Darth Vader in Marjanishvili Square

Is capital of Georgia about to join the dark side, well according to some crazy idea it is. The renovation of one of the oldest districts of Tbilisi has just come to its end so now there is a pretty huge space which is going to be dedicated to some sculpture or something like that.

To my extent there will or already is some kind of competition between ideas, I’ve looked through the possible monuments and all of them are either awkward or some sort of art nobody will ever understand, maybe even the creator himself.

I just came across a much nicer idea about what to put in a spacious piece of land in the center of the city, Darth Vader. Won’t it be great to see Vader himself standing in the middle of the city with the lightsaber in his hand, well I think it will.

If you think so you can support the idea by liking the facebook page

Darth Vader in Marjanishvili Square

 

Advertisements

Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

Read more of this post

უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

Read more of this post

ოფენეარი :(

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გადავწყვიტე Tbilisi Open Air 2011-ზე წასვლა და ფბ-ს ევენთზეც მოვინიშნე ეთენდინგად, მარგამ ამინდმა ხომ ყოველთვის ყველაფერში უნდა ჩაკუკოს. სახლიდან გასვლისას ისეთმა წვიმამ დასცხო, რომ უკან გამოვბრუნდი, წვიმამ გადაიღო, მაგრამ შემდეგ გასვლა დამეზარა და ახლა ვარ საძაგელ ხასიათზე.

ვისთანაც ერთად უნდა წავსულიყავი მთელი დღე იქ არიან, მართალია ამბობენ მაგარი ცუდი სიტუაციააო მაინც გამისწორდებოდა, აი ახლაც ვზივარ და საშინელ ხასიათზე ვარ. არ მიყვარს შეკრებების გამაზვა :/

ვინმესთან ლაპარაკი მინდა და არც ვინმე ჩანს და არც სალაპარაკო თემა.

ვიღრინები მთელი საღამოა :/

არ ვიცი რატომ, ისეთი არაფერი გამიმაზავს, მაგრამ მაინც…

ორშაბათს საჩხერეში მივდივარ “ალიანტედან” სამი დღით.

საშინლად მეზარება, იმედია იქ ჩასვლისას სიტუაცია მომეწონება.

ტალახის წვიმა თბილისში

თუ კი თქვენ მხოლოდ ახლა გაიღვიძეთ ან უბრალოდ ჯერ არ                 გაგიხედიათ გარეთ, მოგახსენებთ რომ დღეს დილით თბილისში         ტალახნარევი წვიმა მოვიდა…

9 საათზე გამაღვიძეს (>.<), ჯერ ჩემმა დამ და შემდეგ                              ტელეფონის ზარმა, ორივე იუწყებოდა, რომ დღეს არსად არ                  მივდიოდი… ამას ჩემი უკმაყოფილება და ძილი მოჰყვა…

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტალახით აღარ წვიმს, გარეთ თუ            გაიხედებით ნახავთ, რომ ყველა მანქანა მოყავისფროა…

ამ სახის “უჩვეულო” მოვლენამ საზოგადოებაში უმალვე გამოიწვია კითხვები:

ეს რადიოაქტიული წვიმა ხომ არაა?

ვაიმე რაღა გვეშველება?

და არა მხოლოდ კითხვები არამედ მოწოდებებიც:

გარეთ არ გახვიდეთ არავინ!!

თუმცა “კურიერმა” ოპერატიულად მოიპოვა ინფორმაცია უჩვეულო წვიმის შესახებ და დააწყნარა ზემოთხსენებული, პანიკაში ჩავარდნილი და უკვე საერთოსამხედრო დამცავ კომპლექტებში გამოწყობილი საზოგადოება. თუ არ იცი რა არის საერთოსამხედრო დამცავი კომპლექტი, იხილე ეს ან თუ არ იცი რუსული ეს.

აღმოჩნდა, რომ ნაწვიმარი ტალახი უბრალოდ აფრიკიდან რაღაც ციკლონის მიერ მოტანილი ქვიშაა… ამას რომ ვისმენდი მაღაზიაში ვიყავი (დაალაიქეთ რადგან არ შევუშინდი რადიაციას) და თვითონ იმ ფაქტმა გამოიწვია ჩემში გაოცება, რომ ამ ქვიშამ აფრიკის უდაბნოდან თბილისამდე ამხელა მანძილი დაფარა.

მაგრამ ყველაფერი დამთავრდა უკვე, წვიმაც და ტალახიც, გარეთ მშვენიერი ამინდია, თბილა, უბერავს სუსტი ქარი, მოკლედ მშვენიერი დღეა მეგობრებთან სადმე გასასვლელად მითუმეტეს თუ ჩემსავით სკოლაში არ წახვედით.


პირველად Dilato Fitness Club-ში

მას შემდეგ რაც ჩემმა ორმა კლასელმა ზემოთხსენებულ კლუბში სიარული დაიწყო და მეც შევატყვე ჩემ თავს “ფორმაში არ ყოფნა” გადავწყვიტე მეც დამეწყო ვარჯიში.

აბონიმენტის ასაღებად კვირას მივედი, დარბაზე ეგრევე მომეწონა… ადმინისტრატორი გოგოც ❤ ნუ დარბაზში არც შევსულვარ ისე გარედან შევხედე და იმ გოგოს ველაპარაკებოდი…

ჩემი თავის მიკვირს, რომ ასე მარტივად მოვაბი თავი…

მოკლედ დღეს პირველად ვიყავი სავარჯიშოდ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხოლოდ გუშინ ღამის დაახლოებით 12 საათზე გამახსენდა, რომ ჩასალაგებელი მქონდა სავარჯიშოდ რაღაცეები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კარგი “ტრენაჟორები” დგას, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვფიქრობდი “ტრენაჟორის” ქართულ ვარიანტზე და სავარჯიშო დანადგარის მეტი არაფერი მომაგონდა, ასე რომ ისევ ტრენაჟორი იყოს.

მასიური ტრენაჟორებია, რაც კარგია, რადგანაც რაც არ უნდა ირბინო და აქეთ-იქით იხტუნავო ის მაინც მყარად დგას და თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, ვარჯიშის დროს ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (დაახლოებით 40 არხია), ყველაზე მეტად გამოვარჩევ Comedy TV-ის, რომელზეც რუსული Comedy Club-ის გადაცემები და მათი ნაწილები ტრიალებს სულ… თან მირბიხარ და თან ერთობი ან უყურებ რამეს.

ტელევიზორი მხოლოდ სარბენ/სატრიალო და მსგავს ტრენაჟორებზეა.

კიდევ დაახლოებით 8 ტრენაჟორია სხვადასხვა: პრესის, ფეხების, ფეხების სხვა ნაწილის, ხელების, მხრების, ზურგის, მკლავების და ა.შ.

გასახდელი საკმაოდ კარგია, მაგრამ როგორც ყოველთვის სივიწროვეა მაგრამ მაინც მოსახერხებელია ანუ დასაჯდომი ადგილი არის.

შხაპიც კარგია, ოთხი მოზრდილი კაბინაა

და რაც ყველაზე მეტად მომეწონა საუნა 

მგონი 7-8 წუთით შევედით და მთლიანად სველები გამოვედით უკან, ძალიან ცხელოდა, თან ქვებს წყალიც დავასხით და შესუნთქვისას ცხვირი მეწვოდა… ასე ძალიან მგონი არასოდეს არ გავოფლიანებულვარ.

რომელიღაც ბლოგერი მართალი იყო, რომ “დილატოში” “ჯეო მოდელსის” მოდელები ვარჯიშობენ, მგონი იყო რამდენიმე, ნუ გოგოები იყვნენ ყოველშემთხვევაში, მწვრთნელი კი მაგათ ეჩალიჩებოდა 😀

მთლიანობაში კარგი კლუბია, კარგი ტრენაჟორებით და ატმოსფეროთი. კარგად ივარჯიშებ და თან გაერთობი.

P.S. პირსახოცები თავისი აქვს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჩანთის მოცულობას, სკოლის მერე დავდივარ ხოლმე მე.

კლუბის ფეისბუქის გვერდი: Dilato Fitness Club

ხინკალი, ლუდი, ბოულინგი და არაყი. (დღეს)

ორშაბათიდან გადაწყვეტილი გვქონდა დღეს, შაბათს “ხინკლის სახლში” წასვლა, უბრალოდ ხინკლის საჭმელად. თავდაპირველად ოთხნი მივდიოდით, მაგრამ ბოლოს შვიდნი წავედით.

ხინკლის სახლი & ლუდი


რადგანაც მარტო ხინკლის საჭმელად მივდიოდით ამ ადგილზე შევაჩერეთ არჩევანი (მგონი სწორად დავწერე). როდესაც მივედით ქვედა დარბაზი პატარა ბავშვებით იყო სავსე, აშკარად რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულები, რადგანაც 130 კაცი იყო და ყველა ერთად წავიდა.

შეკვეთა საკმაოდ სწრაფად მოიტანეს, მაგრამ გაფრთხილება დაგვავიწყდა და სასმელი საჭმელზე ადრე მოიტანეს, როგორც ყოველთვის. “ლოვენბრაუს” ნაცვლად შემთხვევით “ყაზბეგი” შევუკვეთეთ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საკმაოდ კარგი იყო და მესიამოვნა. ხინკალი კარგი იყო, ძალიან კარგი არა, კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მარტო ლუდს ვსვამდი, ვერაფერი ვიგრძენი :/

ბოულინგი & არაყი

შემდეგ გენიალური იდეა დამებადა, მინდოდა წავსულიყავით “თბილისი ცენტრალში” და გვეთამაშა ბოულინგი.

თბილისი ცენტრალში კვლავაც შემორჩენილია TBC Game-ის მინიშნება, არვიცი რატომ, ალბათ დაავიწყდათ ან დაეზარათ მოცილება.

მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვიკითხეთ და რუკასაც შევხედეთ ორჯერ დავარტყით წრე და ძლივს ვიპოვეთ ბოულინგი. გაუძვირებიათ, ერთი საათი 22 ლარი და გეიმების მიხედვით აღარ “აქირავებენ”, თანაც ყველა “დაროჟკა” დაკავებული იყო და მხოლოდ ახლა, 8 საათზე განთავისუფლდებოდა. იქვე არის საბილიარდო, მაგრამ მხოლოდ სნუკერის მაგიდები იყო თავისუფალი და სნუკერის თამაში ჩვენ არ ვიცით, ასე რომ იქვე, საბილიარდოში მდებარე კაფეში მოვკალათდით და შეკვეთა გავაკეთეთ.

ყველაფერი უნამუსოდ ძვირია, 200 მლ-იანი კოლა 2.50 ღირს, 50 მგ არაყი “ფინლანდია” 4-5 ლარი, მაგრამ ფული დარჩენილი გვქონდა და გადავიწყვიტეთ ბოლომდე დაგვეხარჯა. 4 კოლა და 5 არაყი (250 მგ, სტოპარიკი) 46 ლარი დაგვიჯდა მგონი, ვინამუსეთ და ხურდა არ დავუტოვეთ 😀

ხო იქვე “ფოტობუზში” შევედით, ღადაობა სურათები გამოვიდა, მაგრამ უმეტესობაში ძალიან ჩაბნელებული სახე მაქ, მაგრამ მაინც ასწორებს 😀

კარგი არაყი იყო, მის მერე პირველად გასინჯული “გომი” ძალიან ბანძია, გომმა ისე ჩამწვა, რომ მთელი კუჭი შევიცანი ეს კი კარგად ჩავიდა, თან გემოც უკეთესი ჰქონდა.

ბოლო დღეებში foursquareის აქტიური მომხმარებელი გავხდი და ასწორებს კიდევაც, ეს ერთგვარ თამაშს ჰგავს.

ბევრი სურათი გადავიღეთ, მაგრამ ფოტოაპარატის მფლობელი ახლა ბალეტზეა, შემდეგ კი ბარსა რეალის საყურებლად მიდის, ასე რომ ხვალამდე ალბათ ვერ ვიხილავ.


ვსწავლობთ Java-ს +დღეს

Google TechTalk-ზე დასწრების, ინჟინრების ხილვისა და Google-ის შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღების შემდეგ, თუ რა კარგია იქ მუშაობა და ა.შ. გამიჩნდა სურვილი მეც მესწავლა პროგრამირება.

ლექციის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ პოლონელ ინჟინერთან მივედი და ვკითხე თუ საიდან დამეწყო და რა ენები მესწავლა, მან მითხრა მესწავლა Java და C++.

ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი… ორი დღე ვიწერ სხვადასხვა პროგრამებს, დეველოპერებისთვის განკუთვნილ ინტეგრირებულ სფეროებს… თან ვეძებ რაიმე წიგნს ან რაიმე სასწავლო კურსს რომელიც ძირითად საკითხებს შემასწავლის… ახლა თითქოს ვიპოვე რაღაც საიტი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენად სასარგებლოა…

კლასელი მამა პროგრამისტია და მგონი აქვს სახლში ჯავა-ს წიგნი და უნდა ვითხოვო, ახლაც ამ ინტეგრირებულ სფეროს ვიწერ, მაგრამ უკვე მეძინება.

P.S. რაიმე კარგ ჯავას წიგნს ვერ მირჩევთ?

დღეს

მეგონა, რომ “ვეფხისტყაოსანი” დავამთავრეთ, მაგრამ მგონი ახლა ვიწყებთ, დღეს უკვე ორი თემა გვქონდა

1. მიჯნურობა ვეფხისტყაოსანში

2. მეგობრობა ვეფხისტყაოსანში

პირველი ერთ გვერდზე ოდნავ მეტი გამომივიდა, მეორე ნახევარ გვერდზე ოდნავ.

რატომ? მითხარით რატომ ვაკლავთ თავს?

არ დამავიწყდეს

წასაკითხი მაქვს:

  1. რომეო და ჯულიეტა (მაჩაბლის თარგმანი სასურველია)
  2. ანა ფრანკის დღიური

Google TechTalk in Tbilisi

შესავლის პონტში

აპრილის მეორე, წვიმიანი დღე გათენდა… 12 საათზე მაღლივში Google-ის ინჟინრების ლექცია/ ტექ ტოქი იწყებოდა…

ადგომა საშინლად მეზარებოდა, მაგრამ არც ლექციის გამაზვა მინდოდა ამიტომაც თავს ძალა დავატანე და ავდექი, ცოტა ვიმეცადინე და სახლიდან გამოვედი.

მაღლივში არასოდეს ვყოფილვარ, თვითონ უნივერსტიტეტში, ამიტომაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრმად მივდიოდი, უბრალოდ მითხრეს ნებისმიერ მარშრუტკას გავყოლოდი ბოლომდე, რომელსაც ეწერა “მაღლივი”.

სხვათაშორის მეგონა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოვუნდებოდი იქ მისვლას, მაგრამ 12-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და დერეფანში დავხეტიალობდი.

just a note

ლექცია 107-ე აუდიტორიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 103-ეში ჩატარდა, თუმცა ამით არც არავინ დაზარალებულა და არც არაფერი შეცვლილა, ჯასთ ა ნოუთ.

TechTalk

რომ მივედი დერეფანში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი ტრიალებდა, ნუ ზოგი იჯდა, შემდეგ ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს, მეც მივყევი… თავგანწირვით ვეძებდი 107-ე აუდიტორიას, მაგრამ ყველგან მხოლოდ 103-ე იყო ნახსენები და მონიშნული ასე რომ 103-ისკენ გავემართე. დაფასთან იდგა რამდენიმე ადამიანი 2 ქალი და 4 კაცი, Google-ის და YouTube-მაიკებში. მაშინვე მივხვდი რომ სწორედ ისინი იყვნენ ჩამოსულები ტექტოქის ჩასატარებლად, მათგან ორი ქართველო იყო, აი კრაკოვის ოფისში რომ მუშაობენ, დანარჩენებიც კრაკოვის ოფისიდან იყვნენ, აქ ახალი პროგრამისტების წასაყვანად ჩამოვიდნენ.

ლექცია 3 ნაწილისგან შედგებოდა:

  1. Google FluTrends
  2. Life at Google
  3. Life of a Project

სამივე ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო, თავისი სლაიდებით, იყო ასევე კითხვების დასმის დროც, სამწუხაროდ არც ერთი კითხვა არ გამჩენია და რაც გამიჩნდა სხვას ჰქონდა ნაკითხი ამიტომაც ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, კითხვები იყო სერიოზული, გამომწვევი და სულელურიც კი.

სერიოზული

ყოველი მათგანი ეხებოდა იმას თუ რა პლატფორმებს, ოპერაციულ სისტემებსა და ა.შ. იყენებს Google. ზუსტად არ მახსოვს.

გამომწვევი

კითხვა: “მართლია რომ Google სერიოზულ კონკურენციას განიცდის facebook-ის მხრიდან და მას უკვე მზად აქვს ზემოთხსენებული სოციალური ქსელის კონკურენტი?”

პასუხი იყო შემდეგი: “სამწუხაროდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ და რომც გვცოდნოდა ის კონფიდენციალური იქნებოდა”

სულელური

  • სიტყვა Google რამეს ნიშნავს?
  • პრემიები არის?
  • რამდენ ენაზე წერთ?
  • და როგორ აერთიანებთ?
  • მაიკროსოფტის ბინგთან რა ურთიერთობა გაქვთ?

და როგორც “ჯეოსელის” რეკლამის გოგონა იტყოდა “…და ა.შ.”

დასკვნები

საკმაოდ კარგი დღე იყო, ინფორმაციული, აუდიტორიაში ჯდომით დავიღალე, მაგრამ მგონი ღირდა იქ ჯდომა… + სხვადასხვა ფერის პასტები იყო, წარწერით Google და წამოვიღე, გაასწორა მაგრად 😀

ახლა რა ხდება…და სიახლეები

დღეს ფიზიკის მონიტორინგი ვწერეთ, ვინც არ იცით გეტყვით რომ ჯოულთან, ლენცთან, პასკალთან და სხვებთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს, ამიტომაც ტრადიციისამებრ შპარგალკით შეიარაღებული გავემართე დარბაზისკენ… სულ რამდენიმე, კერძოდ კი 4 კაცი ვწერდით, რადგანაც “სამონიტორინგე” გაკვეთილზე გოგოებს პროექტის პრეზენტაცია ჰქონდათ და გაცდა, შესაბამისად ბოლოზე ვწერდით.

დაარიგეს. გამისწორდა, რაღაცები მახსოვდა, რაღაცები ვნახე და შპარგალკა ამეცა… დავრჩი სამი ამოუხსნელი ამოცანით და არაფრით ხელში და რაღაც ნარჩენებით თავში.

ყველაფერი დავწერე და გამოვედი… მგონი 1 შეცდომა აღმომაჩნდა, მაგრამ ჩავედი უკან. გადასწორების უფლება მომცეს, გამოვედი, მაგრამ შემდეგ კიდევ მომინდა გადასწორება და ისევ შევბრუნდი 😀 გადავასწორე და გამოვედი.

ხვალ ქართულში მაქვს მონიტორინგი, უკვე ესოდენ შეძულვებულ “ვეფხისტყაოსანზე”. მთელი 8 სტროფი ზეპირად, კიდევ რაღაც აფორიზმები… მოკლედ ტვინის ხვნა…

კიდევ კარგი დღეს ქართულზე არ დავრჩი, თორემ ჯერ კიდევ “იმის” სწავლაში ვიქნებოდა… აი მართლა ყელშია უკვე ამოსულა, მაგრამ დაახლოებით 300-400 სტროფი დაგვრჩა და მორჩა… რა კარგია ❤

შემდეგ განახლდება ქართულის ნორმალური გაკვეთილები… იგავ-არაკები დარჩა პროგრამაში და მორჩა.

“ალიანტეს” თითქოს თავი მივანებე, მაგრამ ვცდილობ… ესეც დროის უქონლობის გამო.

შაბათს მგონი Google TechTalk-ზე მივდივარ, მგონი იმიტომ, რომ მგონი დავრეგისტრირდი 😀

ახლა მშია ძალიან, მაგრამ გვიანია უკვე, მაგრამ მშია და ალბათ შევჭამ 😀

მეცადინეობას გვიან რომ ვამთავრებ ადრე ვერ ვჭამ…

სულ მალე ბლოგზე სავარაუდოდ მრავალი სიახლე იქნება, მათ შორის ექსკლუზიური პოსტები, ინტერვიუები და ადამიანები იმ მხრიდან რომლიდანაც თქვენ ისინი არ გინახავთ.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო თავს ვერ ვაბამ მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

%d bloggers like this: