სამსახური რომ მქონდეს…

დაფიქრდი, პირადად შენ რამდენჯერ გიოცნებია გქონოდა სამსახური?

ყოველთვის როდესაც სადღაც მივდივარ, რა თქმა უნდა მჭირდება ფული, რომლის ჩემი პირადი წყაროც არ მაქვს, შესაბამისად უნდა ვთხოვო მშობლებს, ყველაზე მეტად კი ეს პროცესი მძულს, ვერ ვიტან მშობლებისთვის ფულის გამორთმევას, ამიტომაც ვცდილობ ჩემი ისევ ჩემი “მარაგების” გამოყენებას, მაგრამ ისინიც ილევა და გზა ფულამდე კვლავ მშობელზე გადის.

რამდენჯერ მიოცნებია მქონოდა სამსახური, part-time სამსახური, ხშირად შორსაც წავსულვარ ოცნებებში, მაგრამ გამხსენებია, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უკან ვბრუნდებოდი.

15 წლის ადამიანისთვის სამსახურის მოძებნა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ ძნელია. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ნახევარდღიანი სამუშაო, ისე რომ იმუშაო არა 9 ან 12 საათი, არამედ 4-5.

მაკდონალდსში მუშაობა ალბათ არ ღირს, თვეში 300-400 ლარი და არანორმალური სამუშაო გრაფიკი, ხელფასი ნორმალურია, მაგრამ გაწეული შრომის სანაცვლოდ მიზერული, თანაც 18 წლამდე არ ღებულობენ სამუშაოდ. წელს ვნახე კარგი ადგილი, ტექნიკის მაღაზია ვაკეში, არდადეგებზე უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ აქაც 12 საათიანი სამუშაო დღეა 9-დან 9-მდე, მაგრამ კარგი იხდიან. უბრალოდ ქალაქში მუდმივად ყოფნა და მოცლილობა არ გამომივიდა, თორემ სიამოვნებით. აა ხო ტექნიკაში უნდა ერკვეოდეთ, ისე არა.

რამდენ რამეს ვიზამდი სამსახური და ნუ თავისთავად ხელფასი რომ მქონოდა, პირველ რიგში ალბათ Kindle-ს ვიყიდი (ქინდლი ელ. წიგნების წამკითხავია, რიდერი) და წავიკითხავდი ყველფერს რისი წაკითხვაც მინდა.

ახლა არ მახსენდება კიდევ რას შევიძენდი სამსახურის ქონის შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ ამოიძირკვებოდა ჩემს მიერ ასე ძლიერ შეძულებული მშობლებისთვის ფულის გამორთმევის შემთხვევები.

that’all!

თაკო ფხაკაძე… სიდებილესაც აქვს საზღვარი.

გუშინ ღამე არხების გადართვის პროცესში, რუსთავი 2-ზე შემხვდა გადაცემა “ვის უნდა 20 ათასი?”.

გუშინ Prime Time-ის მთავარი თუ უბრალოდ რედაქტორი თამაშობდა – თაკო ფხაკაძე.

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ნახეთ ჩანაწერი:

MyVideo.Ge ლინკი მოცემულ დროზე

შეიძლება ჩანაწერი ოდნავ ადრე დაიწყოს, მაგრამ ცელსიუსზე და ფარენჰეიტზე რომ არის კითხვა იმას მოუსმინეთ.

 

 

იგი ამბობს, რომ მას გაუჭირდება კითხვის წაკითხვა, რადგანაც მასში არის მისთვის ძალიან ბევრი უცხო სიტყვა.

ამაში მას წამყვანიც ეთანხმება.

😀

დროის მანქანა რომ მქონოდა…

ეს სათაური რომ წავიკითხე ძალიან ბევრი რამ მომივიდა აზრად, მაგრამ პირობაში ასევე ის დევს, რომ მხოლოდ 1 საათი შეგიძლია გაატარო დროში მოგზაურობაში.

ერთი ზუსტად ვიცი, რომ წარსულში არ წავიდოდი, მაგრამ შეიძლება წავსულიყავი კიდევ. ერთ-ორ ადგილას პატარა კორექტივებს შევიტანდი. შემდეგ კი სულ მომავალში ვიმოგზაურებდი. ჯერ წავიდოდი 2-3 კვირით წინ, გავიგებდი გადავიდოდი თუ არა ოლიმპიადის მესამე ტურში, იქ დაახლოებით 5 წუთს დავყოფდი რადგანაც უბრალოდ საიტზე შესვლით შევამოწმებდი. შემდეგ წავიდოდი მაისის შუა რიცხვებში და გავიგებდი მოვიგე თუ არა FLEX.

შემდეგ შორეულ მომავალში წავიდოდი, ვნახავდი ახალ iPhone-ებსა და MacBook-ებს, ერთი-ორს ვიყიდდი და წამოვიღებდი თან.

დამრჩებოდა კიდევ დაახლოებით 20 წუთი. მომავლიდან რამე წამლებს წამოვიღებდი სიკვდილს რომ ამარცხებს ან რამე ეგეთს(ბევრს) და მოვძებნიდი ჩემ თავს.

მაინტერესებს როგორ ვიქნები 20 წლის შემდეგ, რადგანაც საიტმა რომელიც 20 წლით გაბერებს, ისე გადამაკეთა რომ ვერ ვიცანი ჩემი თავი და მაინტერესებს მართლა ეგეთი ვიქნები. O.o

მერე დავბრუნდებოდი უკან(თუ წინ წარსულში) და გაასწორებდა, იმიტომ რომ მეცოდინებოდა რა მოხდებოდა მომავალში.

ერთი საათიც ამოიწურებოდა. 🙂

რეალური ცხოვრების 201 Hack[6]

1. არ ჩაიცვა მუქი ფერის ტანსაცმელი მზიან დღეს. მუქი ფერები სითბოს “იზიდავენ”, ღია ფერები კი “განიზიდავენ”.

2. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დანები, ჩანგლები და კოვზები ცალ-ცალკე დაალაგე. როცა რეცხვა მორჩება, მათი გადანაწილება არ მოგიწევს.

3. არ დააგვიანო გაკვეთილზე. მასწავლებელი უკეთ მოგექცევა.

4. არასოდეს არ განაახლო მანქანის დაზღვევა შემოთავაზებული ფასით. უთხარი შენ პროვაიდერს რომ სხვა კომპანიასთან გადახვალ თუ კი ფასს არ დაგიწევენ.

5.  თუკი 400-ჯერ დააჭერ ქუჩის გადასვლის ნიშანს(აი შუქნიშანს რომ წითლად ანთებს) ფერი მაშინვე შეიცვლება.

6. შხაპის ბოლოს გადართე ცივ წყალზე. გაიკაჟები 😉 სისხლი სრაფად მოძრაობს, ენერგია ბევრია.

7. გააკეთე დავალება რაც შეიძლება მალე დავალების მიღებიდან.

8. ბანკში ან სხვა ადგილას, რომელიც შენ რესურსებს მართავს, კარგად მოექეცი პერსონალს. არასოდეს იცი როდის დაგჭირდება სწრაფი მომსახურება.

9. ელაპარაკე ადამიანს ისე როგორც გელაპარაკება(ხმის სიმაღლე, სიჩქარე, ტონი).

10. მოითელე დილაობით[ვის რას ვეუბნები, აქეთ მაქ სათქმელი 😀 ]

უყურე MUSE-ს 360 გრადუსში

სათაურში ყველაფერი ნათქვამია, აირჩიე კამერა, რაკურსი და დატკბი:

MUSE in 360

%d bloggers like this: