უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

მატარებლის კუპე

აი დაახლოებით ასეთი წარმომედგინა, თან რამდენიმე დღე რომ გიწევს იქ ცხოვრება ❤

პატარა რომ ვიყავი ყოველთვის მინდოდა ერთი ღამე ან თუნდაც დღე მატარებლის კუპეში გამეტარებინა, არ ვიცი რატომ მაგრამ კუპეს ყოველთვის სიმყუდროვესთან, სითბოსთან, რბილ და კომფორტულ სავარძლებთან და რა თქმა უნდა ჰოგვორთს ესპრესსთან ვაკავშირებდი.

მატარებლით მგზავრობა წელიწადში 2-ჯერ მიწევს ხოლმე, აჭარაში და უკან – როგორც წესი დღის მატარებლით მაგრამ ერთხელაც გადავწყვიტე ჩემი ოცნება ამესრულებინა და ღამის მატარებლის ბილეთი ავიღე. გადაწყვეტილება გვიან იყო მიღებული და ამიტომაც მოდერნიზებული ვაგონის ბილეთები აღარ იყო და ჩვეულებრივისა ავიღე. მოგზაურობას მთელი დღე ველოდი, ღამით კი როდესაც უკვე პერონზე ვიდექი და ჩამომდგარი მატარებლის, ჩემ, სადღაც სიბნელეში გადაკარგულ ვაგონს ვეძებდი აღარ მქონდა კუპეში დაძინების ასეთი ძლიერი სურვილი.

ასეთი ვაგონი იყო ზუსტად

როგორც შემდეგ აღმოჩნდა მაინცდამაინც ჩვენ კუპეში არ იღებოდა ფანჯარა, გაგრილების სისტემა კი მუშაობდა მაგრამ თავიდან ძალიან სუსტად და თანაც მას რაღაც წამლის სუნი მოჰქონდა. ჩვენ სამნი ვიყავით და პატარა კენჭისყრის შემდეგ მე ზემოთ მომიწია დაწოლა, მეოთხე, თავისუფალი ადგილიც ზემოთ იყო. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი რომ ის მეოთხე მგზავრი ნორმალური ყოფილიყო და არ ასვლოდა სუნი. ცოტა ხანს ქვემოთ ვიჯექი შემდეგ კი როდესაც მატარებელი დაიძრა და “პრავადნიკმა” (გამცილებელმა) თეთრეული ჩამოატარა, რომელიც სხვათაშორის ყველას არ ერგო (ერგო გამცილებლის კუპესთან ახლოს მდებარე კუპეებს მხოლოდ), ბალიში ორად მოვკეცე და ავძვერი ჩემს “თაროზე”. უკვე ვიწექით და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით რათა სწრაფად ჩაგვძინებოდა და სწრაფადვე მოვშორებოდით ამ მატარებელს როდესაც კუპეს კარი გაიღო და შემოაბიჯა არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის გურჯმა რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ხელში მხოლოდ ერთი პარკი ეჭირა. მან შემოიხედა გადაამოწმა თავისი ადგილი და გავიდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა დასალევად.

მატარებელში თითქმის არ მიძინია, როგორც კი ჩავიძინებდი შეაქანებდა ხოლმე მატარებელს ან რაღაც საშინელი ხმას ამოუშვებდა და მეღვიძებოდა, ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ჩემი “თაროდან” და მას შემდეგ მთელი ღამე კედელს ვიყავი მიკრობილი.

რამდენიმე საათში მეოთხე მგზავრიც გამოჩნდა, კარგად ნასვამი, ღვინის სუნიანი, სწრაფად აძვრა თავის თაროზე და ძილს მიეცა.

კუპეში ყველას ეძინა მგონი ჩემ გარდა, ბოლოს რომ გამომაფხიზლა მატარებელმა უკვე თენდებოდა და სადღაც გორთან ახლოს ვიყავით.

ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მგზავრობა მატარებლის კუპეში, ახლა მინდა მოდერნიზებული კუპე ვცადო იქ უფრო კარგი სიგრილე, სისუფთავე და კომფორტიაო, არ მინდა ჩემი წარმოდგენა კუპეზე მთლიანად დაიმსხვრეს, მიუხედავად იმ ღამისა კუპე ჩემთვის კვლავ სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება.

აკუკებულ ხასიათზე

მეხუთე თუ მეექვსე დღეა ბათუმში ვარ, მედია ბანაკში, საკაიფო სასტუმროში, ბევრი ფულით – თითქოს კაი პონტი უნდა იყოს, მეც ასე მეგონა და ასეთ ბანაკში ნამყოფი მეგობარიც წარმოუდგენელ გართობას შემპირდა – მაგრამ არა, ყველაზე დიდი სირობაა მგონი სადაც კი ვარ ნამყოფი.

სემინარის პონტში არა – სემინარების გარეთ – ყოველდღე აპირებენ რაღაცის გაკეთებას, სადმე გასვლას, მაგრამ ბოლოს ყველა კომპიუტერებთან ვზივართ საკონფერენციო დარბაზში, ფეისბუქზე და არაფერს არ ვაკეთებთ.

ნელნელა ეს ყველაფერი ყელში ამოდის, მბეზრდება, სიტუაცია იძაბება იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებთ ჭამის და ლაპრაკის გარდა, დღის ბოლოს ყველა ერთმანეთზე გაბრაზებულია, ყველა ნერვებაშლილია და ახლა ვერავის ვერ ვითანხმებ ჩილიმის მოწევაზე.

ბლია, ასე არასდროს არ ყოფილა >.<

ცოტახნით ალბათ ნახვამდის

1 თვის წინ გადაცემა “ჩვენი ექსპრესის” კონკურსში ვმონაწილეობდი. ბევრ სხვადასხვა კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ეს მგონი პირველი იყო სადაც მოვიგე, გავიმარჯვე ანუ საპრიზო ადგილზე კი გავდიოდი ხოლმე მაგრამ ბოლომდე მოგება სულ სხვაა 😀 ნუ ასე აღმოჩნდა.

გარდა იმისა, რომ კარგა ხნის ოცნება ავისრულე და სექტემბრიდან ამავე გადაცემაში მუშაობას ვიწყებ ❤ (პირველ არხზე გავალთ მგონი 😀 ) იმ 7 ბედნიერშიც მოვხვდი,  რომელიც ხვალ მედია ბანაკში მიდის (სოციალურ მედიაშიც იქნება სემინარები ❤ )

ხოდა რას შეეხება ეს პოსტი, ხვალ გვიან დილით, ალბათ 11-ზე მივდივარ, 3 კვირით და სავარაუდოდ არ დავწერ, მიმაქ აიპოდი მაგრამ იმაზე პოსტის დაწერის ნერვები არ მაქ, იმის გათვალისწინებით, რომ 1. ქართულ კლავიატურას გაჭედვა უყვარს 2. აიპოდს უყვარს სიტყვების “გასწორება” – ხშირშეთხვევაში უაზროდ.

მოკლედ ბოლო პოსტია კომპიუტერიდან დაწერილი, კარგად, გკოცნით, გეხვევით 😀

ჰარი პოტერი ქართულად

 

გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).

მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ ❤

პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.

სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო 😀

სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.

თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ  მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური  ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი  რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე  ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ  მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად  უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ

ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო  დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე  ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც)  ნინი ❤

იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი  (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. 😀

ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის  ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo

ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.

 

უკანასკნელი დღეები

ბლოგიდან გაქრობის პერიოდები თითქმის არ მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ვტოვებ დღეს ახალი პოსტის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ მეც მაქვს ეს პერიოდები.

შევამჩნიე, რომ წერა ძირითადად მინდება მაშინ როდესაც ცუდ ან ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ვერ ვწერ პოსტს როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ 😀

აგერ უკვე 5 დღეა არ დამიწერია ახალი პოსტი, დრაფტებში პოსტების რეკორდული რაოდენობა დამიგროვდა – 12, ნაგავსაყრელზე – 5.

ასე მგონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და შუაში მიტოვებული, იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებ იმათაც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაწერის დღეებში იყვნენ აქტუალურნი, რამდენიმე კარგი პოსტის აღმოვაჩინე ახლა მაგრამ კვლავინდებურად მეზარება.

თან ბოლო 5-6 დღეა რაც ერთის გავლენით ( 😀 ) პოტერის კითხვა  დავიწყე და კომპიუტერთან გატარებულ თითქმის მთელ დროს  ჰარის ვუთმობ, შუალედებში ვიხედები ფორუმზე და ფბ-ზეც, ამ  შუალედებში პოსტის დაწერა კი შეუძლებელია.

ჰარის კითხვით უუდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც  ჰარისავით არც-ერთი წიგნი არ იკითხება ❤

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი სიკვდილის საჩუქრების  მეორე ნაწილზე, მაგრამ გადავწყვიტე არ დამეწერა, უბრალოდ  აქ მოკელდ ვიტყვი, რომ კარგად გადაღებული ფილმია  მიუხედავად ამოღებული სცენებისა. ემოციური, შთამბეჭდავი,  სასაცილო და სატირალიც კი 😀

ხო გუშინ კიდევ ერთი ფოტოგრაფის გამოფენაზე ვიყავი  ამირანში, თამბლრზე აშკარად უკეთესი სურათები იდო, მაგრამ მაინც გაასწორა, თანაც უფასო კრეკერები, მიწისთხილი და მინერალური წყალი იყო. ჩემს მიერ ერთადერთ ნაჭამ კრეკერს სოკოს გემო ჰქონდა, მარა მიწის თხილმა გაასწორა 😀 გამოფენა გუშინ გაიხსნა და 30 ივლისამდე გასტანს, თუმცა ის კი არ ვიცი ბოლო დღემდე იქნება კრეკერები თუ არა Oo

გამოფენიდან კიდევ ერთ ადგილას წავედით, მელიქიშვილზე ღვინის ქარხანაში, სადაც ივლისის კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი Future Shorts-ის მუსიკალური ლაინ-აფი უნდა გამართულიყო, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ზუსტად დროზე მისულებს იქ დაახლოებით 30 კაცი დაგვხვდა, იქ კიდევ 1 საათი ვიდექით, ბოლოს ნაყინების საჭმელად წავედით და რომ დავბრუნდით ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, სულ 50 კაცამდე იქნებოდა, არადა ეთენდინგი 1000-მდე ადამიანს ჰქონდა მიცემული 😀

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ჰარის პირველი ნაწილი და ალბათ სულ მალე დავიწყებ მეორეს. 😀

1 დღე ინტერნეტის გარეშე >.<

ხშირად დამბადებია აზრი, ერთი კვირის კომპიუტერის გარეშე ცხოვრებისა და ეს იოლ საქმედ მეჩვენა, მაგრამ 1 დღესაც კი ძლივს გავუძელი.

დილით ლეპტოპის დამტენი სერვის ცენტრში მივიტანე და იქიდან იმავე დღეს შეკეთების ყოველგვარი იმედის გარეშე გამომიშვეს.

გუშინდელი დღე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ბოლო დროის განმავლობაში, აიპოდიც ძალიან მალე დაჯდა, ერთადერთი წვდომა ინტერნეტისადმი იყო მობილური, რომლის ინტერნეტიც კარგად ჭედავს, ანგარიშზე თანხის არ ქონის გამო კი facebook zero-ს ხმარება მიწევდა, უფასოა მაგრამ არც სურათები არ აქ და ჭედავს კიდევაც.

თავიდან ვიფიქრე ანა ფრანკს დავამთავრებ-მეთქი. მაგრამ კვლავაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და ისევ მობილურს დავუბრუნდი.

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ დღეს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მართლაც ძნელია და 1 კვირას კი არა 1 დღეს ძლივს ვძლებ.

ეს ალბათ იმის ბრალიც იქნება, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი, არსად არ გავსულვარ და არც საფიქრალი მქონდა სხვა თორე 3 კვირაც გამიქაჩავს, ეგეთი computer-addict-იც არ ვარ 😀

დღის ბოლოს კომპიუტერს ვითხოვდი და როდესაც 11 საათზე ის “ჯაბახანა” მოიტანეს, ცოტა მომეშვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ლეპტოპი ❤

პოკერი. სიღნაღი. ბლოგერები – სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად

მას შემდეგ რაც ჟურნალისტიკის <a title=”ინტერნიუსი სემინარი დავამთავრე არაფერი გამიკეთებია, სახლიდან თითქმის არ გავდიოდი (სიცხის გამო) – მოკლედ ვუსაქმურობდი. რამდენიმე დღინ წინ კი “ევროპა-ბეთიდან” დამირეკეს და სიღნაღში, “პოკერ რინგის” ფინალის ჩაწერაზე წამოსვლა შემომთავაზეს. დიდ ხანს არ მიფიქრია, რადგანაც სიყვარულის ქალაქში წასვლას და იქ გართობას მთავაზობნენ, სხვა 10 ბლოგერთან ერთად.

გასვლა დღის 4 საათზე დავგეგმეთ და ჩემდა გასაკვირად ზუსტად 4 საათზე დავიძარით, ზუსტად 4-ზე, წუთი წუთში, მაინცეს ბლოგერები პუნქტუალური ხალხი ვართ 😀

ვიმგზავრეთ სწრაფად და შეძლებისდაგვარად მხიარულად, 6 საათისთვის უკვე სიღნაღში ვიყავით, კაზინო “ევროპას” რესტორან-სარდაფში, სადაც ვჭამეთ. რაღაცნაირი ადგილი იყო, ჩანგალი ან არ გქონდა ან გქონდა ორი. ოღონდ ცხელი 😀 მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო, რესტორნიდან ეგრევე კაზინოს დარბაზში ავედით.

Read more of this post

ლოდინი (მ)კლავს

ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე ფონდ “ინტერნიუსის” მიერ ორგანიზებულ <a title="ინტერნიუსი კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა გადაცემა “ჩვენი ექსპრესისთვის” ჟურნალისტების შერჩევას. წინა კვირაში 5-დღიანი სემინარიც გავიარე ჟურნალისტიკაში, ამ კვირაში მეორე ჯგუფმა გააკეთა იგივე, სულ 24 ადამიანი, რომელთაგან უნდა შეირჩეს 15 (სამუშაოდ) და ამ 15-დან 7 მედია ბანაკში წასასვლელად, თანაც ბათუმში ❤

მედია ბანაკი, რაღაც კარგად ჟღერს, ძალიან კარგად, ჩამოვლენ ბავშვები რეგიონის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი), კარგი სასტუმრო და სემინარები მედიაში ❤ მათ შორის ონლაინ მედიაშიც ❤ :ბლოგერ:

 

დღეს მეორე ჯგუფის სემინარი დასრულდა და სამშაბათს, 5 ივლისს ინტერნიუსის ოფისში იქნება დაჯილდოვების ცერემონია ❤ ბრიტანეთის ელჩიც იქნებაო 😀 ხოოდა, ლოდინი მკლავს იმიტომ, რომ ეს არის მუშაობის დაწყების რეალური საშუალება, თან არა სახის ამხევი და 12-საათიანი ❤

ამ გადაცემაში მოხვედრა ახლა ცხოვრების მთავარ მიზნად მაქვს ქცეული, უახლოეს მიზნად ❤

ხოდა ლოდინად ვარ ქცეული, 5 ივლისის 11-12 საათამდე საათებს ვითვლი უკვე მგონი.

ცუდი ისაა, რომ იქ ყველა მოვა, სემინარის სერთიფიკატის ასაღებად და იქვე იტყვიან ვინ გაიმარჯვა 😦 ანუ 9 ადამიანმა გულდაწყვეტილმა უნდა დატოვოს ოფისი 😦

ახლა ისევ მტანჯველ ლოდინს დავუბრუნდები, რადგანაც დასაწერი არაფერი დამრჩა, შედეგს გაგაგებინებთ ❤

ნაგავი=0.05დენი=რატომ?

რამდენინე დღეა რაც ყველა თბილისი მერიის ახალ ინიციატივაზე, კერძოდ კი დასუფთავების გადასახადის ახალ ტარიფზე ალარაპარაკდა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადს დაჯარხული ელექტროენერგიის მიხედვით გადავიხდით, 1 კილოვატზე 5 თეთრი. ამ ინიციატივას თავიდანვე უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვიდრე მომხრე, ალბათ ჩემი განსახილველი არ არის რამდენად მართებული ეს რეფორმა, რა სარგებელს მოუტანს ქალაქს და ა.შ., მაგრამ ვერ ვხვდები ერთ რამეს – რა კავშირშია დენი და ნაგავი ერთმანეთთან? რაში მდგომარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულება?

თბილისის მერი ამ სახის გადაწყვეტილებას სოციალურად ყველაზე მართებულს უწოდებს დაანგარიშების სხვა მეთოდებთან შედარებით (ფართობის მიხედვით, სულადობით).

ასევე ამ რეფორმის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ ხალხი რომელსაც სახლი ჩაკეტილი აქვს და იქ არ ცხოვრობს განთავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან, მაგრამ განა რამდენია ასეთი ადამიანი?

ჩემი აზრით, თუ ადამიანი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში არ ბინადრობს რაიმე ადგილას, შესაძლებელი უნდა იყოს განცხადების შეტანა და ამ ადამიანის გადასახადისგან განთავისუფლება და არა 10%-ის სასარგებლოდ 90%-ის “დაჩაგვრა”.

ჩემი აზრით, ქილიფა მართალია, რომ ამ რეფორმისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული, ზაფხული იქნება ერთგვარი მიმზიდველი პერიოდი ასეთი ტარიფისთვის რადგანაც მართლაც ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ზამთარში…

მაგრამ შემდეგ გამოვა ვინმე ღვთისნიერი კაცი და შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ძალიან ცოტას ვიხდით და რაღა გვინდა საერთოდ?

ჩაცხრება პროტესტიც, უკმაყოფილებაც და დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაანგარიშება ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს

 

 

 

%d bloggers like this: