ბრძოლა ღრუბლისათვის

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება მსუბუქი, თხელი მოწყობილობები, რომელთაც აქვთ ინტერნეტისადმი წვდომის ორი მაინც საშუალება, რაც მთავარია უკაბელო.

 

 

 

 

მომხმარებელთა ამ მოთხოვნილების ფონზე იქმნება უამრავი პლანშეტი, სხვადასხვა მწარმოებლებისგან, მაგრამ ძირითადად ორი ოპერაციული სისტემით:

  1. Apple-ის iOS რომელიც მართლაც, რომ ერთ-ერთი ყველა დახვეწილი მობილური ოპერაციული სისტემაა მსოფლიოში, რომლის პლატფორმაზეც არსებობს უმრავი აპლიკაცია.
  2. და მეორემხრივ Google თავისი შედარებით ახალგაზრდა Android-ით, რომელიც ახლა იმკვიდრებს თავს და უკვე საკმაოდ კარგად მოედო ყველა პლანშეტს გარდა Apple-ის iPad-ისა.

რა თქმა უნდა დღეს ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ, მოძრაობენ ერთი ადგილიდან მეორისკენ, დიდი და მძიმე ლეპტოპის ყველგან ტარება გარკვეულწილად მოუხერხებელია, პლანშეტი ჯერ კიდევ ვერ აკეთებს ყველაფერ იმას რასაც ტრადიციული კომპიუტერი, ამიტომაც გაჩნდა ღრუბლის საჭიროება.

ღრუბელი (Cloud) გულისხმობს ადამიანის, მომხმარებლის მონაცემთა შენახვას ღრუბელში, არა მის კომპიუტერზე, არამედ ამა თუ იმ კომპანიის დატაცენტრში, ხოლო ამ ინფორმაციისადმი წვდომის საშუალება ადამიანს აქვს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია კომპიუტერზე უბრალოდ თავისი სახელისა და პაროლის შეყვანით.

ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ღრუბელში სივრცეს სთავაზობდა იყო iCloud, 3 გიგაბაიტი იყო და არის უფასო, ხოლო მეტში ყოველწლიურად იხდი ფულს, ბრაუზერში გაქვს დესკტოპი, ფაილ მენეჯერი, ფლეიერი,სხვა ბრაუზერი და ყველაფერი ის რასაც მიჩვეულები ვართ ჩვეულებრივ კომპიუტერზე.

მაგრამ ის იყო ერთადერთი, უკონკურენტო, მაგრამ დღეს თითქმის ყველა დიდი კომპანია იბრძვის სივრცისთვის ღრუბელში, სურთ იქ ყველაფრის (მუსიკის, წიგნების, დოკუმენტების და სხვა სახის ფაილების) განთავსება.

რამდენიმე დღის წინ გაეშვა Amazon Cloud Player – მუსიკა ონლაინში, შენი პირადი კოლექცია, ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს Google Docs, რომელიც გარდა ყველა სახის ფაილის შენახვის შესაძლებლობისა ასევე გვიადვილებს პროექტზე ჯგუფურ მუშაობას, დოკუმენტის ავტორების დამატებით.

ცნობილია, რომ კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემის შემდეგ ვერსიას (სავარაუდოდ Windows 8) იქნება Live ID-ს მხარდაჭერა რაც ღრუბელს პირდაპირ კომპიუტერში ჩამოიყვანს, სხვა ბრაუზერების გამოყენების გარეშე.

უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ Apple ქმნის საკუთარ ღრუბელს, სადაც განთავსდება მათი მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა ფაილები, მეილები და ა.შ. ამგვარი სისტემა უკვე არსებობს, MobileMe მაგრამ ის ჯერ კიდევ დასახვეწია.

 

ღრუბლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება, მისი აგებაც და დახვეწაც დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ რას ფიქრობ შენ?

მზად ხარ დათმო შენი პერსონალური კომპიუტერი პლანშეტის სანაცვლოდ, რომელიც ფუნქციებით გაუტოლდება შენს ამჟამინდელ მეგობარს? მზად ხარ მთელი შენი ინფორმაცია გადაიტანო ღრუბელში?

let me know in the comments

მაცნობეთ კომენტარებში 🙂

Advertisements

Mac vs. PC (1984 vs. 2007)

ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს მაკისა და PC-ის შედარებისა. ეს ვიდეა აქამდე არ მქონდა ნანახი, მაგრამ მგონი საუკეთესოა. უბრალოდ ნახეთ. 🙂

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ძველი მაკიც კი ჯობია ახლანდელ PC-ს.

just for fun

%d bloggers like this: