ქუჩის გადარბენის სინდრომი

რა არ მომწონს იცით ყველაზე მეტად? ქუჩას როდესაც გადარბიან, თანაც მაშინ როდესაც 10-15 მეტრში არის გადასასვლელი. ამ პოსტის იდეა მაშინ მომივიდა როდესაც გუშინ ვებ-კამერით პეკინის ქუჩას ვუყურებდი(მაინტერესებდა რამდენად ძლიერი ქარი იყო, ქარი ძლიერი აღმოჩნდა, რადგანაც დაკიდული აბრა “ჩამოხია” და ახლა მხოლოდ ერთ ბოძზეღა კიდია), გასაკვირად დიდი სიხშირით გადარბოდა ხალხი ქუჩას მაგრამ რატომ? ხომ არის გადასასვლელი, თანაც ორი.

ადრე როდესაც არ იყო გადასასვლელი მაშინ ხშირ შემთხვევაში გამართლებული იყო გადარბენა, რადგანაც მიწისქვეშა გადასასვლელებში არ ჩადიოდნენ და ა.შ.

მაგრამ დღეს როდესაც ყოველ ნაბიჯზე არსებობს გადასასვლელი, რაღა საჭიროა ქუჩია გადარბენა?

 


ეს snapshot-ები გავაკეთე, დაახლოებით 10 წუთში. გუშინ საღამოს და დღეს დღისით.