როდემდე?

როდემდე? ასეთი პატარა ლექსისპონტშიც არსებობს.

როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე? ყოველდღე დილით უნდა ავდგე როდემდე? როდემდე უნდა….

მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ ლექსში კი არა და რაც არის იმაში საკმაოდ დიდი აზრი დევს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი პროექტი დაგვავალეს, ამჯერად რუსულში და თან ყველა 1 კვირაში ითხოვს და სად დედის მონაქაჩიდან უნდა მოვასწრო ეს ყველაფერი?

  • როდემდე უნდა ვიმეცადინო საღამოს 8-9 საათამდე, ისე რომ არაფერზე დრო არ დამრჩეს?
  • როდემდე უნდა ავდგე დილით 8-ის ნახევარზე?
  • როდემდე უნდა ვიჭყლიტო ოთხშაბათობით მარშრტუკაში?
  • როდემდე უნდა ავიტანო ჩემი კლასელების უკბილო ხუმრობები?
  • როდემდე უნდა ვსწავლობდე იმას რაც არ მიყვარს?
  • როდემდე უნდა ვუსმინო კლასში ხმაურს და მას მოყოლილ მასწავლებლის ყვირილს?
  • როდემდე უნდა ვისწავლო “ვეფხისტყაოსანი”, ვწერო მისი მოკლე შინაარსი, ტვინი ვიჭყლიტო და შემდეგ კიდევ მასწავლებელი ამბობდეს, რომ ზერელედ ვსწავლობთ? ვსწავლობთ იმიტომ, რომ ყელშია. ყელშია “ვეფხისტყაოსანიც”, სინუსიც, კოსინუსიც, ტანგენსიც, ფუნქციაც, ისტორიაც, გეოგრაფიაც, აზოტიც და ვერცხლიც, დილით ადგომაც, გამოუძინებლობაც და დავალებების კეთებაც, თანაც უაზროების.

ისტორია, ქიმია, რუსული – ეს იმ საგნების სიაა რომლებშიც პროექტი მაქვს გასაკეთებელი 😀

კარგად ჟღერს არა? არა. ყელშია.

დღეს და ეს კვირა.

დღეს

დადგა პარასკევი და თავისუფალი დროც გამოჩნდა, გინდა დასასვენებლად გინდა აქ შემოსასვლელად. რამდენიმე დღეა არაფერი დამიწერია, დღეს კი შემიძლია როგორც ყოველთვის გვიან დავწვე, მაგრამ ხვალ რვის ნახევარზე ადგომა არ მომიწევს და საკაიფოდ გამოვიძინებ.

ბოლო დროს ძილის ნაკლებობა მაწუხებს, ყოველდღე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ადრე დავწვები, მაგრამ ეს მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებად რჩება. დღეს სამოქალაქოზე იყო პირობის დადებაზე და შემდეგ მის შესრულებაზე საუბარი და მაშინვე ეს გამახსენდა, მაგრამ მე ხომ არ მიყვარს შეპირება, მხოლოდ ჩემ თავს ვპირდები რაღაცებს. უკვე 1 კვირაა ვგეგმავ დირექტორთან ასვლას და საიტთან და ფეისბუქი გვერდთან დაკავშირების რჩევების მიცემას, მაგრამ მავიწყდება. დღესაც დამავიწყდა. თუმცა დღეს ადრე დაწოლას არ ვაპირებ, ძალიანაც არ გავწელავ.

დღეს მათემატიკაზეც დავრჩი და Call of Duty: Zombies-ც ვითამაშე ქსელში ძმაკაცთან. მაგრად გაასწორა, უბრალოდ მხოლოდ პარასკევობით ვახერხებთ თამაშს, კლასელები აი-პოდებისადმი დამოკიდებულების გამო.

მარშრუტკაში (პატარების) კიდევ ერთხელ მომიშალეს ნერვები. მე-3 და მე-4 კლასელები რამ გააუზრდელა და უფრო პატარებიც, ისე ხმამაღლა ყვიროდნენ ისეთ ცუდ სიტყვებს რო…

სამეცადინე მარტო ინგლისურიღა დამრჩა.

კვირა

 

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო, მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ ჩემთვის. ახალი მაკბუკები გამოვიდა (Pro). ახლა ისინი უფრო სწრაფები, მსუბუქები და მაგრები არიან. როგორც ყოველთვის.

2 მარტს iPad 2 გამოდის, უკვე ოფიციალურია, Apple-მა მოსაწვევებიც კი გააგზავნა, რომლებიც ასე გამოიყურება:

Apple ისევ თავის სტიქიაშია და ცდილობს ყველაფერი დაამთხვიოს ერთმანეთს. 2 მარტი. მეორე აი-პედი.

ცუდი ისაა, რომ რაც არ უნდა ახალი მაკი ან რამე აი-ნივთი იყიდო, დაახლოებით ერთ წელიწადში ან ოდნავ მეტში კიდევ ახალი გამოვა, ახალი შესაძლებლობებით, რომელიც შენ ძველ მოდელს არ ექნება და რა თქმა უნდა მოგინდება უფრო ახალი იყიდო, რომელიც 12-14 თვეში დაძველდება და მას კიდევ უფრო ახალი მოდელი ჩაენაცვლება.

მალე ახალი აი-პოდ თაჩები და აი-ფონებიც გამოვა და მეოთხე თაობაც წარსულს ჩაბარდება, ამას მოყვება iOS 5-იც. Apple არასოდეს არ წყვეტს ახალი მოდელების გამოშვებას. :/

 

ამ კვირაში თითქოს მანდატურები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ არ მოსულან.

ხუთშაბათს დამატებითი ქართული გაგვიცდა. დაგვადეს და მასწავლებელების მარშრუტკით მოგვიწია წამოსვლა. გარეთ რომ გავედით ყველა წასული იყო და ძალიან მაგარი სიჩუმე იდგა. არ ისმოდა არც მანქანების და არც ბავშვების. თან პატარების მარშრუტკაში წამოსვლასაც გადავრჩი, ნაკლები ვიმეცადინე და დავისვენე.

მეტი არაფერი.

 

:ოფფ:

 

დღეს ინგლისურის ოლიმპიადაზე :/

როგორც წესი ოლიმპიადებზე მარტო დავდივარ ხოლმე, მაგრამ გუშინ სალომემ მითხრა ერთად წავიდეთო და დავთანხმდი, ისედაც ვიცოდი რომ ბევრი ჩემი სკოლელი იქნებოდა, კიდე ბანაკელები და ა.შ. ესეც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე.

მიუხედავად იმისა რომ 9 საათზე დაგვიბარეს, წერა მხოლოდ 10 საათზე დაიწყო. ერთი საათის განმავლობაში[უფრო მეტიც, რადგანაც უმრავლესობა 9 საათზე ადრეც მოვიდა] მოგვიწია იქ სიცივეში ყურყუტი.

როგორც იქნა დაგვირიგეს “რვეულები”, შევავსეთ პირადი ინფორმაცია, მიგვიკრეს შტრიხკოდები და დაიწყო.

პირველივე წინადადებაზე გავჭედე. გამოტოვებული იყო ადგილები და ოთხი სავარაუდო ვარიანტიდან ერთი უნდა ამოგერჩია.

მოკლედ თითქმის ბოლო წუთამდე ვიჯექი და წამოვედი. ჩემი აუდიტორია ნახევრად ცარიელი იყო, ამიტომაც გამოგვატანეს ცარიელი ტესტები.

იქ ვიდექი და მერე კლასელთან და ყოფილ კლასელთან ერთად ნიკალაში წავედით და ვიჯექით 2 საათი.

სახლში როგორც კი მოვედი ინგლისურის მასწავლებელს დავურეკე. როგორც აღმოჩნდა 2 შეცდომა უეჭველი მაქ, შეიძლება სამიც.

მესამე ტურში მხოლოდ 100 საუკეთესო მოსწავლე გადავა, იმედია იმ ასეულში მეც მოვხვდები და იმედია უშეცდომოდ არავის დაუწერია.

იმ იმედით რომ გადავალ, მივდივარ “ტრფობა წამებულის” წასაკითხად. ყელშია უკვე. ვიკიპედიაზეც კი ვერ ვნახე მაგის მოკლე შინაარსი :/

მოკლედ საუკეთესო განწყობა არ მაქვს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში თქვეს, რომ არ იციან როდის იქნება პასუხები.

Off

დღიურობანა. ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი

დღეს არა დღეზე არ მოგიყვებით, არა. ნუ ცოტას.

მოკლედ სამებაში ვიყავი რაღაც მსვლელობაზე. მე და სალომემ ვთქვით რომ ერთად წავიდოდით, მაგრამ მან დააგვიანა, ჩემი კლასელები მოვიდნენ და მოგვიწია ერთად წასვლა.

როგორ მიყვარს სალომე, აი ძალიან. თან ხო ბევრს ლაპარაკობს და მაგარი ასხა ჩემ კლასელ ბიჭებს გზაში. კი იყვნენ ღირსები.

მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა. სალომეს შეყვარებული არა მაგრამ ბიჭი გაუჩნდა რომელიც მოსწონს, თავის კლასელი.

ყველამ იცით ალბათ ფილმი “ზაფხულის (500) დღე” ხო და ახლა ზაფხულის ის  დღეა როცა ცუდად არის ის ბიჭი.

განა რამე, ჩემზე 1 წლით დიდია, არც მე ვუყურებ სხვანაირად, მაგრამ არვიცი. რომ გავიგე კი არა და დავინახე რაღაც ძაან “ნიტო” გრძნობაა გულში, მგონი ვეჭვიანობ, მაგრამ რატომ? – არვიცი.

არც არაფერი იყო ჩვენს შორის, ძალიან მიყვარს როგორც მეგობარი, მაგრამ არ ვიცი. 😦

მოკლედ გატეხილი ვარ. ნეტა სწრაფად გადამიაროს. :წუწუნ:

P.S. დღეს კნუტი ვნახე.