უფასო ჩახუტება

ჯერ კიდევ ზღვაზე ვიყავი მგონი როდესაც ადოსგან ივენთზე მოპატიჟება მომივიდა, ეგრევე ეთენდინგი ვგლიჯე, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა – ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე.

მსგავსი რამ შარშანაც იყო მაგრამ არც ვიცოდი რომ იყო და შესაბამისად არ ვყოფილვარ მაგრამ ვიდეოებისა და სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე წელს წავსულიყავი.

ივენთმა ფეისბუქზე 300-ზე მეტი ეთენდინგი მოაგროვა, ცხადი იყო რომ ამდენი ადამიანი არც მოვიდოდა მაგრამ მოსულთა რაოდენობამ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა, მაქსიმუმ 50 კაცს ველოდი მაგრამ ასე 60-70 მოვიდა.

ჯერ კიდევ ვგროვდებით

პლაკატები, პოსტერები ან მოწოდებები ჩვენ უნდა მოგვეტანა და სპეციალურად ამისითვის ჯერ კიდევ გუშინწინ გადავდე 6 ფურცელი, გვერდით მოვუდე მარკერები და მაგიდაზე დავდე, არ დამავიწყდეს გაკეთება მეთქი მაგრამ დამავიწყდა და დღეს სახლიდან გამოსვლისას ვაკეთებდი, მაგრამ მგონი არც ისე ცუდი გამოვიდა, უბრალოდ ჩამეხუტე და უფასო ჩახუტება აწერია მეტი არაფერი. 😀

სრულიად შეუსაბამო სახე :დ არადა სულ ვიღიმოდი :დ

მეგონა რომ ვაგვიანებდი ასე რომ 3 ლარიც გავიმეტე და ფილარმონიამდე ტაქსით წავედი :დ იქ დაახლოებით 5 საათზე მისულს კიბეზე ჩამომჯდარი 5-6 კაცი დამხვდა, რომლებიც პლაკატებს ამზადებდნენ. ნელ-ნელა ისინი გავიცანი, მათში ერთი ნაცნობიც აღმოვაჩინე.

ხალხი გროვდებოდა, იზრდებოდა რაოდენობა – ნაცნობებისაც, ბოლოს დაახლოებით 6 საათზე გაისმა მოწოდება – “დავიძარით” და ჩვენ დავიძარით, ფილარმონიასთან მიწისქვეშაში ჩავედით და რუსთაველს გავუყევით კოლმეურნეობის მოედნამდე, შემდეგ თავისუფლების ხიდზე და რიყის პარკში.

ვერ ავღწერ ისეთი გრძნობაა როდესაც სრულიად უცნობი ადამიანი ისე გეხუტება თითქოს დიდი ხანია გიცნობს, ისე მაგრად გეხუტება რომ გგონია შენც დიდი ხანია იცნობ. რა თქმა უნდა ყველა არ გვეხუტებოდა, ზოგი უბრალოდ გვიღიმოდა, თავს გვიქნევდა, ზოგიც განზე იხედებოდა, ერთმა მითხრა გამეცალეო თუ რაღაც მაგდაგვარი მაგრამ ვინც ჩაგვეხუტა (მე დაახლოებით 25-30 ადამიანს ჩავეხუტე) იმათგან ძალიან დიდი სითბო მოდიოდა, ერთი მოხუცი ქალი ყველა ჩაეხუტა, მართლა ყველას ვინც იმ მომენტში მანდ იყო.

ზოგჯერ როცა ვეხუტებოდი მართლაც ვფიქრობდი ხომ არ ვიცნობ მეთქი ამ ადამიანს – ძალიან ძალიან კარგი და თბილი გრძნობაა და დღეც ძალიან ძალიან კარგი და თბილი იყო.

გარდა იმისა რომ 30-მდე ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს ჩავეხუტე გავიცანი რამდენიმე საინტერესო ჰომო საპიენსი და ამან ცალკე გაასწორა.

რიყის პარკში პეტერე ხანს შევყოვნდით და ერთმა ჯფუფმა ლუკა პოლარეში გამოვსწიეთ მეორემ ვერის ბაღში. მაგრამ ბოლოს პატარა დანაკლისებით ისევ შევერთდით, რიყის პარკში ორი ხელი წეროები ვითამაშე, ერთხელ 4 კაცში დავრჩი მეორეჯერ 2-ში მაგრამ არცერთი არ მომიგია. :დ მაგრამ მკიდია :დ

მოკლედ კარგი, თბილი და სასიამოვნო დღე იყო, სურათებს და ვიდეოებს იმედია მალე დადებს ვინმე და აქაც ჩავსვავ – მგონი წელიწადში ერთხელ ასეთი დღე საკმარისი არ არის და იმედია სულ მალე კიდევ მოაწყობს ვინმე ❤ ~ ხომ ამბობენ კიდევ მინდა ეს დღეო და ეს დღე მართლა მინდა კიდევ ❤

სურათებისთვის მადლობა: სიყვარულოვნას, ნინის და კესის. ბოლო ორს ბლოგი არ აქ მგონი და ფბ პროფილების გალინკვა მგონი არ ღირს :პ

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

7 Responses to უფასო ჩახუტება

  1. spamwriters says:

    აუ რამდენი ხართ, ჩვენ კიდე ეჰ 😦 ორგანიზატორებმაც დაიგვიკიდეს და რამე!

  2. ადო says:

    კოტე, ვისაც ბლოგი აქვს ის რატომ არ არის დალინკული? ;ბრაზ: :დ

  3. გამოხმაურება: ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე « Crazy illusion

Leave a reply to konspace კომენტარის გაუქმება