დროის მანქანა რომ მქონოდა…

ეს სათაური რომ წავიკითხე ძალიან ბევრი რამ მომივიდა აზრად, მაგრამ პირობაში ასევე ის დევს, რომ მხოლოდ 1 საათი შეგიძლია გაატარო დროში მოგზაურობაში.

ერთი ზუსტად ვიცი, რომ წარსულში არ წავიდოდი, მაგრამ შეიძლება წავსულიყავი კიდევ. ერთ-ორ ადგილას პატარა კორექტივებს შევიტანდი. შემდეგ კი სულ მომავალში ვიმოგზაურებდი. ჯერ წავიდოდი 2-3 კვირით წინ, გავიგებდი გადავიდოდი თუ არა ოლიმპიადის მესამე ტურში, იქ დაახლოებით 5 წუთს დავყოფდი რადგანაც უბრალოდ საიტზე შესვლით შევამოწმებდი. შემდეგ წავიდოდი მაისის შუა რიცხვებში და გავიგებდი მოვიგე თუ არა FLEX.

შემდეგ შორეულ მომავალში წავიდოდი, ვნახავდი ახალ iPhone-ებსა და MacBook-ებს, ერთი-ორს ვიყიდდი და წამოვიღებდი თან.

დამრჩებოდა კიდევ დაახლოებით 20 წუთი. მომავლიდან რამე წამლებს წამოვიღებდი სიკვდილს რომ ამარცხებს ან რამე ეგეთს(ბევრს) და მოვძებნიდი ჩემ თავს.

მაინტერესებს როგორ ვიქნები 20 წლის შემდეგ, რადგანაც საიტმა რომელიც 20 წლით გაბერებს, ისე გადამაკეთა რომ ვერ ვიცანი ჩემი თავი და მაინტერესებს მართლა ეგეთი ვიქნები. O.o

მერე დავბრუნდებოდი უკან(თუ წინ წარსულში) და გაასწორებდა, იმიტომ რომ მეცოდინებოდა რა მოხდებოდა მომავალში.

ერთი საათიც ამოიწურებოდა. 🙂

Advertisements

რეალური ცხოვრების 201 Hack[6]

1. არ ჩაიცვა მუქი ფერის ტანსაცმელი მზიან დღეს. მუქი ფერები სითბოს “იზიდავენ”, ღია ფერები კი “განიზიდავენ”.

2. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დანები, ჩანგლები და კოვზები ცალ-ცალკე დაალაგე. როცა რეცხვა მორჩება, მათი გადანაწილება არ მოგიწევს.

3. არ დააგვიანო გაკვეთილზე. მასწავლებელი უკეთ მოგექცევა.

4. არასოდეს არ განაახლო მანქანის დაზღვევა შემოთავაზებული ფასით. უთხარი შენ პროვაიდერს რომ სხვა კომპანიასთან გადახვალ თუ კი ფასს არ დაგიწევენ.

5.  თუკი 400-ჯერ დააჭერ ქუჩის გადასვლის ნიშანს(აი შუქნიშანს რომ წითლად ანთებს) ფერი მაშინვე შეიცვლება.

6. შხაპის ბოლოს გადართე ცივ წყალზე. გაიკაჟები 😉 სისხლი სრაფად მოძრაობს, ენერგია ბევრია.

7. გააკეთე დავალება რაც შეიძლება მალე დავალების მიღებიდან.

8. ბანკში ან სხვა ადგილას, რომელიც შენ რესურსებს მართავს, კარგად მოექეცი პერსონალს. არასოდეს იცი როდის დაგჭირდება სწრაფი მომსახურება.

9. ელაპარაკე ადამიანს ისე როგორც გელაპარაკება(ხმის სიმაღლე, სიჩქარე, ტონი).

10. მოითელე დილაობით[ვის რას ვეუბნები, აქეთ მაქ სათქმელი 😀 ]

%d bloggers like this: