the tech I can’t live without…

ერთი ტექნოლოგია, რომლის გარეშეც ვერ ვცხოვრობ, ნუ ვერ ვცხოვრობ რა, ახლა არ ვკვდები მაგის გარეშე, მაგრამ ის ცხოვრებას უფრო ბედნიერს  მიხდის. ის ჩემი iPod-ია.

მხოლოდ იმიტომ არ მიყვარს, რომ მუსიკას ვუსმენ, პირიქით მუსიკის მოსასმენად ყველაზე ნაკლებ დროს ვხარჯავ ალბათ.

ჩემი სიძულვილის სიყვარულის 9 მიზეზი:

  1. თავისთავად ვუსმენ მუსიკას.
  2. ვუყურებ კინოებს და ა.შ.
  3. ვთამაშობ.
  4. ვხატავ.
  5. ვუკრავ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე.
  6. ნებისმიერ ადგილას მაქვს წვდომა ინტერნეტისადმი.
  7. naec.ge-ს ვამოწმებ სხვისი შეწუხების გარეშე. 😀 თვითონ არ იციან მგონი როდის იქნება პასუხები, თვის ბოლოსო, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისშიო.
  8. ვიწერ Note-ებს.
  9. facebook
Advertisements

რას ველოდები წელს?

2010 წელი ძალიან ბევრის მომტანი გამოდგა და 2011-ში რასაც ველოდები, ყველაფერი 2010 წელზე არის დამოკიდებული[თითქმის].

ყველაზე მეტად ველოდები FLEX-ის პასუხებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება, მაისის დასაწყისში უფრო.

წელს ანკეტა მგონი უკეთესი მაქ და გასაუბრებამაც კარგად ჩაიარა. მგონი.

მოკლედ ყველაზე მეტად ამას ველოდები და იქიდან გამომდინარე თუ რა პასუხს მივიღებ ამერიკული საბჭოებიდან, იმაზე იქნება დამოკიდებული ის თუ რის ლოდინს დავიწყებ. 🙂 ჩახლართული გამოვიდა ცოტა, მაგრამ მგონი გასაგებია.

კიდევ ველოდები ოლიმპიადის პასუხებს. მოუთმენლად.

ამ მომენტისათვის მეტს არაფერს ველოდები.

რას დაველოდები კიდე წელს, თვით ეს წელი გვიჩვენებს.

ნახვამდის!









ნახვამდის ბლოგოსფეროვ!!!!



3 კვირით გემშვიდობები ანუ 3 აგვისტომდე.
!!!





%d bloggers like this: