Wish List

აქ ჩამოვწერ ყველაფერს რაც მინდა, მერე რასაც ავისრულებ ამოვშლი, კი არადა გადავხაზავ.

დავიწყებ ჩემ (მგონი გრძელ) სიას და ვნახოთ რა გამოვა.

  1. ფორტეპიანოზე დაკვრა (მთელი ცხოვრება თუ არა 1 წელია რაც ეს მინდა, მაგრამ არც დრო მაქვს რომ ამის სასწავლებლად ვიარო და არც თავი, რადგანაც რამდენიმე მეგობარი უკრავს და როგორც გავიგე დიდი დრო მიაქვს დაკვრის სწავლას, ამიტომაც გულს ვიმშვიდებ მშვენიერი პროგრამებით, როგორებიცაა FingerPiano – ირჩევ კომპოზიციას და ეკრანზე გინთებს ნოტებს რომლებსაც აჭერ და უკრავ და გულის ჭიას ვიხარებ. ძალიან მაგარი რაღაცაა და კიდევ სხვა რამდენიმე პროგრამას რომლებსაც ერთ ცალკეულ პოსტს მივუძღვნი.)
  2. გერმანულის სწავლა (სამჯერ დავიწყე სწავლა და სამჯერვე დავანებე თავი. პირველად სკოლაში, ორი წელი გვასწავლეს და მერე აღარ, მეორეჯერ მასწავლებელთან(კერძოდ) რომელმაც შემდგომში ბავშვი გააჩინა და ვეღარ მასწავლიდა და მესამედ კდიევ კერძოდ, მაგრამ მასწავლებელი არ მომეწონა(სკლეროზი ჰქონდა. გერმანული ახსოვდა მაგრამ სამჯერ მკითხა სად ვსწავლობდი და…). ახლა ისევ დავიწყე ერთი თვის წინ დაახლოებით და ჯერ კიდევ დავდივარ, ხვალ მაქ გაკვეთილი, იმედია აღარ დავანებებ თავს და ვისწავლი, მართლა მინდა.)
  3. Netbookპატარა საყვარელი ნეთბუქი, მალე ვიყიდი❤
  4. ჰარი პოტერის ყველა წიგნის ყიდვა (მაგრამ ქართულად არა, რუსულად მინდა ან ინგლისურად, თუმცა ვერსად ვერ ვნახე ამ ენებზე. ძალიან მიყვარს რუსული თარგმანი – РОСМЭН-ის)
  5. ირლანდიაში მინდა წასვლა. (მუსიკა, ცეკვა, სიმღერა – ვგიჟდები ამ სამ ირლანდიურზე)
  6. The Wizarding World of Harry Potter – აქ წასვლა
  7. ზაფხული, დროზე მოვიდეს ზაფხული, არდადეგები, უსაქმურობა, ტონა თავისუფალი დრო, ღამის გათენება და დღისით ძილი❤ არაფერი მიყვარს ზაფხულზე მეტად – სკოლა არაა და ტვინს არავინ არ ხნავს.
  8. ბოლოდ და ბოლოს გაზაფხულდეს, დათბეს, აღარ იწვიმოს და შაბათ დღეს მოხდეს საწადელი❤

ჯერ მგონი მეტი არაფერი მინდა, ჩაბარებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, კიდევ ორი წელი დამრჩა.

იმედია სიიდან მალე ამოიშლება პუნქტები და ახლებიც დაემატება.


3 Responses to Wish List

  1. knuti says:

    ჩემს ვიშ ლისთს ჰგავს😀

    • Kon Mu says:

      ვგავართ სურვილებით ერთმანეთს😀 და ისე დავამატე. ირლანდია მინდა.❤

  2. Pingback: როდესაც ტელეპორტაცია შესაძლებელია… « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: