Grooveshark [review]

Grooveshark ალბათ ძალიან ბევრისთვის  ნაცნობი გვერდი, რომელიც ემსახურება მუსიკის მოტანას მათი ბაზიდან თქვენ დინამიკებამდე.

საუკუნეში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ამბავია რიგი საქმეების ნა ხადუ კეთება, პირდაპირ ბრაუზერის ფანჯარაში. უკვე არის სერვისები, რომლებიც გვთავაზობენ ონლაინში (ღრუბელში) დოკუმენტებისა და ცხრილების შექმნას, კალენდარის დაგეგმვას და სხვა როგორიცაა Google Docs. მაშნ რატომ არ მოუსმინოთ მუსიკას პირდაპირ ინტერნეტში? არის რამდენიმე პროექტი, როგორიცაა, მაგალითად პანდორა, რომელიც ჩვენ რეგიონში არ მუშაობს და თანაც ფასიანია და თანაც ვერ მოუსმენ რომელიმე ცალკეულ სიმღერას და სწორედ აქ გაჩნდა გრუვშარკი.

გრუვშარკის მომხარების პროცესი მაშინ იწყება როდესაც ამ მისამართს ჩაწერ შენი ბრაუზერის მისამართის ხაზში (ადრეს ბარში რა) http://grooveshark.com. და ძირითადად ესაა. უბრალოდ ჩაწერ იმ შემსრულებლის სახელს, რომელსაც გინდა მოუსმინო და აირჩევ სიმღერას ან გადაარჩევ ალბომების მიხედვით. და მორჩა. აჭერ სიმღერას და ის ირთვება. გრუვშარკზე არის ასობით მომღერალი, თითქმის ყველა პოპულარული მომღერალი. სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარულები არ არიან, მანამ სანამ ვინმე არ ატვირთავს.

გრუვშარკის სტრუქტურა ძალიან წააგავს სხვა მუსიკალურ პროგრამებს, როგორებიცაა, მაგალითად აი-თიუნზი, თუმცა რეალური პლეილისტი ქვემოთაა, ჩემ საკმაოდ განიერ ეკრანზე (15.4 ლაპტოპია) ეტევა 14 სიმღერა, მაგრამ რა თქმა უნდა შეგიძლია გვერდზე გადახვიდე. კიდევ ერთი უარყოფითი თვისება, ის ბანერი მარჯვენა მხარეს, ის იქ იქნება სანამ არ გადაიხდი, არ გახდები ყოვეთვიური ხელმომწერი, მოკლედ გრუვშარკის ასე შოულობს ფულს მათზე ვინც არ იხდის.

ერთი რამ რაც მაკვირვებს ისაა, რომ მას არ ხურავენ, რადგანაც ის პრაქტიკულად უფასოდ ახდენს მუსიკის რა ქვია იმის რა რო გვასმენინებს უფასოდ, გავჭედე სიტყვებში მაგრად. მაგრამ ალბათ რადგანაც გადმოწერის უფლებას არ გვაძლევს, ამიტომაც არ ხურავენ.

სულ ეს იყო.

P.S. უფასო რეგისტრაცია შეგიძლია შენი ფეისბუქის ან გუგლის აქაუნთითაც გაიარო. ჩემთან ასე ქნა და რავიცი.

Advertisements

ირლანდია და ირლანდიური მუსიკა

 

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი – 70 273 კმ². სახმელეთო საზღვარი გააჩნია დიდ ბრიტანეთთან.დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფილია ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტით. კუნძული პოლიტიკურად 1921 წელს ორად გაიყო, როდესაც ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერის გარდა ყველა პროვინციამ მიიღო დამოუკიდებლობა.

Wikipedia

 

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად – Eire; Poblacht na h’Eirean; ინგლისურად – Republic of Ireland. სახელი “ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური – Iwerddon, ბრეტონული – Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან – იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე “ქვეყნის” შესატყვისია.

ესეც Wikipedia

 

დედაქალაქი დუბლინი.

წყაროს მითითება აღარ სჭირდება მგონი

 

ცოტა ხნის წინ ვუყურებდი კინოს, მგონი ასე ჰქვია “როგორ გათხოვდე 3 დღეში?” და იქ მოგზაურობენ ორლანდიის ერთი ბოლოდან მეორეში, თუ რაღაც მაგდაგვარი და ერთ-ერთ სცენაში ნაჩვენებია კი არა და მღერიან ირლანდიურ სიმღერებს.

  1. ირლანდიური მუსიკა – როგორც წესი ვიოლინოზე ან აკორდეონზე შესრულებული კომპოზიციები ახასიათებს, ასევე სხვადასხვა სასულე ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად: ფლეიტა. მუსიკა არის ძალიან მხიარული, მაგრამ ამავე დროს დამამშვიდებელიც, თუმცა ძილის წინ მოსმენას არ გირჩევთ მაინც. აი რამდენიმე კომპიზიცია(მხოლოდ მუსიკა).                                                                                                                                                                                                                                
  2. ირლანდიური სიმღერები – მუსიკაზე უფრო მეტად მხიარული და გამამხნევებელი. არის ცალკე სიმღერები სმის დროს მოსასმენი ანუ Drinking და Pub სიმღერები.                                                                                                                                                                                                                                                                                                              
  3. და რაც ყველაზე მეტად მიყვარს ირლანდიური ცეკვა. ძალიან მიყვარს. მეტს არაფერს დავწერ უბრალოდ ვიდეოებს დავდებ.                                                                                                                                                                                                                                                                                                          

ახლა არავინ დაწეროს სუხიშვილებსაც შეუძლიათ ესეო. შეიძლება შეუძლიათ, მაგრამ ხომ არ ცეკვავენ ასე.

 

დაკვრის სიამოვნება ჩემნაირებისთვის ანუ მუსიკალური პროგრამები iნივთებისთვის

ძალიან დიდი ხანია მინდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, იქნება ეს ფორტეპიანო თუ გიტარა. სულ ერთია, მაგრამ არც დრო მაქ ამის და არც თავი რომ დიდი ხანი ვეჯდე.

1. FingerPiano

დაახლოებით ერთი თვის წინ პარალელური კლასელის iPhone-ში წავაწყდი მშვენიერ პროგრამას FingerPiano[iTunes ლინკი].

თქვენ უბრალოდ უშვებთ ამ პროგრამას, ირჩევთ კომპოზიციას(პრაქტიკულად ყველა კლასიკური ნაწარმოებია შესული) და მორჩა. თქვენი iნივთის ეკრანზე ჩანს ფორტეპიანოს ანთებული კლავიშები, რომლებსაც თანმიმდევრობით აჭერთ და უკრავთ.

არსებობს ზოგიერთი კომპოზიციის მარტივი და რთული ვერსია.

თუ ხართ დაჯეილბრეიქებული iნივთის მფლობელი, მაშინ შეგიძლიათ რომელიმე ტორენტიდან გადმოწეროთ ან შეიძინოთ 99 ცენტად iTunes-ის მაღაზიაში.

2. Air Guitar

Air Guitar[iTunes ლინკი]-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაუკრათ ელექტრონულ გიტარაზე, ისე რომ არანაირი მუსიკალური განათლება საჭირო არ არის. ეს პროგრამა უბრალოდ იყენებს თქვენ iნივთში ჩაშენებულ აქსელერომეტრს. ერთადერთი რამ რაც უნდა დააკეთოთ: დაადეთ თითი ეკრანს და “აქანავეთ” ხელი ისე თითქოს წარმოსახვით გიტარაზე უკრავთ.                                                                                                                                                                

3. Baby Accordéon

Baby Accordéon[iTunes ლინკი ] არის პროგრამა რომელიც არის მინი აკორდეონის ანალოგი. სიმართლე გითხრათ ნამდვილ აკორდეონთან შეხება არასოდეს მქონია ამიტომაც კარგად ვერ გავუგე ამ პროგრამას.

4. iBone

iBone[iTunes ლინკი] ტრომბონის შემცვლელია, აქვს რამოდენიმე მელოდის რომლებიც შეგიძლიად დაუკრათ, ასევე თუკი დაკვრა იცით, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუკრათ, რადგანაც უკანა ფონზე ჩანს ნოტები(თუ აკორდები, არ ვიცი ზუსტად)

5. Drums

Drum-ის ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, მე არც ერთი არ მაქ, ასე რომ ვერც ერთს ვერ გირჩევთ.


%d bloggers like this: