TBC Game. დღე ერთადერთი

მოგეხსენებათ შეიქმნა ბლოგერების 12 კაციანი ჯგუფი რომელიც ეძებს 10,000-ს და თუ მოვიგეთ ვაპირებთ სერვერის ყიდვას.

დღეს დილით დიდის ამბით ვიყიდე კვირის პალიტრა, ქუჩაში, წვიმაში გადავათვალიერე  და ვერაფერი ვნახე. მეორედ გადათვალიერებისთვის დრო არ დამრჩა, რადგანაც 1. გაზეთი დასველდებოდა

2. ჩემი სამარშრუტო ტაქსი ახლოვდებოდა

მთელი დღე იმის ძახილში გავატარე, რომ “კვირის პალიტრაში” არაფერი ეწერა, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო მომეცა ხელახლა გადავათვალიერე გაზეთი და ნანატრი რუკა ვიპოვე, რომელზედაც მინიშნებათა ადგილსამყოფელი იყო დატანილი. რუკა მაშინვე დავასურათე და ფეისბუქზე ჯგუფში ავტვირთე, ორი მინიშნება საბურთალოზე იყო, ფაქტიურად 3, მაგრამ მე მხოლოდ ორამდე მივედი. ერთი პეკინზე, მეორე პავლოვის (ყაზბეგის) დასაწყისში. პეკინის თავსატეხი კაცუნების ცოდნას საჭიროებდა, პავლოვის კი საკმაოდ ადვილი იყო, თუმცა მე არ ამომიხსნია.

უკვე 6-ის ნახევარი იყო სკოლის სამარშრუტო ტაქსიდან რომ ჩამოვედი და მინიშნებისკენ გავექანე რუკით ხელში, მთელი ქალაქი ამ მანიითაა მოცული, ყველა გაზეთის ფურცლით დარბოდა აქეთ-იქით. ორივე მინიშნება დავასურათე და ჯგუფში ავტვირთე, მაგრამ აქტიურობა დაეცა, მგონი აღარ ვთამაშობთ არადა ბლოგოსფეროს საკუთარი სერვერი გაასწორებდა.

მგონი ეს ჩემი თამაშის ერთადერთი დღე იყო, რადგანაც დრო შეზღუდულია, არადა რომ არა სკოლა უკვე მთელ ქალაქს შემოვივლიდი, ყველა მინიშნებას ვიპოვიდი და კოდსაც შევიყვანდი.

აქეთ-იქით სირბილით საკმაოდ გადავიღალე.

დღეს ქართულზე ორი კარგი თემა გამომივიდა და ვამაყობ ჩემი თავით, შეიძლება აქაც დავდო მერე.

ნიჭიერის ყურება ძალიან მინდა, შეიძლება ძალიან არა მაგრამ მინდა, ხვალ ყველა ამაზე ილაპარაკებს მე კი ისევ არ მექნება ნანახი, იმიტომ კი არა რომ მიტყდება უბრალოდ მინდა ვნახო, რომ მერე პოსტიც დავწერო.

მაგრამ მგონი ჯობს დავიძინო. ღამე მშვიდობისა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to TBC Game. დღე ერთადერთი

  1. გამოხმაურება: TBC Game. $10,000 გათამაშდა, მაგრამ როგორ? « Kon Mu's blog

  2. გამოხმაურება: კვირის აღმოჩენა: MORGAN[მხატვარი] « Kon Mu's blog

  3. გამოხმაურება: რად გვინდა PayPal საქართველოში? « Kon Mu's blog

  4. გამოხმაურება: კონკურსები ფბ-ზე და სპამი « Kon Mu's blog

დატოვე კომენტარი