ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე

ბოლო დროს არც ისე ბევრ კინოს ვუყურებ როგორც ადრე, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ხშირად ვუყურებ ტელევიზორს და კინოშიც საკმაოდ იშვიათად დავდივარ, ბოლოს “მეტი ვიდრე სექსზე” ვიყავი.

მაგრამ ბოლო სამი დღეა ანუ რაც სკოლაში არ დავდივარ აქტიურად ვუყურებ კინოებს, ერთი ადამიანის მიერ ნარჩევ კინოებს და სხვათაშორის ყველა (სულ ორი იყო ჯერ მაგრამ მაინც) მომეწონა. დღეს გადავწყვიტე ჩემით მომეძებნა რაიმე კინო, მაგრამ ყველაფერი დაკარგული 35 წუთით დასრულდა მეტი ვერ გავძელი რადგანაც როდესაც კინოა ჟანრად კომედია აწერია (IMDB-ზე) მგონი პირველ 40 წუთში რაიმე სასაცილო უნდა მოხდეს/ითქვას, შეიძლება იყო კიდევაც მაგრამ მე ვერ შევამჩნიე/ვიგრძენი. ვუყურებდი ამას.

მაშ ასე ბოლო ორი ფილმი რომელიც ვნახე.

Life as We Know It (2010) 

ჟანრი: კომედია|დრამა

ხანგძლივობა: 114 წუთი

რეჟისორი: გრეგ ბერლანტი

მთავარ როლებში: კეტრინ ჰეიგლი,  ჯოშ დუჰამელი და ჯოშ ლუკასი.

მოკლე შინაარსი:

ორი მარტოხელა ადამიანი ხდება პატარა გოგონას (სოფის) მეურვე როდესაც მათი საერთო საუკეთესო მეგობრები ავტოკატასტროფაში იღუპებიან.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ყურება გვიან ღამით დავიწყე ასე, რომ მეორე დილისთვის არაფერი მახსოვდა, თითქმის არაფერი ასე რომ თავიდან დავჯექი საყურებლად.

მიუხედავად სევდიანი სცენარისა ფილმში კარგად არის დაცული ჟანრი – კომედია. არის საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტი, “მეტი ვიდრე სექსს” ჰგავს იმით, რომ ხუმრობები კარგად არის ჩასმული და არა ისე უბრალოდ, იმიტომ რომ სასაცილოა.

მიუხედავად ჰეფი ენდისა, რომელშიც თავიდანვე ვიყავი დარწყმუნებული, პატარა სოფი მაინც “ცუდად” დარჩა. ჩემი აზრით ყველაზე სევდიანი სცენა იყო როდესაც მან თავის მეურვეს “დედა” უწოდა, მან თავიდან შეუსწორა, შემდეგ კი თქვა, რომ ის მართლაც მისი დედაა.

ისევე როგორც პოსტში უკვე არა ერთხელ ნახსენებ კინოში, აქაც სასაცილოა პირველი ნაწილი, როგორ სწავლობენ ბავშვის მოვლას, ეჩვევიან, აჭმევენ და ა.შ. მეორე ნაწილში კი უფრო დრამაა, მაგრამ არა მოსაწყენი. არანაირად არ არის გაწელილი, ყველაფერი თავის დროსა და ადგილას ხდება. მოკლედ კარგი კინოა, 10-დან 8-9 ქულას მივცემდი.

ტრეილერი

Easy A (2010)

ჟანრი: კომედია|რომანტიკული 

ხანგძლივობა: 92 წუთი

რეჟისორი: ვილ გლუკი

მთავარ როლებში: ემა სტოუნი, ამანდა ბინსი და პენ ბედგლი.

მოკლე შინაარსი:

მაღალი კლასების მოსწავლე გოგონა თავისი სოციალური და ფინანსური სტატუსის ამაღლებას სკოლაში ჭორების გავრცელებას მიანდობს.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ფილმის ყურება პირველზე შედარებით ადრე დავიწყე და გუშინვე დავამთავრე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ მომეწონა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი (ემა სტოუნი) ძალიან კარგად თამაშობს. ისეთ სახეებს კერავს და ისეთ ხმებს გამოსცემს, რომ… 😀 არა ცუდი არაფერი, უბრალოდ ღრიალებს საოცრად.

ფილმის ყურების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამ შეუძლია უადგილო ადგილას ნათქვამ სიტყვას, ჭორებს და რელიგიურ ფანატიკოსს. ყველაფერი კი ერთი პატარა ტყუილით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა დაქალის მშობლებთან ვიზიტისგან თავის არიდებას, მაგრამ ამას კიდევ ბევრი მოჰყვა… ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ის სკოლაში მკერდზე წითელი ასო “A”-თი მოძრაობდა, გარყვნილობის აღსანიშნავად.

ტყუილი

ტყუილი მშვენიერი რამაა, მაგრამ ალბათ მთავარმა გმირმა გადააჭარბა… ტყუილი ტყუილს მოაყოლა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის რეპუტაცია შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან დამხმარე ადამიანია და გვერდში ამომდგომი, რადგანაც ტყუილების უმრავლესობა მან სხვათა დასახმარებლად თქვა, თუმცა ტყუილებიდან მატერიალურ სარგებელსაც ნახულობდა.

რაღაც ამერ-დამერია, მოკლედ კარგი ფილმია და ღირს ყურებად, გაერთობით, იცინებთ და ერთ სიმღერას უეჭველი აიკიდებთ. ალბათ 9,5 ან 10 10-დან.

ტრეილერი


მოკლედ მადლობა სოფოს ფილმებისთვის, დღეს კიდე ერთს შემპირდა 🙂 ❤


მგონი მოყვარულისთვის არც ისე ცუდი მიმოხილვა 😛

ტვიტერი ფეხს იკიდებს?

მე ტვიტერი 2010 წლის 2 მარტს აღმოვაჩინე, ალბათ უფრო ადრეც მაგრამ ფაქტია რომ შარშან 2 მარტს დავრეგისტრირდი. პოსტის დაწერის მომენტისთვის მაქვს 1010 ტვიტი, მყავს 56 მომდევარი, მე თვითონ კი 80-ს ვარ ადევნებული.

მოკლედ იმაზე თუ რა არის ტვიტერი

სულ ცოტა ხნის წინ, კითხვაზე “ტვიტერი გააქვს?” იყო მხოლოდ ორი პასუხი:

  1. არა.
  2. და ტვიტერი რა არის?

თუ შენ არ იცი რა არის ტვიტერი, გეტყვი რომ

ტვიტერი არის სოციალური ქსელი და მიკრობლოგინგის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს უპასუხო კითხვას – “რას აკეთებ ამ წუთას?” მოკლე, მაქსიმუმ 140 სიმბოლოიანი პასუხით ანუ ტვიტით (tweet), უპასუხო შენს მეგობრებს ანუ “მომდევარებს” ან “მიმდევარებს”

ტვიტერს იყენებს ყველა, დაწყებული უბრალო ადამიანით, დამთავრებული გიგანტური კომპანიებით, როგორიცაა მაგალითად: Google.

ტვიტერზე არ არსებობს მცნება “მეგობარი” მის სანაცვლოდ არსებობს მცნება “მიმდევარი” ანუ შენს ტვიტებს აედევნება ნებისმიერი სურვილის მქონე ადამიანი, მაგრამ მაინც შეგიძლია ისინი პროვატული გახადო…

ტვიტერზე არ არის ფოტო-ალბომები, დიდი და გრძელი პროფილები, ჯიკაობები და ჯერ-ჯერობით არ არიან “ყველაზე ყველაზეები” და მსგავსნი. იმედია ისინი იქ არც გამოჩნდებიან.

ტვიტერი მოსახერხებელია თუ გაქვს ბლოგი, რაიმე კომპანია ან ბიზნესი, ეს არის მარტივი გზა ხმა მიაწვდინო კონკრეტულად შენს მომსახურებაში დაინტერესებულ მომხმარებელს.

ტვიტის 140-სიმბოლოიანი ლიმიტი კი გაუძულებს იყო ლაკონური, დაწერო მხოლოდ საჭირო და არაფერი ზედმეტი.

რით განსხვავდება ტვიტერი ფეისბუქისგან?

ფეისბუქზე შენ გხვდება ნოთიფიქეიშენები, მოგდის ელფოსტა თუ ვინმე რამეს მოგწერს და ა.შ. ტვიტერზე კი ელფოსტა მოგდის ორ შემთხვევაში

  1. ვიღაცა აგედევნა
  2. ტვიტერს რაღაც განცხადება აქვს

ტვიტერზე ნოთიფიქეიშენი გხვდება ერთადერთ შემთხვევაში თუ ვინმე პირადად მოგწერს ან ტვიტში მოგნიშნავს (@სახელი).

სანამ ტვიტერზე ხარ შესული ყველაფერი იცი, რა ხდება, ვინ ვის მიწერა, მაგრამ როგორც კი გახვალ და თუნდაც 1 საათში დაბრუნდები უკან ვეღარ გაერკვევი რა ხდება, რადგანაც ინფორმაციის რაოდენობა, თუნდაც იმ 80 ადამიანისგან რომელსაც მე მივდევ უზარმაზარია და ხშირად ვერ მომიძებნია ტვიტი, რომელიც დილით მქონდა ნანახი, ტვიტის მარტივი მოძებნისთვის არსებობს ფავორიტები, მოინიშნავ ტვიტს ფავორიტებში და შემდეგ მარტივად იპოვი მას.

ტვიტერის მომხმარებელთა ზრდა საქართველოში

ბოლო დროს საქართველოში ტვიტერის მომხმარებელთა რაოდენობა აქტიურად იზრდება თუმცა ფეისბუქამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია…

როგორ ხდება საქართველოში სოციალ ქსელებზე რეგისტრაცია?

რომელიმე თუ ძაან გაცვეტდა ყველა მანდაა, როგორც თავის დროზე იყო ოდნოკლასსნიკი (3 კვირა ვსარგებლობდი მხოლოდ) და როგორც ახლა არის ფეისბუქი, რომლიც მომხმარებელიც უკვე მგონი 2-3 წელია ვარ, მანამდე უბრალოდ არ მჭირდებოდა სოციალურიი ქსელე, რადგანაც სკოლის გარეთ ძირითადად არავის ვიცნობდი, სკოლელებთან კი Skype მაკავშირდება, თან მაშინ 13 წლისაც არ ვიყავი, რომ ფბ-ზე “თავისუფლად” დავრეგისტრირებულიყავი.

ალბათ ტვიტერი შემდეგია.

1 წლის წინ და დაახლოებით დღემდე ტვიტერი ჰქონდათ ან ბლოგერებს ან პროგრამისტებს ან ისეთ ადამიანებს როგორიც ვარ მე ანუ Tech Geek-ებს რომლებსაც მხოლოდ ახალი ტექნოლოგია მიეცი და მეტი არაფერი უნდათ…. მართლაც ასეა, უამრავ ახალ პროექტში ვარ და ვყოფილვარ ბეტა-ტესტერი ან ბეტა-მომხმარებელი, მაგ: Mashable Follow, blekko და სხვა.

დღეს კი ტვიტერის მომხმარებელთა, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ჩემ რამდენიმე სკოლელს, ძირითადა 1 წლით პატარებს აქვთ ტვიტერი, მაინც და მაინც ერთი წლით პატარებს და თითქმის არც ერთ ჩემ ტოლს, მათი უმრავლესობა მაილი საირუსს, ბიბერს ან რომელიმე სხვა სელებრითსაა ადევნებული.

გუშინ ფეისბუქზე კითხვების საშუალებით დავსვი კითხვა: “შენ გააქვს ტვიტერი?” და მივიღე ასეთი შედეგი:

იმედები

იმედი მაქვს, რომ ტვიტერი მუდამ დარჩება ისეთი როგორიც არის, სწრაფი, დინამიური და “ყველაზე ყველაზეებისგან” თავისუფალი, იმედია არ შეიქმნება ჰეშ-თეგი #ყველაზესაყვარლები ან პროფილი @ყველაზეძერსკები.

P.S.

სულ დამავიწყდა, ტვიტერზე ბევრი სელებრითის aka ცნობადი სახის ანგარიშია (აქაუნთი), მაგრამ რეალურები ცისფერ ფონზე თეთრი პწიჩკითაა მონიშნული.

P.P.S.

და ბოლოს თუ კი გაქვს ტვიტერი ამედევნე       kon_mu

გუგლის პასუხი ფეისბუქს ანუ +1

ალბათ ყველა კარგად იცნობთ და არა ერთხელ შეხვედრიხართ ფეისბუქის “like” ღილაკს, რომელიც უკვე მთელ ინტერნეტსივრცეს მოედო.

ინტერნეტ-გიგანტმა გუგლმა კი მას პასუხი მოუმზადა, ღილაკი სახელად +1, რომელსაც ჯერ მხოლოდ თავისი ნებით ჩართული ადამიანები ხედავენ, მალე კი ყველა დაინახავს, ძებნის შედეგის თავზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება “დააპლიუსერთოს”, ალბათ მალე ასეთი ტერმინიც გამოჩნდება, საიტი და ამ ქმედებით საიტის რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს, რომელიც იმავე ინფორმაციის ძებნისას პირველად სწორედ მეგობრის დაპლიუსერთებულ საიტს იხილავს.

Google-ში ამას “საზოგადოებრივი გამართლების(ნდობის) ნიშანს უწოდებენ” და ასეცაა, რა თქმა უნდა მე უპირატესობას მივანიჭებ იმ რესტორანს რომელშიც ჩემი მეგობარი არის ნამყოფი და რომელიც მას მოეწონა.

 

როგორც ჩანს გუგლი სულ უფრო და უფრო იჭრება სოციალურ ძებნაში, შარშან შემოგვთავაზა ძებნა ტვიტების მიხედვით, წელს +1 საინტერესოა რა იქნება შემდეგი?

გარდა ძებნისა, გუგლი სულ მალე საიტების მფლობელებს შესთავაზებს +1 ღილაკის დაყენებას საიტებზე და კონტენტის დაპლიუსერთებას საიტის დატოვების გარეშე, ხოლო უფრო მეტად დაპლიუსერთებული საიტის რანკის მაღალი იქნება. სწორედ აქ დაერხევათ “კონტენტ ფარმებს” ანუ საიტებს რომლებზედაც არის უამრავი keyword და არანაირი ინფორმაცია.

კიდევ შესაძლებელი იქნება რეკლამის დაპლიუსერთება ანუ რეკლამას დაემატება შემდეგი ფრაზა “რეკომენდირებულია მეგობრები მიერ”.

აი ვიდეოც რომელიც ტრადიციისამებრ ყველაფერი ანიმაციის გზით გაჩვენებთ.

facebook questions

ყოველი ჩვენგანის საყვარელი სოციალური ქსელი ამ ფუნქციაზე უკვე დაახლოებით 1 წელი მუშაობდა, მაგრამ ის დღევანდელ დღემდე ბეტა-ტესტში, შესაბამისად ხელმისაწვდომი მომხმარებელთა მხოლოდ რამდენიმე პროცენტისთვის. facebook Questions დაახლოებით იმავეს აკეთებს რასაც Quora, თქვენ სვამთ კითხვას და პასუხს იღებთ თქვენთვის ნაცნობი და ძვირფასი ადამიანებისგან, რომლებიც კითხვას პასუხობენ არა რეიტინგის მოსამატებლად არამედ იმისთვის, რომ დაგეხმარონ.

“ინტერნეტში უამრავი ადგილის სადაც შეიძლება მიხვიდეთ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მაგრამ სულ რამდენიმე ადგილის სადაც პასუხს მიიღებთ თქვენი მეგობრებისგან” – ამბობს პროექტის მენეჯერი ადრიან გრაჰამი. “ჩვენი აზრით ეს არის ადგილი, რომელზედაც ღირს ფოკუსირება.”

თავდაპირველად ფუნქცია მხოლოდ არსებული ტესტერებისთვის იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც კი ისინი დასვამენ კითხვას ავტომატურად ჩაერთვებიან მათი მეგობრებიც.

მეტი ამ ფუნქციაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ. ამ მომენტისათვის ფუნქცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

კითხვის დასმა

კითვის დასმისას შესაძლებლობა გაქვთ მიუთითოთ ვარიანტები ან მისცეთ მოპასუხეს თავისუფალი არჩევნის უფლება ანუ პასუხად ჩაწერს იმას რასაც უნდა. კითვისა და პასუხის მოცულობა შეზღუდული არ არის.

თავდაპირველად კითხვაზე საპასუხოდ საჭირო იყო სხვა გვერდზე გადასვლა ახლა კი ყველაფერი თქვენს ნიუს ფიდში ხდება.

კითხვაზე პასუხი

როდესაც მომხმარებელი პასუხობს კითხვას, თითოეული ბოქსი ფერადდება, მისი გარკვეული ნაწილი ანუ მომხმარებელი ხედავს პასუხსა და მის პოპულარობას ერთსა და იმავე დროს, რაც გამოკითხვათა სისტემების უმრავლესობაში არ არის გათვალისწინებული. პასუხების გვერდით ხატია მოპასუხეთა პროფილის სურათები.

სავარაუდო პასუხების ჩაწერისას ფეისბუქი გთავაზობთ გვერდებს, მაგ: თუ ვარიანტად გაქვთ “საქართველოს ბანკი”  მაშინ ავტომატურად ის გვერდი იქნება დამატებული პასუხად.

მუსიკალური კვირა: Two Door Cinema Club

Two Door Cinema Club – ჩრდილო ირლანდიური ჯგუფი (კიდევ ერთი ირლანდიური რაღაც რაც მიყვარს), რომელიც დაარსდა 2007 წელს, შედგება სამი წევრისგან. პირველი ალბომი გამოუშვეს 2010 წლის 1 მარტს, Tourist History, მოიგეს 2010 წლის Choice Music Prize საუკეთესო ირლანდიური ალბომისთვის და მთლიანი საპრიზო თანხა (10 000 ევრო) საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს.

ამ ჯგუფის სიმღერები გამოყენებული არის სხვადასხვა რეკლამებსა და თამაშებში საუნდტრეკებად.

მე კი ამ ჯგუფის შესახებ ევრონიუსიდან შევიტყვე, რადგანაც მათზე ჰქონდათ სიუჟეტი.

მე მომწონს მათი სიმღერები, ჯერ სულ რამდენიმე არის გამოსული და მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომი აქვთ, მაინც და კლიპებიც საინტერესო აქვთ ხოლმე.

P.S. ვერ ვბეჭდავ ნორმალურად, სიტყვებს ბოლომდე არ ვამთავრებ, ასოებს ვტოვებ :/ რა მჭირს?

წიგნ(ი) რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა…

კარგი წიგნის კითხვა მიყვარს, მაგრამ არც თუ ისე ხშირად ვპოულობ ჩემი გადმოსახედიდან კარგ წიგნს, რომელიც მე მომეწონება და წაკითხვის შემდეგ მომინდება არ მქონდეს წაკითხული და კიდევ ერთხელ წავიკითხე, მომინდეს რომ ის არ მთავრდებოდეს. ასეთი შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წიგნის წაკითხვისას გამჩენია. როდესაც წიგნში თავს კომფორტულად გრძნობ, როდესაც ძალით არ კითხულობ, როდესაც შენ პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობა, მასთან ერთად სუნთქავ, მხოლოდ მაშინ გეუფლება ასეთი გრძნობა, როდესაც შენი ნებით აიღე წიგნი და კითხვა დაიწყე და არა ვიღაცამ დაგავალა, მაგრამ იშვიათი გამონაკლიებიც ხდება, როდესაც დავალებული წიგნი მომწონებია, მაგალითად: წიგნი არაა, მაგრამ წიგნად ღირს, ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა” ან ფრანკ კაფკას “წერილი მამას”.

ახლა რომ დავფიქრდი, რამდენიმეზე მეტი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ერთი კვირით მაინც შეცვალეს, მაგრამ მაინც შემიძლია გამოვარჩიო რამდენიმე.

1. მექანიკური ფორთოხალი – ენტონი ბარჯესი

პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე და მართლა მომეწონა იყო “მექანიკური ფორთოხალი” და დღემდე ის ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნად რჩება. ამ წიგნის შესახებ ვერც კი გავიგებდი, რომ არა ერთ-ერთი ფორუმი და იქ ამ წიგნის აქტიური განხილვა, თავიდან ვერც მივხვდი, რომ წიგნზე ჰქონდათ საუბარი, მაგრამ დაგუგლვამ ყველაფერი გამოასწორა. წიგნი საკმაოდ პატარაა, მაგრამ მე პატარა წიგნებსაც დიდ ხანს ვკითხულობ ხოლმე, ეს კი რამდენიმე დღეში წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე… ეს რამდენიმე დღე მე ვცხოვრობდი ამ წიგნით… ვიყავი რძის ბარშიც, მწერლის სახლშიც, თეთრ ციხეშიც და საშინელ კინოთეატრშიც და ამბოხებულთა ბინაში… მეც ვუყურებდი დანაშაულის ამსახველ სცენებს ბეთჰოვენის თანხლებით, მეც გადმოვვარდი ფანჯრიდან და მეც გადავიღე სურათი მინისტრთან…

წიგნი არის გასაოცრად ჩამრთრევი, ვკითხულობდი ყველგან სახლში, გზაში, სკოლაში და დირექტორის მოსაცდელშიც კი.

ტრაგიზმით სავსე წიგნია, რომელიც იმ ტოტალიტარული მომავლისთვის გზამზადებს, რომელიც სუ ლ მალე დადგება. თვალთვალი, ყველგან თვალთვალი. ფუტურისტული სატირა არის, ხო, ახლა გამახსენდა, მაგრამ მასში დიდი დოზით არის ტრაგედიაც და დაახლოებით ასეთივე დოზით იუმორი.

2. თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელინჯერი

მგონი ამ წიგნზე არ ღირს ბევრის დაწერა, რადგან ის ყველასთვის კარგად ნაცნობია, მეც, ალბათ როგორც ყველამ ვინც ის წაიკითხა, ჩემი თავი ვიპოვე ამ წიგნში, ჰოლდენს ჩემი ჩვევები შევატყვე. იმან უფრო მეტად გამაოცა, რომ ეს წიგნი დიდი ხნის წინ არის დაწერილი, მაგრამ დღესაც აქტუალურია, იმ მხრივ რომ დღესაც პოულობენ მკითხველები ჰოლდენთან საერთოს. ამ წიგნმა მასწავლა, თუ როგორ უნდა დალიო ვისკი უფასოდ, მგონი ამ წიგნში იყო ეს, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ეს წიგნიც უჩვეულად სწრაფად წავიკითხე, 3-4 დღეში მგონი, ნაკლებშიც და მეც მაინტერესებდა, სად ქრებოდნენ პარკიდან ზამთრობით ჩიტები.

 

 

 

 

3. დორიან გრეის პორტრეტი – ოსკარ უაილდი

ამ წიგნზე კინოც გადაიღეს, მაგრამ არ მომეწონა, ქერა დორიანი შავგრემანი გახადეს, უნამუსო იყო რეჟისორი/სცენარისტი აშკარად.

წიგნი რომელიც ყოველი ადამიანის დაუფიქრებელ სურვილს აღწერს, რა მოხდებოდა თუ იქნებოდი ცოცხალი. ცხოვრება ადამიანზე თავის კვალს ტოვებს, ყოველი ჩადენილი ცოდვა იარას ადამიანის სახესა და სულზე. დორიანი კი წლებთან ერთად არ იცვლებოდა, ყველაფერი მის პორტრეტზე გადადიოდა, რომელიც საშინლად გამოიყურებოდა, თავად კი სრულყოფილებას წარმოადგენდა ყველაფერში, მაგრამ ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად იცხოვროს…

მეტს აღარ ჩამოვწერ დავიღალე, 1 საათია ვწერ. შევამჩნიე, რომ პატარა წიგნები მიყვარს, რომლებიც სწრაფად იკითხება, საინტერესოა…. არ მიყვარს წიგნი, რომელშიც დიდი თავებია, სჯობს იყოს ბევრი პატარა ვიდრე ცოტა დიდი თავი…. ამიტომ მიყვარს ელექტრონული წიგნები, პროგრესი ყოველთვის შენს წინაა, იცი რამდენი პროცენტი წაიკითხე უკვე….

მეტი ვიდრე სექსი [review]

თავიდან ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი განწყობილი ამ ფილმის მიმართ, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. სახლიდან გასვლა მეზარებოდა.

2. თითქმის ძალით მივყავდი ძმაკაცს

3. გარეთ ციოდა.

მოკლე აღწერა

ფილმი “მეტი ვიდრე სექსი” (ინგ. No Strings Attached) სვავს ასეთ კითხვას: “შეიძლება თუ არა ორ ადამიანს ჰქონდეს სექსი შეყვარების რისკის გარეშე?” და პასუხი არის კი. ადამი (ეშტონ კატჩერი) და ემმა (ნატალი პორტმანი) ერთმანეთს 6 წლიდან იცნობენ, ბოლოს მათ ერთმანეთი საზაფხულო ბანაკში ნახეს სადაც ადამი გამოიქცა რათა თავიდან აეცილებინა მშობლების გაყრით გამოწვეული ტკივილი… მამამისი ერთ-ერთ პოპულარულ კომედიულ სერიალში მთავარ როლს თამაშობს და მას ყველა იცნობს… ბანაკში ემმა და ადამი სკამზე ზიან… ადამს ცრემლები წამოუვა… ემმა მას ხელს მოჰხვევს და ეტყვის, რომ ადამი მისგან სინანულს არასოდეს მიიღებს, ადამი კი ეკითხება:

-ხელს მომაკიდინებ?

– არა.

-კაი.

შემდეგ ისინი კოლეჯში ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდებიან, ერთმანეთს გაიხსენებენ და სწორედ აქ დაიწყება მათი ურთიერთობა.

ადამი იაფი სერიალის გადაღებებზე მუშაობს ასისტენტად, თავისთვის წერს სცენარებს, მაგრამ არავის აჩვენებს მათ. ემმა სამედიცინოზე სწავლობს და ერთ-ერთ კლინიკაში პრაქტიკას გადის. დაკავებული ხალხი. ადამი ვანესას ხვდება, ის ძალიან სექსუალური და მიმზიდველია, ემმა კი თავის ცხოვრებას მარტო ატარებს და ექიმობისთვის ემზადება, კვირაში 80 საათს მუშაობს, 36 საათიანი ცვლები აქვს.

ერთ დღესაც ადამი აღმოაჩენს, რომ ვანესამ მას მამამისთან უღალატა და დაიწყებს დალევას… დილით ის იღვიძებს ემასთან სახლში, სადაც ხვდება რამდენიმე ადამიანი… ადამი დარწყმუნებულია, რომ მას იმ ხალხთან სექსი ჰქონდა… ისინი მას ატყუებენ… შემდეგ გამოდის ემმა და აწყნარებს მას… მას არ ჰქონია სექსი ქალიშვილ ინდუსთან, ქერა გოგოსთან და გეისთან, რომელმაც იმ წუთს აღმოაჩინა, რომ გეია, როდესაც ადამმა მის წინ შიშველმა ჩაიარა.

იმავე დილას ადამს და ემმას სექსი ექნებათ, რამდენიმე ჯერის შემდეგ კი გადაწყვეტენ ჰქონდეთ სექსი, მხოლოდ სექსი, დღეღამის ნებისმიერ დროს, როდესაც ეს ემმას დასჭირდება თანაც რაიმე პასუხისმგებლობის გარეშე. ეს ორივე მათგანს აწყობს, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ ერთმანეთი არ შეუყვარდებათ.

ჩემი შთაბეჭდილებები

ბილეთები დაჯავშნული გვქონდა, ამიტომაც 1 საათი იქ ყურყუტი მოგვიწია, თანაც გარეთ ციოდა, წვიმდა და ქარი ქროდა. ვიყიდეთ სასმელი, პოპ-კორნი არ მინდოდა და ავედით ზემოთ. ყველა ორში სათამაშო აპარატი გათიშული იყო, მაგრამ ეს იმის მერე აღმოვაჩინეთ რაც “ჟეტონები” ვიყიდეთ… “ჟეტონი” უბრალოდ ახალი 50-თეთრიანი იყო, მაგრამ ერთადერთ ჩართულ აპარატში არ ჩაეტია, ამიტომაც თავი დავანებეთ.

ხალხმა შესვლა დაიწყო და ჩვენც ჩავდექით რიგში. მესამე დარბაზში გადიოდა, საკმაოდ პატარა დარბაზში.

თავიდან კინო კარგად დაიწყო, იყო ბევრი ღადაობა, თანაც საკმაოდ კარგი და ეს ყველაფერი დაახლოებით შუამდე გაგრძელდა, ადამ სენდლერის და რასსელ ბრენდის სტილში რადაობდნენ ანუ dirty jokes და ვხოხავდი… მაგრამ ბოლოსკენ როდესაც უკვე რომანტიკა წავიდა… მონატრება, ზარები, ავტომოპასუხეები…. ძალიან გაწელეს… კი დრამატულ სცენებს უხდება გაწელვა, მაგრამ ასე ძალიან არა…

საბოლოო ჯამში კარგი ფილმი გამოვიდა. კომედიის, ეროტიკისა და რომანტიკის ნარევი… ნახევრად შიშველი ნატალი პორტმანი… ბედნიერი, კმაყოფილი, ნატირალი და კექსებში გასვრილი… მთლიანად შიშველი ეშტონ კატჩერი კმაყოფილი და სიყვარულით შეწუხებული.

ყველაზე მეტად ის მომენტი მომეწონა, როდესაც ადამმა ემმას დისკზე “მენტრუალური ნაკრები” ჩაუწერა… keep bleeding, keep keep bleeding love… 😀

ტრეილერი

Grooveshark [review]

Grooveshark ალბათ ძალიან ბევრისთვის  ნაცნობი გვერდი, რომელიც ემსახურება მუსიკის მოტანას მათი ბაზიდან თქვენ დინამიკებამდე.

საუკუნეში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ამბავია რიგი საქმეების ნა ხადუ კეთება, პირდაპირ ბრაუზერის ფანჯარაში. უკვე არის სერვისები, რომლებიც გვთავაზობენ ონლაინში (ღრუბელში) დოკუმენტებისა და ცხრილების შექმნას, კალენდარის დაგეგმვას და სხვა როგორიცაა Google Docs. მაშნ რატომ არ მოუსმინოთ მუსიკას პირდაპირ ინტერნეტში? არის რამდენიმე პროექტი, როგორიცაა, მაგალითად პანდორა, რომელიც ჩვენ რეგიონში არ მუშაობს და თანაც ფასიანია და თანაც ვერ მოუსმენ რომელიმე ცალკეულ სიმღერას და სწორედ აქ გაჩნდა გრუვშარკი.

გრუვშარკის მომხარების პროცესი მაშინ იწყება როდესაც ამ მისამართს ჩაწერ შენი ბრაუზერის მისამართის ხაზში (ადრეს ბარში რა) http://grooveshark.com. და ძირითადად ესაა. უბრალოდ ჩაწერ იმ შემსრულებლის სახელს, რომელსაც გინდა მოუსმინო და აირჩევ სიმღერას ან გადაარჩევ ალბომების მიხედვით. და მორჩა. აჭერ სიმღერას და ის ირთვება. გრუვშარკზე არის ასობით მომღერალი, თითქმის ყველა პოპულარული მომღერალი. სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარულები არ არიან, მანამ სანამ ვინმე არ ატვირთავს.

გრუვშარკის სტრუქტურა ძალიან წააგავს სხვა მუსიკალურ პროგრამებს, როგორებიცაა, მაგალითად აი-თიუნზი, თუმცა რეალური პლეილისტი ქვემოთაა, ჩემ საკმაოდ განიერ ეკრანზე (15.4 ლაპტოპია) ეტევა 14 სიმღერა, მაგრამ რა თქმა უნდა შეგიძლია გვერდზე გადახვიდე. კიდევ ერთი უარყოფითი თვისება, ის ბანერი მარჯვენა მხარეს, ის იქ იქნება სანამ არ გადაიხდი, არ გახდები ყოვეთვიური ხელმომწერი, მოკლედ გრუვშარკის ასე შოულობს ფულს მათზე ვინც არ იხდის.

ერთი რამ რაც მაკვირვებს ისაა, რომ მას არ ხურავენ, რადგანაც ის პრაქტიკულად უფასოდ ახდენს მუსიკის რა ქვია იმის რა რო გვასმენინებს უფასოდ, გავჭედე სიტყვებში მაგრად. მაგრამ ალბათ რადგანაც გადმოწერის უფლებას არ გვაძლევს, ამიტომაც არ ხურავენ.

სულ ეს იყო.

P.S. უფასო რეგისტრაცია შეგიძლია შენი ფეისბუქის ან გუგლის აქაუნთითაც გაიარო. ჩემთან ასე ქნა და რავიცი.

რამდენად სუფთაა შენი პროფილი?

სახელი: Socioclean

 

მოკლე აღწერა: სოციოქლინი “ათვალიერებს” თქვენი ფეისბუქის პროფილის სურათებს, ჯგუფებს, პოსტებს და გაფრთხილებთ თუ ისინი შეიცავენ რაიმე არასასურველ, შეურაცხმყოფელ ტექსტს და სხვა.

გენიალური იდეა: Harris Interactive-ს კვლევამ (2009 წელს) რომელიც ჩატარებული იქნა CareerBuilder.com-თვის დაადგინა, რომ დამქირავებლების 45% იყენებს სოციალ ქსელებს, რათა დაათვალიეროს პოტენციური თანამშრომელი. გამოკითხულ დამქირავებელთა 35%-მა უარი თქვა კანდიდატზე იმის გამო რაც მათ იპოვეს სოციალურ ქსელებში.

ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ სამუშაოს მძებნელებმა წინასწარ “დაასუფთავონ” თავისი პროფილები. მანამ სანამ მათ დამქირავებლები ნახავდნენ. შედეგი არის სოციოქლინი რომელის ასკანირებს თქვენს პროფილს და ეძებს 5000 სიტყვას, რომელიც უკავშირდება რასიზმს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და შეურაცხყოფას.

მას შემდეგ რაც მომხმარებელი სოციოქლინის აპლიკაციას უფლებას მისცემს აპლიკაციამ დაათვალიეროს მათი ინფორმაცია (ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ ფეისბუქის მხარდაჭერა, სხვა სოციალური ქსელები მალე გახდება მხარდაჭერილი ^^) ის მიიღებს ცხრილს, რომელშიც იქნება არასასურველი ინფორმაციის ჩამონათვალი. ყოველ ელემენტს ახლავს ლინკი რათა მარტივად შეძლოთ მისი წაშლა.

მე, როგორც ნეიტრალურ ადამიანს, საკმაოდ ბევრი არასასურველი სიტყვა ამომიგდო (hell, shit, f*ck, sexy და ა.შ.). აპლიკაციას არ რჩება არცერთი სტატუსი, ფოტო თუ ჯგუფი რომელსაც თქვენ შეუერთდით, თუნდაც რამდენიმე წლის წინ.

მომსახურება ჯერ-ჯერობით უფასოა.


სეზონი? ფფჰ…

გუშინ როდესაც “სეზონის” ყურება დავამთავრე პირველი რაც გავიფიქრე იყო:

“ჰჰა?”

მეორე იყო:

“კიდევ კარგი კინოში არ წავედი :/”

ფილმი როგორც მივხვდი “ჰორორია”, მაგრამ თავდაპირველად ის არ მომეწონა რომ პირველი ერთი საათის განმავლობაში არავინ მოკვდა, ვიფიქრე ბოლოსთვის შემოინახა-თქო რეჟისორმა სიკვდილები, მაგრამ – არა.

ერთი რამ მაინტერესებს, ამ ფილმის იდეის ავტორს ევასება თუ არა დაკარგულები/LOST ? იმიტომ რომ სცენარი გარკვეულწილად ჰგავს ზემოთხსენებულ სერიალს. გმირები ვერ ტოვებენ ბათუმს, ვერც წყლით ვერც ხმელეთით[პირველი მსგავსება დაკარგულების], აქვთ საჭმლის პრობლემა[ეს ბუნებრივიცაა ამიტომაც მთლად მსგავსებად ვერ ჩავთვლით].

მეგობრებისგან ვიცოდი, რომ ბოლოში გმირები კვდებიან, მაგრამ ასეთ ფინალს არ ველოდი. ეს არის ყველაზე ცუდი ახსნა იმისათვის რაც მოხდა. ველოდი მისტიკას ან რამე მსგავსს მაინც.

კი შეიძლება ფილმის მთავარი აზრი ისაა, რომ თუ რა უქნეს მეგობრებმა ერთმანეთს, მაგრამ მგონი საჭიროა რომ ამავდროულად ყველაფერი ლოგიკურად ჯდებოდეს ერთმანეთში.

და კიდე ბოლოს ავარია აშკარად დახატული იყო. თანაც ცუდად.

სხვათაშორის ასეთი ფინალი განიხილებოდა როგორც დაკარგულების დასასრულის ერთ-ერთი ვარიანტი.

მოკლედ ვნანობ რომ გუშინ 12 საათამდე ვუყურებდი სეზონს და ვერ გამოვიძინე, მაგრამ მიხარია ის რომ კინოში არ წავედი.

P.S. სეზონისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მას შემდეგ გამიჩნდა რაც დასახელება გავიგე. ორ ენაზე. ფფჰ… არ დამევასა.

[ვისაც გაქვთ რაიმე საწინაამდეგო ჩემი მოსაზრებისა – არც არაფერი. ეს ჩემი აზრია.]

%d bloggers like this: