქნება, მათ შორის ექსკლუზიური პოსტები, ინტერვიუები და ადამიანები იმ მხრიდან რომლიდანაც თქვენ ისინი არ გინახავთ.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო თავს ვერ ვაბამ მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

%d bloggers like this: