ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე

ბოლო დროს არც ისე ბევრ კინოს ვუყურებ როგორც ადრე, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ხშირად ვუყურებ ტელევიზორს და კინოშიც საკმაოდ იშვიათად დავდივარ, ბოლოს “მეტი ვიდრე სექსზე” ვიყავი.

მაგრამ ბოლო სამი დღეა ანუ რაც სკოლაში არ დავდივარ აქტიურად ვუყურებ კინოებს, ერთი ადამიანის მიერ ნარჩევ კინოებს და სხვათაშორის ყველა (სულ ორი იყო ჯერ მაგრამ მაინც) მომეწონა. დღეს გადავწყვიტე ჩემით მომეძებნა რაიმე კინო, მაგრამ ყველაფერი დაკარგული 35 წუთით დასრულდა მეტი ვერ გავძელი რადგანაც როდესაც კინოა ჟანრად კომედია აწერია (IMDB-ზე) მგონი პირველ 40 წუთში რაიმე სასაცილო უნდა მოხდეს/ითქვას, შეიძლება იყო კიდევაც მაგრამ მე ვერ შევამჩნიე/ვიგრძენი. ვუყურებდი ამას.

მაშ ასე ბოლო ორი ფილმი რომელიც ვნახე.

Life as We Know It (2010) 

ჟანრი: კომედია|დრამა

ხანგძლივობა: 114 წუთი

რეჟისორი: გრეგ ბერლანტი

მთავარ როლებში: კეტრინ ჰეიგლი,  ჯოშ დუჰამელი და ჯოშ ლუკასი.

მოკლე შინაარსი:

ორი მარტოხელა ადამიანი ხდება პატარა გოგონას (სოფის) მეურვე როდესაც მათი საერთო საუკეთესო მეგობრები ავტოკატასტროფაში იღუპებიან.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ყურება გვიან ღამით დავიწყე ასე, რომ მეორე დილისთვის არაფერი მახსოვდა, თითქმის არაფერი ასე რომ თავიდან დავჯექი საყურებლად.

მიუხედავად სევდიანი სცენარისა ფილმში კარგად არის დაცული ჟანრი – კომედია. არის საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტი, “მეტი ვიდრე სექსს” ჰგავს იმით, რომ ხუმრობები კარგად არის ჩასმული და არა ისე უბრალოდ, იმიტომ რომ სასაცილოა.

მიუხედავად ჰეფი ენდისა, რომელშიც თავიდანვე ვიყავი დარწყმუნებული, პატარა სოფი მაინც “ცუდად” დარჩა. ჩემი აზრით ყველაზე სევდიანი სცენა იყო როდესაც მან თავის მეურვეს “დედა” უწოდა, მან თავიდან შეუსწორა, შემდეგ კი თქვა, რომ ის მართლაც მისი დედაა.

ისევე როგორც პოსტში უკვე არა ერთხელ ნახსენებ კინოში, აქაც სასაცილოა პირველი ნაწილი, როგორ სწავლობენ ბავშვის მოვლას, ეჩვევიან, აჭმევენ და ა.შ. მეორე ნაწილში კი უფრო დრამაა, მაგრამ არა მოსაწყენი. არანაირად არ არის გაწელილი, ყველაფერი თავის დროსა და ადგილას ხდება. მოკლედ კარგი კინოა, 10-დან 8-9 ქულას მივცემდი.

ტრეილერი

Easy A (2010)

ჟანრი: კომედია|რომანტიკული 

ხანგძლივობა: 92 წუთი

რეჟისორი: ვილ გლუკი

მთავარ როლებში: ემა სტოუნი, ამანდა ბინსი და პენ ბედგლი.

მოკლე შინაარსი:

მაღალი კლასების მოსწავლე გოგონა თავისი სოციალური და ფინანსური სტატუსის ამაღლებას სკოლაში ჭორების გავრცელებას მიანდობს.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ფილმის ყურება პირველზე შედარებით ადრე დავიწყე და გუშინვე დავამთავრე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ მომეწონა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი (ემა სტოუნი) ძალიან კარგად თამაშობს. ისეთ სახეებს კერავს და ისეთ ხმებს გამოსცემს, რომ… 😀 არა ცუდი არაფერი, უბრალოდ ღრიალებს საოცრად.

ფილმის ყურების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამ შეუძლია უადგილო ადგილას ნათქვამ სიტყვას, ჭორებს და რელიგიურ ფანატიკოსს. ყველაფერი კი ერთი პატარა ტყუილით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა დაქალის მშობლებთან ვიზიტისგან თავის არიდებას, მაგრამ ამას კიდევ ბევრი მოჰყვა… ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ის სკოლაში მკერდზე წითელი ასო “A”-თი მოძრაობდა, გარყვნილობის აღსანიშნავად.

ტყუილი

ტყუილი მშვენიერი რამაა, მაგრამ ალბათ მთავარმა გმირმა გადააჭარბა… ტყუილი ტყუილს მოაყოლა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის რეპუტაცია შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან დამხმარე ადამიანია და გვერდში ამომდგომი, რადგანაც ტყუილების უმრავლესობა მან სხვათა დასახმარებლად თქვა, თუმცა ტყუილებიდან მატერიალურ სარგებელსაც ნახულობდა.

რაღაც ამერ-დამერია, მოკლედ კარგი ფილმია და ღირს ყურებად, გაერთობით, იცინებთ და ერთ სიმღერას უეჭველი აიკიდებთ. ალბათ 9,5 ან 10 10-დან.

ტრეილერი


მოკლედ მადლობა სოფოს ფილმებისთვის, დღეს კიდე ერთს შემპირდა 🙂 ❤


მგონი მოყვარულისთვის არც ისე ცუდი მიმოხილვა 😛

Advertisements

ცხოვრება ინტერნეტის გარეშე

ბოლო სამი ათწლეულია რაც მსოფლიომ გაიგო ინტერნეტის არსებობა, ისე გამომივიდა თითქოს მანამდე არსებობდა, მოკლედ მიხვდით, მაგრამ განსაკუთრებით ფართო აუდიტორია ინტერნეტს სოციალური ქსელების გამო გამოუჩნდა. დღეს სწორედ სოციალური ქსელების გამო ვსტუმრობთ უმრავლესობა ინტერნეტს. ყოველ მეხუთე ამერიკელს ხომ facebook-ის ანგარიში გააჩნია.

სოციალური ქსელები იმით გვიზიდავენ, რომ მათში ყველაფერი. ჩვენ იქ ვთამაშობთ, ვლაპარაკობთ, ვნახულობთ ახალ და ძველ ნაცნობებს, ვიცნობთ ახალ ადამიანებს და ა.შ. უკვე ვეძებთ კიდევაც… რადგანაც facebook-ზე რამის ძებნისას Bing-ის რამდენიმე რეზულტატს გვთავაზობს.

სოციალური ქსელები კარგი მრჩეველიცაა, მაგალითად ძიებაში რომ ჩაწერო: Toyota Prius და ფილტრში ძებნა მისცეთ მხოლოდ ადამიანების პოსტების მიერ შეგიძლია იხილო უამრავი ვიდეო თუ მოსაზრება.

ასევე Twitter-ი.

სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი გვთავაზობენ იმ რეკლამას რომელიც ჩვენ უნდა მოგვეწონოს, რეკლამას რომელიც გათვლილია ჩვენზე, ყოველზე ინდივიდუალურად, ასაკის, სქესის, ქვეყნის, ინტერესების მიხედვით. ასეთ რეკლამას ხომ ვერ შეხვდებით ბილბორდებზე.

მოკლედ რომ ვთქვათ ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, მაგრამ ჩვენ მასზე დამოკიდებულები გავხდით. ეს არ იქნება პოსტი იმის შესახებ თუ რას გვიშვრება ინტერნეტი. უბრალოდ ძალიან ბევრი social networking addict არსებობს, ანუ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულები, რომელთა შორის მეც ვარ.

ისე არ ვარ რომ facebook-ის გარეშე ცხოვრება მიჭირდეს მაგრამ News Feed-ის თვალიარება მსიამოვნებს, ახალი სურათების დამატება, ნახვა და საერთოდ ინტერნეტში დროის გატარება მიყვარს.

მაგრამ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე?

  • დილა

ყველაფერი ისევ დილით დაიწყებოდა (კვერცხის რეკლამაში არ ჩამითვალოთ). როდესაც გავიღვიძებდი ან მაშინვე ავდგებოდი ან დავიძინებდი, რადგანაც როდესაც ვიღვიძებ, მაღვიძარა-iPod-დან ეგრევე  facebook-ზე შევდივარ, რომ არ ჩამეძინოს, რადგანაც თავს ვაძალებ ერთხელ უკვე ხსენებული News Feed-ი წავიკითხო.

  • დღე სკოლაში

დღისით, სკოლაში, ყველაზე საზიზღარ გაკვეთილზე, მაგ: ქიმიაზე, როდესაც მასწავლებლის ხმა მაინც ჩაგდის ყურებში არადა ორივე ხელი აფარებული გაქ. დამიჯერეთ არსებობენ ადამიანები ასეთი გამჭოლი ხმებითაც კი. მგონი გამჭოლი ზუსტი სიტყვაა, თუ რაიმე უკეთესი ვარიანტი გაქვთ, კომენტარში დაწერეთ და ჩავანაცვლებ.

რა თქმა უნდა ცოტა ხნით შედიხარ სოციალურ ქსელში, თანაც უფასოდ, თუმცა ბოლო დროს ახურებს, მაგრამ ძირითადად მუშაობს.

  • საღამოს

საღამს, როდესაც ტელევიზორში არაფერი გადის საინტერესო, გასასვლელად უკვე გვიანია და მეცადინეობა სწორედ ახლა დაამთავრე, სად მიდიხარ? ისევ სოციალურ ქსელში. სადაც შენი მეგობრები გელოდებიან.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სოციალურ ქსელში ყოფნისას ძირითადად არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ გვერდს ვარეფრეშებთ.

მაგრამ ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელები ხომ არაა! ეს ახლა ან ცოტა უფრო ადრეც გაიფიქრე ალბათ.

კი, მართალი ხარ. ინტერნეტი მხოლოდ სოციალური ქსელები არ არის.

ინტერნეტი ყველაფერია.

სწორედ ამიტომ გამიჭირდება მასტან განშორება, მის გარეშე ცხოვრება. ინტერნეტში გართობას რომ დავანებოთ თავი რამდენჯერ მომიძებნია ამოცანის, ფუნქციის ამოხსნა…

როდესაც რამის გაგება მინდა ენციკლოპედიაში აღარ ვიხედები, რადგან ინტერნეტში უფრო მარტივად და სწრაფად მოვძებნი…

წარმოიდგინეთ რამდენად რთული გახდებოდა ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, კი უფრო მეტი თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა, მაგრამ…

არამგონია ჩვენ ახლა შევძლოთ ინტერნეტზე უარის თქმა, რამდენიმე წელიწადში კი ყოველი ჩვენგანის ოჯახში ამას ვიხილავთ:

მსოფლიო ინტერნეტამდე და სხვა საშიში ისტორიები...

მოკლედ სულ სხვა რამ გამომივიდა…

რეალური ცხოვრების 201 Hack[7]

1. გამორთე Wi-Fi და 3G თუ არ იყენებ მათ. ისინი ტყუილად ხარჯავენ ენერგიას.

2. გვიან დაძინება შინაგან საათს ვნებს.

3. გამოიყენე შენივე ბანკის ბანკომატი.

4. სიცივე კლავს ბაქტერიებს.

5. გაუღიმე 😉

6. უყურე სხვა მანქანის ბორბლებს და არა ნათურებს.

7. მოითხოვე ნაკლები ყინული და მიიღე მეტი სასმელი 😉

8. გამოიყენე გუგლი როგორც კალკულატორი, უბრალოდ ჩაწერე რაც გჭირდება.

9. არასოდეს იფიქრო, რომ იარაღი არ არის დატენილი.

10. არ ენდო ბანერებს რომლებიც გაუწყებენ, რომ რაღაც მოიგე.

რეალური ცხოვრების 201 Hack[6]

1. არ ჩაიცვა მუქი ფერის ტანსაცმელი მზიან დღეს. მუქი ფერები სითბოს “იზიდავენ”, ღია ფერები კი “განიზიდავენ”.

2. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დანები, ჩანგლები და კოვზები ცალ-ცალკე დაალაგე. როცა რეცხვა მორჩება, მათი გადანაწილება არ მოგიწევს.

3. არ დააგვიანო გაკვეთილზე. მასწავლებელი უკეთ მოგექცევა.

4. არასოდეს არ განაახლო მანქანის დაზღვევა შემოთავაზებული ფასით. უთხარი შენ პროვაიდერს რომ სხვა კომპანიასთან გადახვალ თუ კი ფასს არ დაგიწევენ.

5.  თუკი 400-ჯერ დააჭერ ქუჩის გადასვლის ნიშანს(აი შუქნიშანს რომ წითლად ანთებს) ფერი მაშინვე შეიცვლება.

6. შხაპის ბოლოს გადართე ცივ წყალზე. გაიკაჟები 😉 სისხლი სრაფად მოძრაობს, ენერგია ბევრია.

7. გააკეთე დავალება რაც შეიძლება მალე დავალების მიღებიდან.

8. ბანკში ან სხვა ადგილას, რომელიც შენ რესურსებს მართავს, კარგად მოექეცი პერსონალს. არასოდეს იცი როდის დაგჭირდება სწრაფი მომსახურება.

9. ელაპარაკე ადამიანს ისე როგორც გელაპარაკება(ხმის სიმაღლე, სიჩქარე, ტონი).

10. მოითელე დილაობით[ვის რას ვეუბნები, აქეთ მაქ სათქმელი 😀 ]

რეალური ცხოვრების 201 Hack[5]

 

1.  სწრაფი ფულის შოვნა გინდა? გაყიდე ძველი ნივთები.

2. არასოდეს შეწყვიტო ვიზუეალური კონტაქტი(eye-contact) პირველმა.

3. არასოდეს დაარტყა ფეხი ადამიანს რომელიც შენთან ახლოს დგას. შეიძლება დაიჭიროს შენი ფეხი.

4. ყოველთვის დარეკე 022.

5. სიგარეტის მოწევის ნაცვლად გაისეირნე ან კომპიუტერზე ითამაშე.

6. იკითხე მეტი და გამოასწორე გრამატიკა.

7. ტელევიზორის ყურებისას ბოლოს ისე გამოდის რომ მხოლოდ რეკლამებს უყურებ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დისქავერის ან რამე ეგეთს უყურებ.

8. მოძებნე White Noise ან Brown Noise, მოუსმინე. დაწყნარდები.

9. თუკი გაბრაზებული ხარ არ ესროლო ტელეფონი კედელს, ეს 2 წამით გაგხდის “ბედნიერს”, შემდეგ კდიევ გაბრაზდებ იმიტომ რომ ტელეფონს გატეხავ და ახალი გექნება საყიდელი.

10. თუკი დაწერე/დაბეჭდე თემა და ვერ შეასრულე გვერდების მინიმალური რაოდენობა. Ctrl+F მოძებნე წერტილები “.” და გაზარდე წერტილების/მძიმეების ზომა 12-დან 24-მდე. 😉

რეალური ცხოვრების 201 Hack[4]

1. თუკი გაქვთ რაიმე კითხვა, ნებისმიერი, უბრალოდ დაგუგლეთ. სწორი დაგუგლვა ყოველთვის მოგცემთ სწორ პასუხს.

2. თუკი აგზავნით ელექტრონულ წერილს ოფიციალურ საკითხებზე, დარწყმუნდით, რომ თქვენი საფოსტო მისამართიც ოფიციალურია[არ არის ამის მსგავსი: princesa23 ან giothebest].

3. ყოველთვის კარგად მოექეცით ოფიციანტებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ გაუკეთონ თქვენ საჭმელს.

4. არ მოიტყუო, ბოლოს მაინც დაიწვები.

5.  RainyMood.com დაამატეთ თქვენს გარემოს წვიმის ხმა.

6. იარეთ კიბის გვერდითა მხარეზე, რათა თავიდან აიცილოთ წრიპინი და სხვა არასასურველი ხმები.

7. იყიდე ყველაფერი, გარდა საჭმლისა, არა თავის სეზონზე, მაგ: ქურთუკი ზაფხულში. ეს ფულს შეგინახავთ.

8. ლაქის მოსაცილებლად მარილით დაამუშავეთ ის[წითელი ღვინო, წვენი და სხვა].

9. მიიღე შხაპი დილით, ენერგიაზე მოგიყვანს და ფორებს შეავიწროებს, სახე არ დაგესვრება.

10. იყიდე მუქი ფერის ფეხსაცმელი[ძნელად ისვრება და ადვილად იწმინდება].

წყარო: 201 Real life hacks[app]

რეალური ცხოვრების 201 Hack[1]

ეს იქნება რჩევების კრებული, რომელიც საგრძნობლად დაგეხმარებათ რეალურ ცხოვრებაში, ეს არის სხვადასხვა მინიშნებები. მაგ: როგორ გავაკეთოთ ისე რომ ბანკომატმა საკომისიო არ მოგვთხოვოს ან სადმე დარეკვისას ოპერატორთან მომენტალურად მოვხვდეთ.

დღეში 10-10-ს გამოვაქვეყნებ.

1. თუ კომპიუტერს რამე პრობლემა აქვს, უბრალოდ გადატვირთეთ ის მანამ სანამ დაურეკავთ/გამოიძახებთ ხელოსანს და ნახეთ თუ კი ის მეორდება[პრობლემა].

2. ჩაწერეთ პატარა წებოვან ქაღალდებზე ის რისი დამახსოვრებაც გჭირდებათ და მიაკარით იქ სადაც შეიძლება დაგჭირდეთ.

3. თუკი დასამთავრებელი გაქვთ თემა/რეფერატი და მასწავლებელს უნდა გაუგზავნოთ ელექტრონული ფოსტით და დამთავრებას ვერ ასწრებთ, აიღეთ რაიმე მედია ფაილი[.jpg, .mp3] გადაარქვით მას სახელი[ჩემი თემა.doc] და გაუგზავნეთ მასწავლებელს/პროფესორს. ტექსტი არეული იქნება, ფორმატის შეცვლის გამო. ამით რამდენინმე დღეს მოიგებთ.

4. თუკი სიბნელეში შუქის ანთება გსურთ და არ გინდათ რომ თქვენი “სიბნელეს შეჩვეული თვალი დაკარგოთ”, შუქის ანთებისას ერთი თვალი დახუჭეთ.

5. იყიდეთ მუზეუმების/სხვა საშვები ბიბლიოთეკაში[რიგი არაა და ხშირად ნაკლები ღირს].

6.  ჭიქაში ჯერ ყინული ჩააგდეთ და მერე ჩაასხით სასმელი.

7. თუკი თავს უკან გადახრით და წარმოსახვითი სამარილედან პირში წარმოსახვით მარილს ჩაიყრით, მარილის გემოს იგრძნობთ. თუკი პირველ ცდაზე არ გამოვიდა კიდევ ერთხელ ცადეთ და უფრო სწრაფად შეანჯღრიეთ.

8. თუკი დაცემინება გსურთ და ვერ დაგიცემინებიათ, შეხედეთ ნათურას/ან რამე მსგავს. დაგეხმარებათ.

9. თუკი თქვენი საკრედიტო ბარათის მაგნიტური[შავი] ველი გაიცვითა და ბანკომატი/სხვა რამ მას ყოველთვის არ აღიქვვამს, ჩადეთ ის პოლიეთილენის პარკში და შემდეგ თავიდან გაატარეთ.

10. თუ კი არათქვენ მანქანას ატარებთ და არ იცით რომელ მხარესაა ბენზინის “ჩასასხამი”, პანელზე შეხედეთ ბენზინის ნიშანს, რომელ მხარესაც აქვს “ბენზინს რითაც ასხამენ” იმავე მხარესაა “ჩასასხამი”. [იმედია მიმიხვდით].

წყარო:  Real Life Cheat & Hacks[app]

%d bloggers like this: