ფეისბუქმა ვიდეოჩატი ჩართო

20110706-221604.jpg

რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებისამბრ დავარეფრეშე ფბ და ვნახე ფეისბუქისვე პოსტი ვიდეოჩატის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაში გაეშვება, მანამდე კი ბეტა ან მგონი ალფა ტესტშიც კია.

სრულიად განახლდა ჩატი, სულ მალე შესაძლებელი იქნება ჯგუფური ჩატიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და კნუტი ერთ-ერთი არა თუ სულ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც ეს სერვისი გამოიყენა.

ამ პოსტს ახლა ჩემი აიპოდიდან ვწერ, ლეპტოპი უკვე ამახიეს.

Advertisements

Google – სოციალური წარუმატებლობა


მას შემდეგ რაც Google-ის პირველი სერვერი ლეგოებისგან აგებულ კეისში მოთავსდა დიდმა ხანმა განვლო და დღეს გუგლი აღარ არის მხოლოდ საძიებო სისტემა. ამას კომპანიაში დიდი ხნის წინ მიხვდნენ და ძებნით გამომუშავებული ფულით დაიწყეს სხვადასხვა სერვისების შეძენა, მათი სერვისების გამოყენება და/ან თავიან სერვისებში ინტეგრაცია, რითაც გუგლის ყველა პროდუქტი ხდებოდა საუკეთესო ბაზარზე, მაგალითად როდესაც გუგლმა 2006 წლის 9 ოქტომბერს შეიძინა ვიდეო-სერვისი YouTube, ეს სარისკო საქმე იყო, რადგანაც შეძენილი სერვისი სავსე იყო არალიცენზირებული კონტენტით, როგორც დღეს მაივიდეო.ჯი და ამას შეეძლო მილიონობით დანაკარგი მოეტანა გუგლისთვის. მაგრამ შენაძენი სწორი აღმოჩნდა და დღეს ამ შენაძენს გუგლისთვის ყოველ წელიწადს მილიონობით შემოსავალი მოაქვს, ასევე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია Blogger, Picasa, Google Docs  და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს გუგლს მაიკროსოფტი დაემართა ანუ ყოველი ახლად წამოწყებული პროექტი 1-2 წელიწადში ან ნაკლებში იხურებოდა. ასეთ პროექტებს შორისაა Google Wave რომლის ბედი დღესაც გაურკვეველია, ის ამჟამად Open Source-ში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი დანიშნულებაც უცნობია ჩემთვის. თავიდან ის მზადდებოდა როგორც გუგლის სოციალური ქსელი, მაგრამ დღეს ეს არის წიპა Google Docs. ასევე ჩავარდა Google Video-ს ამ სერვისით გახსნით გუგლი ერთდროულად გახდა ორი ვიდეო-საიტის მფლობელი, თანაც პროექტი გაეშვა იმ დროს როდესაც YouTube უკვე პოპულარობით სარგებლობდა, გუგლ ვიდეოები იხურება, ყველა ვიდეო იშლება ასე, რომ თუ გაქვს ამ სერვისზე რამე ვიდეოები ატვირთული გირჩევთ YouTube-ზე გაუკეთოთ ექსპორტი, თუმცა მგონი უკვე დაიხურა კიდევაც. ასევე Google Nexus One და Google Answers.

დღევანდელ სოციალური ქსელებით სავსე სამყაროში უბრალოდ ძებნა არაფერია, რადგანაც როდესაც შენ ეძებ ვის ენდობი მეტად უცნობ ადამიანს, რომელსაც დადებითი კომენტარის დაწერაში შეიძლება 10 ცენტი გადაუხადეს თუ შენს მეგობარს, რომელიც თავის მეგობრებს ურჩევს ამ მომსახურებას? რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი მიენდობა თავისი მეგობრის რჩევას, სწორედ ამიტომ მიაღწია facebook-მა ასეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ ეძებს გუგლი ახალ შთაგონებას, რაც ახალი CEO-ს დანიშნვაშიც. გუგლი ეძებს რაღაც ახალს, სოციალურს რადგან იგი ხვდება, რომ მომავალი სოციალური ქსელებისაა.

Google’s last attempt

Google-ის უკანასკნელი ცდა ძებნის სოციალიზებისა იყო და არის “+1” ღილაკი. შენ ეძებ კაფეს? იპოვე? მოგეწონა? დააპლიუსერთე და გაუადვილე ძებნა სხვას. “+1”-ები ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს საიტის რანკზე, მაგრამ გუგლში არ უარყოფენ, რომ უახლოეს მომავალში +1-ების რაოდენობა განსაზღვრავს საიტის პოზიციას ძებნის შედეგებში. თუ ეს მართლაც ასე იქნება მაგრად დაერხევათ ე.წ. “სეოშნიკებს” და “კონტენტ-ფარმების” მფლობელებს, რომელთაც აქვთ უამრავი უაზროდ ჩაყრილი სიტყვა საიტზე და ამის ხარჯზე რეიტინგში მაღლა დგანან.

+1 ღილაკზე თბილისში გამართულ Google TechTalk-ზეც ითქვა რამდენიმე სიტყვა.

გუგლის ახალმა იდეამ გაასწორა, ის აშკარად ლეგენდარული ლაიქ-ღილაკის კონკურენტია, მაგრამ სად მიდის ჩვენი +1-ები?

საქმე იმაშია რომ არსად. ისინი ჯერ არ მოქმედებენ ძებნის შედეგებზე, მათ ჯერ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები, მათ საერთოდ ვერავინ ვერ ხედავს ჩვენს გარდა ამასთან ერთად ეს ღილაკი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულია და Google Labs-იდან ანუ გუგლის ექსპერიმენტული ნაწილიდან არის ხელმისაწვდომი და ეს მაშინ როდესაც მთელი ინტერნეტი ლაიქებითაა სავსე, ყველას ეს სიტყვა აკერია პირზე, ეს ღილაკი ყველგანაა შენ კი კიდევ აყოვნებ შენი პროდუქტის ჩაშვებას.

საქმე იმაშია, რომ გუგლმა საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა იწვნია და ახლა ძალიან ცდილობს პოზიციების გამოსწორებას, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა შეესყიდა Groupon, რომელიც ჯგუფური შესყიდვების უმსხვილესი სერვისია ამერიკაში, გუგლი ფასს ყოველ უარზე წევდა ზემოთ, ყველაფერი 6 მილიარდ აშშ დოლარზე და Groupon-ის საბოლოო უარზე დამთავრდა, ამის შემდეგ კი გუგლმა გადაწყვიტა ამ სახის თავისი სერვისის გაშვება, რომელიც ნორმალურად დღემდე ვერ ამუშავდა, facebook-მა კი უკვე გაუშვა Deals.

ჩემი აზრით, +1 ღილაკი გაშვება ნაადრებია რადგანაც გუგლს ჯერ არ აქვს ბაზა სადაც ყველა +1 გროვდება და არ ჰყავს მომხმარებელი, რომელიც ამ +1-ებს ნახავს. გუგლს არ აქვს სოციალური პლატფორმა, სადაც ადამიანები შევლენ სალაპარაკოდ, სურათების დასადებად და ა.შ. გუგლს აქვს ყველაფერი ცალ-ცალკე(Google Talk, Picasa, YouTube და ა.შ.) რისი ერთ პროდუქტად გაერთიანებაც ჯერ არ გამოსდის.

კონკურენცია სოციალურ ქსელსა და ძებნის გიგანტს შორის აშკარად იგრძნობა, თანაც ქსელმა ცოტა ხნის წინ დაიქირავა პიარ კომპანია გუგლის წინააღმდეგ სამუშაოდ. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

Google მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი და ინტერნეტის მომავლის ხედვა, მაგრამ არა მის სოციალურ ნაწილში.

რამდენიმე დღის წინ გუგლმა ოფიციალურად დაანონსა Google Chrome OS-ის უკანასკნელი ვერსია და Google Chromeboook-ები. გუგლის ოპერაციული სისტემა არსებულთაგან ყველაზე სწრაფია, მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანას მხოლოდ 10 წამი სჭირდება და ის უშუალოდ ინტერნეტ-მომხმარებლებზეა გათვლილი, ხოლო Chromebook-ებზე გათვალისწინებულია მხოლოდ 16GB ხარდ-დრაივი.

ჩემი აზრით გუგლმა უნდა შეაჩეროს სოციალური კამპანია მანამ სანამ არ მოიფიქრებს რაიმე რეალურად კარგს, სხვათაშორის წელს სოციალური კამპანიები გუგლის მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც 2011 წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სწორედ სოციალურ ტექნოლოგიათა სფეროში წარმატებით განისაზღვრება.

გარისკავდი შენს ვირტუალურ სიცოცხლეს რუსულ რულეტკაში?

გარისკავდი შენი ფეისბუქის პროფილს რუსეთში ერთკვირიანი მოგზაურობის სანაცვლოდ?

ეს არის რუსული ფეისბუქ რულეტკის იდეა, რომელიც ერთ-ერთი არყის სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა მაიამის სარეკლამო სკოლის მიერ, ბერლინში.

სტუდენტებმა წარმოიდგინეს ვებგვერდი სადაც ოთხი მეგობარი თამაშობს რუსულ რულეტკას, ისინი საიტს გადასცემენ თავის ელფოსტასა და პაროლს და შემდეგ იწყებენ თამაშს. ერთი წაგებული მოთამაშის პროფილი სამუდამოდ იშლება ხოლო დანარჩენი სამი შედის გათამაშებაში, რომლის პრიზია ერთი კვირა რუსეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეპტია, წარმოიდგინეთ თამაშის ნამდვილი ვერსია, ეს ხომ ნამდვილი აზარტი იქნებოდა, თანაც ჩვენი ვირტუალური ცხოვრება რეალურზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.

მაგრამ შემდეგ ხომ უამრავი fake პროფილი შეიქმნებოდა, მაგრამ მეგობრებთან თუ თამაშობ მაშინ არ გაჭრიდა.

[Mashable!]

დღეს უბრალოდ ძალიან ბევრი კარგი სტატია ვნახე ზემოთხსენებულ ვებგვერდზე და თავი ვერ შევიკავე გადმოთარგმნისაგან.

ვითამაშოთ Snake YouTube-ზე

YouTube როგორც ვიცით Google-ის საკუთრებაა, ამ უკანასკნელს კი როგორც ვიცით უყვარს დაფარული მაგრამ საინტერესო და სახალისო ფუნქციების დამატება თავისი პროდუქტებისთვის.

საქმე იმაშია, რომ შეგვიძლია YouTube-ზე ვიდეოს ყურებისას ვითამაშოთ სნეიქი.

ამისათვის საჭიროა გავაკეთოთ შემდეგი:

  1. შევიდეთ YouTube-ზე 😀
  2. დავაკლიკოთ Browse-ზე და ავირჩიოთ Recent ნებისმიერი კატეგორიიდან.
  3. როდესაც ვიდეო ჩაირთვება ერთდროულად დააჭირეთ მარცხენა და ზედა ისარს და ეკრანზე გამოჩნდება გველი (სნეიქი) და საჭმელი რომელიც უნდა გადაყლაპოთ. თუ პირველ ცდაზე არ გამოვიდა კიდევ სცადეთ, მეორეზე ან მესამეზე უეჭველი ჩნდება.

აქვე გთავაზობთ პირველ ვიდეოს რომელიც ამ საიტზე დაიდო. ის ასახავს საიტის შემქმნელს ჯავედს ზოოპარკში. ვიდეო გადარებულია იაკოვ ლაპიტსკის მიერ. 😀

%d bloggers like this: