ნუ გეშინია ცვლილებების!

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა, ხდება და იმედია მოხდება… (c) ალბათ იტყოდა ამას ვინმე 😀

მოკლედ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეწყო და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს.

რატომ ეშინია ხალხს ცვლილებების?

თან ისეთების რომლებიც მათ ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას არ ახდენენ? ნუ ფბ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის მაგრამ მაინც.

ცვლილება ხშირ შემთხვევაში უკეთესისკენ სწრაფვას, გაუმჯობესებასა და გამარტივებას ითვალისწინებს.

კაინოტოფობია  – ეს არის სიახლის, ცვლილების შიში.

ზემოთხსენებული ფობია მგონი ფბ-ს ქართველ მომხმარებელთა 90 პროცენტს აქვს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო გულის ფანცქალით ელოდა f8-ს რათა გაეგო რას უპირებდა მარკი პროფილებს, აპლიკაციებს და ა.შ. ფბ-ზე შემდეგნაირი სტატუსები მრავლობდა:

აღარ მინდა დიზაინის შეცვლა.

ტვინი წაიღო უკვე ცუკერბერგმა.

დააბრუნეთ ძველი ფეისბუქი და ა.შ.

მაგრამ პროფილის ახალი დიზაინი არ არის ცუდი, მეტიც ის ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. ეს არის პროფილი, მოფიქრებული თავიდან – არანაირი გადმონაშთები უკანასკნელი წლების დიზაინებიდან. ყველაფერი ახალი.

ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს აუ, ახლა ამას რა შეეჩვევა? ვერაფერი ვერ გავუგე :/ აქ რა ხდება? ფეიჯიც კი შეიქმნა ზუქერბერგმა უკვე ძაან ტვინი მოტ*ნა და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, როდესაც 30 სექტემბერს ყველასთან ახალი პროფილი, უკაცრავად თაიმლაინი ჩაირთვება მიხვდებით, რომ ტყუილად წუწუნებდით.

ცვლილება არის კარგი, ბედნიერების მომტანი. ახლა შეგიძლიათ იხილოთ მთელი თქვენი აქტივობა, ყველა სტატუსი და ფოტო თქვენს პირველ დღემდე ფეისბუქზე, მეტიც თქვენ დაბადებამდე. დღეს ჩავათვალიერე და ისე მესიამოვნა ძველი სტატუსებისა და ვოლპოსტების ნახვა რო აწწ ❤

მოკლედ, ნუ გეშინიათ ცვლილებების, სანამ თქვენ მათ იხილავთ მათ ჩემნაირი (earlyadopterდარამე) ხალხი ტესტავს.

ახლა თაიმლაინი developer-preview-ში არის ხელმისაწვდომი მხოლოდ, თუ გინდა დღესვე გააქტიურო, იხილე გიორგის პოსტი.

ესეც ჩემი განახლებული თაიმლაინი

კიდევ ერთხელ მარკ?

ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ფეისბუქი იმიტომ არ კარგავს პოპულარობას რომ მუდმივად იცვლება და ვითარდება – იმატებს ახალი ფუნქციებს, ამარტივებს რაღაცეებს, აუმჯობესებს და ა.შ. მას შემდეგ რაც მარკს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა ლარისა და სერგეის სახით ცვლილებებმა უფრო ხშირი ხასიათი მიიღეს და ამ ორი უკანასკნელის ყოველ ახალ ფუნქციას მარკი თავისით პასუხობს. ჰოოდა ბევრს არ ვილაპარაკებ და ბოლო ცვლილება ყველაზე ისეთი იყო შესამჩნევი, ისეთი რომ ყველას ეწერა სტატუსი.

დღევანდელი ცვლილებები და რეაქციები.

This slideshow requires JavaScript.

რამდენიმე დღეში პროფილის მთლიან რედიზაინს გვპირდებიან, პირდაპირ f8 კონფერენციიდან რომელიც ხუთშაბათს გაიხსნება.

მანამდე კი გირჩევთ შეეგუოთ ახალ დიზანს, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ძველის დაბრუნებ. ხო ცოტა ხანს წუწუნებს ხოლმე ფეისბუქი ცვლილებებზე მაგრამ შემდეგ კიდევ ახლები მოდის და ის ახალი “ძველი” გვინდა ისევ. ახალი ძველი.. ნუ მგონი მიხვდი 😀

ფეისბუქმა ვიდეოჩატი ჩართო

20110706-221604.jpg

რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებისამბრ დავარეფრეშე ფბ და ვნახე ფეისბუქისვე პოსტი ვიდეოჩატის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაში გაეშვება, მანამდე კი ბეტა ან მგონი ალფა ტესტშიც კია.

სრულიად განახლდა ჩატი, სულ მალე შესაძლებელი იქნება ჯგუფური ჩატიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და კნუტი ერთ-ერთი არა თუ სულ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც ეს სერვისი გამოიყენა.

ამ პოსტს ახლა ჩემი აიპოდიდან ვწერ, ლეპტოპი უკვე ამახიეს.

ზუსტად 7 წლის წინ…facebook გილოცავ

ზუსტად 7 წლის წინ, 4 თებერვალს მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის თავისი ოთახიდან გაუშვა ჩემი საყვარელი სოციალური ქსელი facebook რომელსაც თავიდან thefacebook ერქვა და რომლის ჰედერზეც ახალგაზრდა ალ პაჩინო იყო გამოსახული.

ზედმეტი სიტყვების გარეშე ვულოცავ facebook-ს დაბადების დღეს და განვითარებას ვუსურვებ მარკს კი ახალ გენიალურ იდეებს.

[posted from WordPress for iOS]

facebook არ გაუტეხავთ!

მას შემდეგ რაც დაახლოებით 10 ადამიანმა მკითხა გატეხეს თუ არა facebook  და ბლოგზეც ამის ძებნით საკმაოდ რაოდენობის ადამიანი შემოვიდა, მინდა სახალხოდ და ყველას გასაგონად განვაცხადო შემდეგი:

  1. facebook არ გაუტეხავთ.

  2. მარკ ცუკერბერგისთვის პირადი facebook-ის გვერდი არ გაუტეხავთ.

  3. კი ყველა ანგარიში უსაფრთხოდაა.

რუსთავი 2-ის არაპროფესიონალიზმი და მოტყუებული მაყურებელი

როგორც ჩემი ერთ-ერთი წინა პოსტიდან შეგეძლოთ შეგეტყოთ მარკ ცუკერბერგის ოფიციალური fan page გატეხეს. ამას mashable-იც წერს.

თუმცა დღეს “დილის კურიერში” და ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვაშიც, ასევე მორბენალ სტრიქონშიც რამდენიმეჯერ იქნა ნახსენები, რომ მარკ ცუკერბერგს facebook-ის პირადი გვერდი გაუტეხეს, არადა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მარკისთვის “რაღაც-რაღაც” ჩანაწერები არ გაუტეხავთ, უბრალოდ ერთი Wall Post დაუტოვეს, რომელიც ზემოთნახსენებ პოსტში შეგიძლიათ იხილოთ.

ეს კი ბაგრატიონ-დავითაშვილის ჩართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს:

ლინკი ჩართვაზე[myvideo.ge]

რუსთავი 2-ის შეცდომაში პირადად შეგიძლიათ დარწყმუნდეთ.

მარკის facebook fan page-ის პროფილის სურათი და მარკის პირადი გვერდის სურათი განსხვავებულია.

facebook fan page. გატეხილ გვერდზე ჰაკერის მიერ განთავსებული პოსტი. დააკვირდით სურათს.

ხოლო ჩართვაში აჩვენებ მარკის პირად გვერდს, რომელზედაც სურათი როგორც ხედავთ განსხვავებულია და არის ეს:

მარკის პირადი გვერდის პროფილის სურათი

არ ვიცი საიდან მოიტანა რუსთავი 2-მა რომ მარკს პირადი გვერდი გაუტეხეს O.o

მარკის პირადი გვერდი

მარკ ცუკერბერგის facebook fan page გატეხეს

როგორც ჩანს მარკ ცუკერბერგის facebook fan page ჰაკერებმა გატეხეს, ჰაკერი მის გვერდზე პოსტებს წერდა იმის შესახებ, რომ facebook გადაქცეულიყო სოციალური ბიზნესის კომპანიად.

ეს პოსტი მარკ ცუკერბერგის გვერდიდან სწრაფად წაშალეს, ისევე როგორც თვითონ გვერდი, მაგრამ არც ისე სწრაფად, რომ ეს შეტყობინება შეუმჩნეველი ყოფილიყო. ამ პოსტმა დააგროვა 1800 like და ასობით კომენტარი.

პოსტი:

“Let the hacking begin: If facebook needs money, instead of going to the banks, why doesn’t Facebook let its users invest in Facebook in a social way? Why not transform Facebook into a ‘social business’ the way Nobel Prize winner Muhammad Yunus described it? [LINK] What do you think? #hackercup2011″

“დაე ჰაკერობა დაიწყოს: თუ facebook-ს ფული სჭირდება, ბანკში წასვლის ნაცვლად, რატომ არ მისცეს თავის მომხმარებლებს საშუალება რომ ინვესტიცია გააკეთონ კომპანიაში, facebook გახდეს “სოციალური ბიზნესი”, ისეთი როგორიც ის ნობელის პრემიის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა აღწერა? [ლინკი] რას ფიქრობთ? #hackercup2011″

facebook-ს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ თუ facebook-ის PR-ჯგუფს არ შეუძლია ცუკერბერგის გვერდი დაიცვას გატეხვისგან, მაშინ ვის შეუძლია?

facebook-ისგან პასუხი მალეა მოსალოდნელი და ამავე პოსტს დაემატება.

[mashable]

Aaand yes it happened

Mark ZuckerbergImage by jdlasica via Flickr

Hello there and yeah it happened Zuckerberg unveiled new facebook profiles and I love it. It is not ope
n to everyone yet but if you want you can activate new profile pages.

So as I told you can do it here.

It is like messages, but at messages you’ve got to wait for an invite which I requested 3 weeks ago and unfortunately have not received it yet. I am actually still waiting for them

Well check out new profile pages and stay tuned to facebook for more updates and news.

Mark Zuckerberg to unveil….

Mark Zuckerberg is about to unveil new facebook profiles pages with some new features,changed places of poking and messaging. I hope I’ll be able to poke Sopo and they won’t remove poking. It will be on 60 minutes can’t watch it now going to sleep but will find out the details as soon as they will be available to beta/open test or smth like that

Well I’m off. Got to get up early tomorrow. For school

– Posted using BlogPress from my iPodf

%d bloggers like this: